Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა
ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა

სი­რი­ა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში კო­ა­ლი­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ახა­ლი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის ად­გი­ლი ტა­ჯიკ­მა გულ­მუ­როდ ხა­ლი­მოვ­მა და­ი­კა­ვა. ტა­ჯი­კი მებ­რძო­ლის და­ნიშ­ვნამ, რო­მე­ლიც ადრე ამე­რი­კა­სა და რუ­სეთ­ში გა­დი­ო­და წვრთნებს, ბევ­რი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლისტს, ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ვინ არის გულ­მუ­როდ ხა­ლი­მო­ვი, რა არის ცნო­ბი­ლი მისი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ?

- გულ­მუ­როდ ხა­ლი­მო­ვი 2015 წლის აპ­რი­ლამ­დე ტა­ჯი­კე­თის რეს­პუბ­ლი­კის "ОМОН"-ის უფ­რო­სი იყო. 2015 წლის აპ­რილ­ში ის უეც­რად გა­უ­ჩი­ნარ­და და და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ნის­ში გა­ავ­რცე­ლა პირ­ვე­ლი ვი­დეო მი­მარ­თვა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ ჩა­ვი­და სი­რი­ა­ში, იზი­ა­რებ­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ხა­ლი­ფა­ტის იდე­ას და ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ხა­ლი­ფა­ტის მებ­რძოლ­თა რი­გებ­ში იდგა.

ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, ტა­ჯი­კეთ­მა მისი ძებ­ნა სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის მუხ­ლით გა­მო­ა­ცხა­და, ხა­ლი­მო­ვი ასე­ვე იძებ­ნე­ბა "ინ­ტერ­პო­ლის" მიერ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გულ­მუ­როდ ხა­ლი­მოვს საკ­მა­ოდ დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, (წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ჯი­კეთ­ში ებ­რძო­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბან­დფორ­მი­რე­ბებს) ის ხა­ლი­ფატ­ში ამ დრომ­დე არ იყო ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, მის შე­სა­ხებ არ ვრცელ­დე­ბო­და რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, 2003-დან 2012 წლამ­დე მან გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი წვრთნა, რო­გორც აშშ-ში, ისე რუ­სეთ­ში, ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის. ამე­რი­კა­ში მის სწავ­ლე­ბას ტა­ჯი­კე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფი­ნან­სებ­და.

გა­მო­დის, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის რო­გორც ამე­რი­კის, ასე­ვე რუ­სე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვი­სა და ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის ყვე­ლა სტრა­ტე­გია. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, "ხა­ლი­ფატს" გა­უ­ად­ვი­ლებს ბრძო­ლას კო­ა­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­შიც რუ­სე­თიც და აშშ-ც შე­დი­ან. ვფიქ­რობ, ხა­ლი­მო­ვის და­ნიშ­ვნა სწო­რედ ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. თუმ­ცა­ღა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს და­ნიშ­ვნა ხა­ლი­ფა­ტის ერ­თგვა­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლა იყოს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­ხედ­რო პოსტზე ბა­თი­რაშ­ვი­ლის ყოფ­ნა თა­ვის დრო­ზე აღ­მოჩ­ნდა ერ­თგვა­რი სა­ტყუ­ა­რა მრა­ვა­ლი კავ­კა­სი­ე­ლი ახალ­გაზ­რდის­თვის, რო­მელ­თათ­ვი­საც ომარ ალ ში­შა­ნი ლა­მის თა­ო­ბის გმი­რა­დაც იქცა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გულ­მუ­როდ ხა­ლი­მო­ვი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს შუა­ა­ზი­ე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად და ამით შე­საძ­ლოა ხა­ლი­ფატ­მა შუა აზი­ი­დან მეტი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი მო­ი­ძი­ოს მებ­რძოლ­თა რი­გე­ბის შე­სავ­სე­ბად.

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, აშშ-მ ხა­ლი­მო­ვი იმ 35 კა­ცი­ან სა­შიშ ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­დაც ასე­ვე იყ­ვნენ "ხა­ლი­ფა­ტის" მე­თა­უ­რი აბუ ბაქრ ალ ბაღ­და­დი, ომარ ალ ში­შა­ნი - თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი და მუს­ლიმ ალ ში­შა­ნი - მუ­რად მარ­გოშ­ვი­ლი, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის­თვის ჯილ­დოდ აშშ-მ 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ა­წე­სა. (თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის­თვის 5 მი­ლი­ო­ნი და აბუ ბაქრ ალ ბაღ­და­დის ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ ამე­რი­კას 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი.)

- ტა­ჯი­კი მებ­რძო­ლის სამ­ხედ­რო პოსტზე და­ნიშ­ვნა ხომ არ ნიშ­ნავს ჩეჩ­ნე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბას "ხა­ლი­ფატ­ში"?

- ვინც სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში არის ჩა­ხე­დუ­ლი, ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ტა­ჯი­კი ხა­ლი­მო­ვის და­ნიშ­ვნა, ვი­ნა­ი­დან სი­რი­ის ფრონ­ტებ­ზე "ალ ში­შა­ნე­ბი" ანუ ჩეჩ­ნუ­რი ფრთა მათი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იყო მო­ლო­დი­ნი, რომ თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილს რო­მე­ლი­მე "ალ ში­შა­ნი" შეც­ვლი­და. ზო­გი­ერ­თი ვერ­სი­ით სა­უ­ბა­რი იყო თარ­ხა­ნის ძმა­ზე, თა­მაზ ცა­თი­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "ხა­ლი­ფა­ტი­ში" კონ­ტრდაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რის პოსტს იკა­ვებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა

ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი - გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა

სირიაში ბოლო პერიოდში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ, საზოგადოებამ ახალი ამბავი შეიტყო, "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილის ადგილი ტაჯიკმა გულმუროდ ხალიმოვმა დაიკავა. ტაჯიკი მებრძოლის დანიშვნამ, რომელიც ადრე ამერიკასა და რუსეთში გადიოდა წვრთნებს, ბევრი კითხვა გააჩინა. საკითხზე "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს დავუკავშირდით:

- ვინ არის გულმუროდ ხალიმოვი, რა არის ცნობილი მისი წარსულის შესახებ?

- გულმუროდ ხალიმოვი 2015 წლის აპრილამდე ტაჯიკეთის რესპუბლიკის "ОМОН"-ის უფროსი იყო. 2015 წლის აპრილში ის უეცრად გაუჩინარდა და დაახლოებით ივნისში გაავრცელა პირველი ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ ჩავიდა სირიაში, იზიარებდა "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატის იდეას და ორ მეგობართან ერთად ხალიფატის მებრძოლთა რიგებში იდგა.

ამ ფაქტის შემდეგ, ტაჯიკეთმა მისი ძებნა სამშობლოს ღალატის მუხლით გამოაცხადა, ხალიმოვი ასევე იძებნება "ინტერპოლის" მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ გულმუროდ ხალიმოვს საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს, (წლების განმავლობაში ტაჯიკეთში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებს) ის ხალიფატში ამ დრომდე არ იყო ცნობილი პიროვნება, მის შესახებ არ ვრცელდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციები. რაც მთავარია, 2003-დან 2012 წლამდე მან გაიარა რამდენიმე ეტაპიანი წვრთნა, როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამერიკაში მის სწავლებას ტაჯიკეთის ხელისუფლება აფინანსებდა.

გამოდის, "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრი ხდება ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ყველა სტრატეგია. ეს სავარაუდოდ, "ხალიფატს" გაუადვილებს ბრძოლას კოალიციის წინააღმდეგ, რომელშიც რუსეთიც და აშშ-ც შედიან. ვფიქრობ, ხალიმოვის დანიშვნა სწორედ ამით იყო განპირობებული. თუმცაღა, არ არის გამორიცხული, ეს დანიშვნა ხალიფატის ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყოს.

როგორც მოგეხსენებათ, სამხედრო პოსტზე ბათირაშვილის ყოფნა თავის დროზე აღმოჩნდა ერთგვარი სატყუარა მრავალი კავკასიელი ახალგაზრდისთვის, რომელთათვისაც ომარ ალ შიშანი ლამის თაობის გმირადაც იქცა. აქედან გამომდინარე, გულმუროდ ხალიმოვი შეიძლება იქცეს შუააზიელი ახალგაზრდების მისაბაძ მაგალითად და ამით შესაძლოა ხალიფატმა შუა აზიიდან მეტი ადამიანური რესურსი მოიძიოს მებრძოლთა რიგების შესავსებად.

2015 წლის სექტემბერში, აშშ-მ ხალიმოვი იმ 35 კაციან საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, სადაც ასევე იყვნენ "ხალიფატის" მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, ომარ ალ შიშანი - თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი, მისი ადგილსამყოფელისთვის ჯილდოდ აშშ-მ 3 მილიონი დოლარი დააწესა. (თარხან ბათირაშვილისთვის 5 მილიონი და აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ინფორმაციის სანაცვლოდ ამერიკას 10 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.)

- ტაჯიკი მებრძოლის სამხედრო პოსტზე დანიშვნა ხომ არ ნიშნავს ჩეჩნების პოზიციების შესუსტებას "ხალიფატში"?

- ვინც სირიაში მიმდინარე პროცესებში არის ჩახედული, ყველას გაუკვირდა ტაჯიკი ხალიმოვის დანიშვნა, ვინაიდან სირიის ფრონტებზე "ალ შიშანები" ანუ ჩეჩნური ფრთა მათი საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, პრივილეგირებულ ძალას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ თარხან ბათირაშვილს რომელიმე "ალ შიშანი" შეცვლიდა. ზოგიერთი ვერსიით საუბარი იყო თარხანის ძმაზე, თამაზ ცათიაშვილზე, რომელიც ამჟამად "ხალიფატიში" კონტრდაზვერვის მეთაურის პოსტს იკავებს.

გაგრძელება

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა