პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია
ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის ხმის ქარ­თულ ბი­უ­როს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ევ­რო­პა­ში აშშ-ის არ­მი­ის სარ­და­ლი, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ბენ ჰო­ჯე­სი აცხა­დებს.

გა­მო­ცე­მა ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­გან და­ინ­ტე­რეს­და, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო მზად, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო სფე­რო­ში, რომ ევ­რო­პულ ოჯახ­ში მალე გა­წევ­რი­ან­დეს.

გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ის შუა აზი­ის­თვის ევ­რო­პა­ში გა­სას­ვლე­ლი ჭიშ­კა­რია და რომ უკვე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

"პირ­ველ ყოვ­ლი­სა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. მე აქ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯარს წარ­მო­ვად­გენ. ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რაც შეგ­ვიძ­ლია, რათა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და ასე­ვე ჩვენს მხარ­და­ჭე­რა­საც გა­მოვ­ხა­ტავთ.

ჩვენ ერ­თობ­ლივ წვრთნებს ვა­ტა­რებთ და თავ­დაც­ვის გეგ­მებს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ. რა თქმა უნდა, უკვე წლე­ბია, რაც ავ­ღა­ნეთ­ში ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ ვდგა­ვართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სი­ნამ­დვი­ლე­ში უკვე ევ­რო­პა­ში შე­ვი­და. ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ეს შუა აზი­ის­თვის ევ­რო­პა­ში გა­სას­ვლე­ლი ჭიშ­კა­რია. ის წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და უკვე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ბე­ჯი­თად მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მაქ­სი­მა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა ჰქონ­დეს. ვფიქ­რობ, რომ თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი უკვე გყავთ სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად მზად არი­ან. თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცია ის თე­მაა, რო­მელ­ზეც ჩვენს ქარ­თველ სამ­ხედ­რო ძმებ­თან მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. რო­გორ სურს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის დაც­ვა, რა არის ამის სა­უ­კე­თე­სო გზა და არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თავ­დაც­ვის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს," - აცხა­დებს ბენ ჰო­ჯე­სი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ ასეა?....
0

თუ ასეა, რა ხდება, რატომ არ გვღებულობთ და რატომ მოდის მუდმივად ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებები, თითქოსდა ჩვენ არ გვინდა მიღება?.....

თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით; მიხეილ სააკიანი, ანუ ნაც-სექტის ბელადი არის ორმაგი აგენტი, რეალურად რუსეთის აგენტია მაგრამ თამაშობს, თითქოსდა ევროპა-ამერიკის კაცია, თუ ჩემი არ გჯერავთ გადახედეთ მის ბიოგრაფიას, მის თანამზრახველებს, უმეტესობას, ყველას რუსეთთან აქვს საქმე ფარულად თუ ღიად... ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ!

ეს ხალხი დღესაც მიმოფანტულნი, ჩანერგილნი არიან ევროპის სხვადასხვა სექტორებში, ასევე ამერიკაშიც და იქიდან ეწევიან შეფარულ პროვოცირებებს, აგიტაციებს, თანამდებობის პირების მოსყიდვებს და ასე გიჩენენ თქვენ ეჭვებს თითქოსდა საქართველოს ან მის მთავრობას არ სურს ევროპა-ამერიკა...

თუ ხართ მართლა საქართველოს თემით დაინტერესებულები გადაამოწმეთ ყველა სექტორში ის ქართველები ვინსც თქვენს გარშემო ტრიალებენ...

ამიტომ
0

ბატონო ბენ მადლობა თქვენი თბილი სიტყვებისთვის.

ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.

გამოცემა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნისგან დაინტერესდა, არის თუ არა საქართველო მზად, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომ ევროპულ ოჯახში მალე გაწევრიანდეს.

გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია და რომ უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

"პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატებია საქართველოს საუკეთესო მეგობარი. მე აქ შეერთებული შტატების ჯარს წარმოვადგენ. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს და ასევე ჩვენს მხარდაჭერასაც გამოვხატავთ.

ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და თავდაცვის გეგმებს ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა, უკვე წლებია, რაც ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპაში შევიდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს," - აცხადებს ბენ ჰოჯესი ინტერვიუში.