პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge
ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ალ­ბათ გა­მოვ­ლინ­დე­ბა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ი­წყებს ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის გზის მშე­ნებ­ლო­ბას და ეს იქ­ნე­ბა ახ­მე­ტის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლის მი­ცე­მის შან­სი"; "თბი­ლი­სი­დან თუ­შე­თამ­დე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გზა აშენ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ყვე­ლა ტუ­რის­ტმა უსაფრ­თხოდ და რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში მო­ა­ხერ­ხოს თუ­შეთ­ში ამოს­ვლა", - პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ ჯერ არც ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და არც სნო-ჯუთა-როშ­კა-შა­ტი­ლი-ომა­ლო-ფშა­ვე­ლის გზის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს.

4 სექ­ტემ­ბერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ახ­მე­ტა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი წა­რად­გი­ნა. ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გელა სამ­ხა­რა­ულ­მა აღ­ნიშ­ნა: "უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ალ­ბათ გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ი­წყებს გზის მშე­ნებ­ლო­ბას ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს იქ­ნე­ბა ახ­მე­ტის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად ახა­ლი სი­ცო­ცხლის მი­ცე­მის შან­სი, ვი­ნა­ი­დან დღეს ახ­მე­ტა ჩი­ხია. ამ ყვე­ლა­ფერს მოყ­ვე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა".

ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ პრო­ექ­ტი თი­ა­ნე­თი-ახ­მე­ტის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 28 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­მობს და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე იწყე­ბა.

"გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მსოფ­ლიო ბან­კი და­ა­ფი­ნან­სებს. 28 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის პრო­ექ­ტი­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბა პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, მსოფ­ლიო ბანკთან სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძემ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი მსოფ­ლიო ბან­კის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნეს, რომ ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბაც კი არ არის მიღ­წე­უ­ლი და ამ ეტაპ­ზე ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge

ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge

"უახლოეს დღეებში ალბათ გამოვლინდება კომპანია, რომელიც დაიწყებს ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობას და ეს იქნება ახმეტისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი"; "თბილისიდან თუშეთამდე ევროპული სტანდარტების გზა აშენდება იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა", - პრემიერ- მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ამ განცხადებების მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ჯერ არც ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციის და არც სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობის პროექტები არ არსებობს.

4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას გელა სამხარაულმა აღნიშნა: "უახლოეს დღეებში ალბათ გამოვლენილი იქნება კომპანია, რომელიც დაიწყებს გზის მშენებლობას ახმეტა-თიანეთის მიმართულებით და ეს იქნება ახმეტისთვის ფაქტობრივად ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი, ვინაიდან დღეს ახმეტა ჩიხია. ამ ყველაფერს მოყვება ტურიზმის განვითარება".

ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. სამინისტროში გვითხრეს, რომ პროექტი თიანეთი-ახმეტის საავტომობილო გზის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისმობს და მისი განხორციელება უკვე იწყება.

"გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. 28 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. ამ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან სატენდერო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო შეთანხმებაც კი არ არის მიღწეული და ამ ეტაპზე ტენდერის გამოცხადებაზე საუბარი ნაადრევია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა