მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი
"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი

მომ­ღე­რალ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს თა­ვის კო­ლე­გა­სა და მე­გო­ბარ ანრი ჯო­ხა­ძეს­თან რამ­დე­ნი­მე წლის წინ უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და და მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პა­უ­ზამ და­ი­სად­გუ­რა. მა­შინ ვე­რი­კომ "სარ­კეს­თან" აღ­ნიშ­ნა, არ ვიცი, ან­რის რა ეწყი­ნაო. მი­ზე­ზი დღე­საც უც­ნო­ბია, მას­ზე არ­ცერ­თი ლა­პა­რა­კობს, ასეა თუ ისე, ცოტა ხნის წინ ვე­რი­კო ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ ან­რის პირ­ველ სოლო კონ­ცერ­ტში გა­მოჩ­ნდა და მას­თან დუ­ეტ­ში იმ­ღე­რა. ასე რომ, ტა­ი­მა­უ­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლია.

რო­გორ აღ­დგა მათი მე­გობ­რო­ბა, ზო­გა­დად, რო­გორ ბრუნ­დე­ბი­ან წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში და რო­გორ იღებს მათ, ამის შე­სა­ხებ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს. ინ­ტერ­ვი­უ­ზე ის სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლი იმი­ჯით მო­ვი­და და, რა თქმა უნდა, ამის შე­სა­ხე­ბაც და­ვუს­ვით კი­თხვე­ბი.

- ვე­რი­კო, ზა­ფხუ­ლი რო­გორ გა­ა­ტა­რეთ, რა გეგ­მე­ბით ხვდე­ბით სა­მუ­შაო სე­ზონს?

- შვი­ლებ­თან, ლი­ზას­თან და ნა­ტაშ­კას­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე, მაგ­რამ სა­მუ­შა­ოც მქონ­და. კარ­გა ხანს ზღვა­ზე ვი­ყა­ვით, შემ­დეგ აბას­თუ­მან­ში წა­ვე­დით. აჭა­რა­ში კონ­ცერ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. აქ­ტი­უ­რი ზა­ფხუ­ლი გა­მო­მი­ვი­და.

ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რე. ძა­ლი­ან მინ­და, ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბაც მო­ვა­ხერ­ხო. სხვა სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა­საც ვა­პი­რებ.

- ბა­თუმ­ში ანრი ჯო­ხა­ძის კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით. რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­დით?

- დიდი ხა­ნია ასე­თი კარ­გი კონ­ცერ­ტი ქარ­თველ შემ­სრუ­ლე­ბელს არ ჰქო­ნია. ზღვის სე­ზო­ნის ბოლო იყო, ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი აღარ იყო, ამი­ტომ გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც კონ­ცერ­ტმა ასე­თი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. იყო კარ­გი ხა­რის­ხი, კარ­გი დუ­ე­ტე­ბი, ორ­კესტრიც ჰყავ­და, ბენ­დი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი... მგო­ნია, რომ სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ვი­და.

არ მიყ­ვარს, რო­დე­საც მომ­ღერ­ლე­ბი უცებ ვარ­სკვლა­ვე­ბი ხდე­ბი­ან და მე­ო­რე თვეს სოლო კონ­ცერტს ატა­რე­ბენ. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ანრი ამ­დე­ნი წე­ლია ვარ­სკვლა­ვია და პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან სწო­რად და­გეგ­მა ყვე­ლა­ფე­რი.

ანრი ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის თავ­ზე სა­დღაც რა­ღაც ისე თქვას, ვი­ღა­ცებს ყურ­ში ცუ­დად მოხ­ვდეთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც ჩემ­თვის და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- თქვენ და ანრი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყა­ვით, მაგ­რამ შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტეთ, ამი­ტო­მაც ბევ­რი არ ელო­და, რომ ან­რის კონ­ცერ­ტზე გა­მოხ­ვი­დო­დით. თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა რო­გორ აღ­დგა?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში დავ­ტკბით. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა გვქონ­და, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, ჩვენც არ გვი­ლა­პა­რა­კია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. მან თა­ვის­თვის იცის, მე - ჩემ­თვის, ჩვენ ჩვე­ნი სი­მარ­თლე­ე­ბი გვაქვს. ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ისე მო­ა­ხერ­ხა, რომ შევ­რიგ­დით, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.

- კონ­ცერ­ტის­თვის შე­რიგ­დით?

- არა, კონ­ცერ­ტამ­დე სამი თვით ადრე დავ­ტკბით.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი

"ანრი ამბიციური ადამიანია" - რატომ მოუვიდათ უთანხმოება ვერიკო ტურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს და ვინ შეარიგა ისინი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილს თავის კოლეგასა და მეგობარ ანრი ჯოხაძესთან რამდენიმე წლის წინ უთანხმოება მოუვიდა და მათ ურთიერთობაში პაუზამ დაისადგურა. მაშინ ვერიკომ "სარკესთან" აღნიშნა, არ ვიცი, ანრის რა ეწყინაო. მიზეზი დღესაც უცნობია, მასზე არცერთი ლაპარაკობს, ასეა თუ ისე, ცოტა ხნის წინ ვერიკო ბათუმში გამართულ ანრის პირველ სოლო კონცერტში გამოჩნდა და მასთან დუეტში იმღერა. ასე რომ, ტაიმაუტი დამთავრებულია.

როგორ აღდგა მათი მეგობრობა, ზოგადად, როგორ ბრუნდებიან წასული ადამიანები მის ცხოვრებაში და როგორ იღებს მათ, ამის შესახებ ვერიკო ტურაშვილი "სარკესთან" საუბრობს. ინტერვიუზე ის სრულიად შეცვლილი იმიჯით მოვიდა და, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც დავუსვით კითხვები.

- ვერიკო, ზაფხული როგორ გაატარეთ, რა გეგმებით ხვდებით სამუშაო სეზონს?

- შვილებთან, ლიზასთან და ნატაშკასთან ერთად დავისვენე, მაგრამ სამუშაოც მქონდა. კარგა ხანს ზღვაზე ვიყავით, შემდეგ აბასთუმანში წავედით. აჭარაში კონცერტებში ვმონაწილეობდი. აქტიური ზაფხული გამომივიდა.

ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი სიმღერები ჩავწერე. ძალიან მინდა, ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც მოვახერხო. სხვა სიმღერების ჩაწერასაც ვაპირებ.

- ბათუმში ანრი ჯოხაძის კონცერტში მონაწილეობდით. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- დიდი ხანია ასეთი კარგი კონცერტი ქართველ შემსრულებელს არ ჰქონია. ზღვის სეზონის ბოლო იყო, ბევრი დამსვენებელი აღარ იყო, ამიტომ გამიკვირდა, როდესაც კონცერტმა ასეთი ანშლაგით ჩაიარა. იყო კარგი ხარისხი, კარგი დუეტები, ორკესტრიც ჰყავდა, ბენდი, მოცეკვავეები... მგონია, რომ სრულყოფილი გამოვიდა.

არ მიყვარს, როდესაც მომღერლები უცებ ვარსკვლავები ხდებიან და მეორე თვეს სოლო კონცერტს ატარებენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ანრი ამდენი წელია ვარსკვლავია და პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა. მგონია, რომ ძალიან სწორად დაგეგმა ყველაფერი.

ანრი ძალიან ამბიციური ადამიანია, შეიძლება თავის თავზე სადღაც რაღაც ისე თქვას, ვიღაცებს ყურში ცუდად მოხვდეთ, მაგრამ რეალურად ძალიან თავმდაბალი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის დასაფასებელია.

- თქვენ და ანრი განუყრელი მეგობრები იყავით, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ურთიერთობა შეწყვიტეთ, ამიტომაც ბევრი არ ელოდა, რომ ანრის კონცერტზე გამოხვიდოდით. თქვენი მეგობრობა როგორ აღდგა?

- ბოლო პერიოდში დავტკბით. ხანგრძლივი პაუზა გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, ჩვენც არ გვილაპარაკია ამ ყველაფერზე. მან თავისთვის იცის, მე - ჩემთვის, ჩვენ ჩვენი სიმართლეები გვაქვს. ჩვენმა საერთო მეგობარმა ისე მოახერხა, რომ შევრიგდით, რაც ძალიან კარგია.

- კონცერტისთვის შერიგდით?

- არა, კონცერტამდე სამი თვით ადრე დავტკბით.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი