10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მაქსთან წყვილში ვიდექი, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა" - რატომ ვერ პოულობს სალომე ჭაჭუა შესაფერის პარტნიორს
"როცა მაქსთან წყვილში ვიდექი, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა" - რატომ ვერ პოულობს სალომე ჭაჭუა შესაფერის პარტნიორს

სპორ­ტულ-სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას დიდი შრო­მის ფა­სად უჯ­დე­ბა. თით­ქმის მთელ დღეს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში ატა­რებს, რა­ცი­ონ­საც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­ცეკ­ვა­ვემ ყო­ფილ პარტნი­ორ­ზე, მაქს რი­ჟი­კოვ­ზე და იმა­ზეც ისა­უბ­რა, თუ ვის ეძებს ახალ მე­წყვი­ლედ:

"მე­წყვი­ლის მო­ნახ­ვა ასე­თი მარ­ტი­ვი არ არის. რა­ღაც ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. მთა­ვა­რია, კარ­გი და ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე იყოს, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ექ­ნე­ბა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. გუ­ლით მინ­და, 25 ან 50 სა­უ­კე­თე­სო წყვილს შო­რის ცეკ­ვავ­დეს."

- ასე­თი ძლი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა?

- ერთი ძა­ლი­ან კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე ვნა­ხე, მსოფ­ლი­ოს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო 12 წყვილს შო­რის არის შე­სუ­ლი. იტა­ლი­ა­ში ჩა­ვე­დი და სინ­ჯე­ბი მქონ­და, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტა, შო­უ­ებ­ში ეცეკ­ვა, რად­გან იქ მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე იყოს, მაგ­რამ ჩვენ ვერ შე­ვე­წყოთ, ერ­თმა­ნეთს ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უნდა შე­ვე­სა­ბა­მე­ბო­დეთ, სი­მაღ­ლე­ში შე­ვე­ფე­რე­ბო­დეთ. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, აქ რამ­დე­ნად შეძ­ლებს ცხოვ­რე­ბას ან მე იქ წას­ვლას რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებ.

- მაქსთან წყვილ­ში ცეკ­ვამ რა შეგ­ძი­ნათ?

- ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი ვცეკ­ვავ­დით ერ­თად: თვე­ში ორ­ჯერ დავ­დი­ო­დით ტურ­ნი­რებ­ზე, პი­რა­დი მწვრთნე­ლი გვყავ­და. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ისე გა­მიც­ნო სა­ზღვარ­გა­რეთ ცეკ­ვის სფე­რომ. მაქსთან ერ­თად ჩემს ცეკ­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. კარგ რე­ი­ტინგზე ვი­ყა­ვით ასუ­ლი. ახლა თა­მა­მად ვამ­ბობ, რომ ვე­ძებ კარგ მე­წყვი­ლეს ტო­პი­დან, რად­გან მე უკვე კარ­გი სა­ხე­ლი და­ვიმ­კვიდ­რე.

- რო­დე­საც მე­წყვი­ლეს თა­ვად იწ­ვევთ, ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვის სა­კი­თხი რო­გორ გვარ­დე­ბა?

- რო­დე­საც მე და მაქ­სი წყვილ­ში ვი­დე­ქით, მთე­ლი ხარ­ჯის გა­ღე­ბა მე მი­წევ­და, რაც ჩემ­თვის რთუ­ლი იყო. ბო­ლოს უკვე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან ამ­დენს ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი. მა­ინც არა­ფერს ვნა­ნობ, რად­გან ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი, ხარ­ჯე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მე აღარ გა­ვი­ღო, მე ჩემი გა­და­ვი­ხა­დო და მან - თა­ვი­სი. ნაკ­ლე­ბად მაქვს იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე და­მა­ფი­ნან­სებს, მაგ­რამ ჩემი მე­წყვი­ლე თუ ტო­პი­დან იქ­ნე­ბა, უცხო­ე­თი­დან კარ­გი და­ფი­ნან­სე­ბა გვექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი ხე­ლის­შემ­შლე­ლი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ მო­უნ­დეს, მე კი აქე­დან ვერ წა­ვალ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი აქ მაქვს აწყო­ბი­ლი.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"როცა მაქსთან წყვილში ვიდექი, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა" - რატომ ვერ პოულობს სალომე ჭაჭუა შესაფერის პარტნიორს

"როცა მაქსთან წყვილში ვიდექი, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა" - რატომ ვერ პოულობს სალომე ჭაჭუა შესაფერის პარტნიორს

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში წარმატებული კარიერა და კარგი გარეგნობა მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დიდი შრომის ფასად უჯდება. თითქმის მთელ დღეს სავარჯიშო დარბაზში ატარებს, რაციონსაც მკაცრად აკონტროლებს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მოცეკვავემ ყოფილ პარტნიორზე, მაქს რიჟიკოვზე და იმაზეც ისაუბრა, თუ ვის ეძებს ახალ მეწყვილედ:

"მეწყვილის მონახვა ასეთი მარტივი არ არის. რაღაც ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. მთავარია, კარგი და ცნობილი მოცეკვავე იყოს, რომელსაც სახელი ექნება დამკვიდრებული. გულით მინდა, 25 ან 50 საუკეთესო წყვილს შორის ცეკვავდეს."

- ასეთი ძლიერი მოცეკვავე საქართველოში ჩამოვა?

- ერთი ძალიან კარგი მოცეკვავე ვნახე, მსოფლიოს ნახევარფინალისტი, რომელიც საუკეთესო 12 წყვილს შორის არის შესული. იტალიაში ჩავედი და სინჯები მქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, შოუებში ეცეკვა, რადგან იქ მეტი ანაზღაურებაა. შეიძლება ძალიან კარგი მოცეკვავე იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ შევეწყოთ, ერთმანეთს ვიზუალურადაც უნდა შევესაბამებოდეთ, სიმაღლეში შევეფერებოდეთ. ისიც გასათვალისწინებელია, აქ რამდენად შეძლებს ცხოვრებას ან მე იქ წასვლას როგორ მოვახერხებ.

- მაქსთან წყვილში ცეკვამ რა შეგძინათ?

- ჩვენ დაახლოებით 2 წელი ვცეკვავდით ერთად: თვეში ორჯერ დავდიოდით ტურნირებზე, პირადი მწვრთნელი გვყავდა. როგორც საქართველოში მიცნობს საზოგადოება, ისე გამიცნო საზღვარგარეთ ცეკვის სფერომ. მაქსთან ერთად ჩემს ცეკვას საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა. კარგ რეიტინგზე ვიყავით ასული. ახლა თამამად ვამბობ, რომ ვეძებ კარგ მეწყვილეს ტოპიდან, რადგან მე უკვე კარგი სახელი დავიმკვიდრე.

- როდესაც მეწყვილეს თავად იწვევთ, ხარჯების დაფარვის საკითხი როგორ გვარდება?

- როდესაც მე და მაქსი წყვილში ვიდექით, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა, რაც ჩემთვის რთული იყო. ბოლოს უკვე ძალიან გამიჭირდა, რადგან ამდენს ვეღარ ვახერხებდი. მაინც არაფერს ვნანობ, რადგან ის პერიოდი ძალიან დამეხმარა. ახლა მაქსიმალურად ვეცდები, ხარჯები თავიდან ბოლომდე მე აღარ გავიღო, მე ჩემი გადავიხადო და მან - თავისი. ნაკლებად მაქვს იმედი, რომ საქართველოში ვინმე დამაფინანსებს, მაგრამ ჩემი მეწყვილე თუ ტოპიდან იქნება, უცხოეთიდან კარგი დაფინანსება გვექნება. ყველაზე დიდი ხელისშემშლელი შეიძლება ის იყოს, რომ საქართველოში ცხოვრება არ მოუნდეს, მე კი აქედან ვერ წავალ, რადგან ყველაფერი აქ მაქვს აწყობილი.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება