მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა
დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ე.წ "ფას­ტფუ­დის" მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ცო­მე­უ­ლი და არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტით კვე­ბა, რა თქმა უნდა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ცუ­დია, მაგ­რამ ბევ­რს არ აქვს დრო იმის­თვის, რომ ლანჩზე გა­ვი­დეს, გემ­რი­ე­ლი და ჯან­სა­ღი კერ­ძე­ბით და­ნაყ­რდეს. სახ­ლი­დან მზა პრო­დუქ­ტის წა­ღე­ბაც გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, გა­ცი­ვე­ბუ­ლი კერ­ძი ძა­ლი­ან მო­ში­ვე­ბულ­საც კი ვე­ღარ მი­გი­ზი­დავთ...

სამ­სა­ხურ­ში კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს თა­ვი­სი პრობ­ლე­მა გა­ახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ შექ­მნილ­მა სტარ­ტაპ­მა sadili.ge-მ უკვე იზ­რუ­ნა.

ეს არის სა­დი­ლის ონ­ლა­ინ შეკ­ვე­თის სა­ი­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს გემ­რი­ელ და ხა­რის­ხი­ან საკ­ვებს ად­გილ­ზე მი­ტა­ნით სთა­ვა­ზობს. ამას­თან, შეკ­ვე­თა ძა­ლი­ან სწრა­ფად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სრულ­დე­ბა. მი­სა­ღე­ბია კერ­ძე­ბის ფა­სე­ბიც.

მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გუნ­დმა Sadili.ge 9 თვის წინ და­ა­არ­სა. თავ­და­პირ­ვე­ლად ბი­ჭებ­მა სა­ი­ტის საც­დე­ლი ვერ­სი­ით ნი­ა­და­გი მო­სინ­ჯეს. მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დნენ, რომ ბა­ზარს მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბის ათ­ვი­სე­ბა შე­ეძ­ლო, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზეც და­ი­წყეს ფიქ­რი.

28 წლის შალ­ვა ბუ­კია Sadili.ge-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას იხ­სე­ნებს, რომ სა­ი­ტის შექ­მნის იდეა სხვა სტარ­ტაპ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გაჩ­ნდა.

"საკ­ვებ­ზე ფიქ­რი პრობ­ლე­მაა ნე­ბის­მი­ე­რი და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის. სა­ნამ ამ პრო­ექ­ტზე და­ვი­წყებ­დით მუ­შა­ო­ბას, ჩა­ვა­ტა­რეთ ბაზ­რის კვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა, მი­სა­ღებ ფას­ში და თა­ნაც ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბით ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მო­თხოვ­ნის არ­სე­ბო­ბა­ში დავ­რწმუნ­დით და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ვი­წყეთ,"-ამ­ბობს შალ­ვა ბუ­კია.

მცდე­ლო­ბამ გა­ა­მარ­თლა. პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვის შემ­დეგ ბი­ჭებ­მა ახა­ლი, დიდი ფარ­თი იქი­რა­ვეს, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მო­ა­წყვეს, აიყ­ვა­ნეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი და მომ­სა­ხუ­რე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი თორ­მე­ტამ­დე გა­ზარ­დეს.

კერ­ძე­ბი ყო­ველ დღე ახა­ლი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის­გან მზად­დე­ბა. პრო­დუქ­ტის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა 12-15 წუ­თია.

"ტრა­დი­ცი­უ­ლი საკ­ვე­ბის შეკ­ვე­თის სერ­ვი­სე­ბის­გან ჩვე­ნი ბიზ­ნეს­მო­დე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა, მომ­ხმა­რე­ბელ­თან მიგ­ვაქვს მხო­ლოდ ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შექ­მნი­ლი კერ­ძე­ბი და არა სხვა რეს­ტორ­ნე­ბის­გან მო­წო­დე­ბუ­ლი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ პრო­დუქ­ცი­ას ვყი­დუ­ლობთ და შე­სა­ბა­მი­სად მა­ღალ ხა­რისხს ვაწ­ვდით კლი­ენ­ტებს," - აღ­ნიშ­ნავს შალ­ვა ბუ­კია.

Sadili.ge-ს მე­ნიუ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბა­დია. კერ­ძე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ოჯა­ხუ­რი სამ­ზა­რე­ლო­დან არის შერ­ჩე­უ­ლი. მომ­ხმა­რე­ბელს ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი სა­ლა­თე­ბის შეკ­ვე­თაც შე­უძ­ლია.

"ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის­გან. იმის­თვის, რომ სა­დილ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, შე­ვი­ძი­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღუ­მე­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ტემ­პე­რა­ტუ­რას 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 60 გრა­დუსს არ სცდე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს შალ­ვა ბუ­კია.

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, რომ სა­წყი­სი ეტა­პი ყო­ველ­თვის გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი მო­დის ნდო­ბა და იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა. შალ­ვა ბუ­კია აღ­ნიშ­ნავს, რომ დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს მეტი ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ. მცი­რე ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის კი გან­სა­კუთ­რე­ბით "თი­ბი­სი ბან­კის" "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბას" გა­მო­ყოფს.

"ეს წა­მო­წყე­ბა, ვფიქ­რობ, მთელს ინ­დუსტრი­ას ავი­თა­რებს. ადა­მი­ა­ნე­ბი იგე­ბენ ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა­ზე, უჩ­ნდე­ბათ მო­ტი­ვა­ცია პრო­ექ­ტში ჩარ­თვის და გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის. ხე­და­ვენ რო­გორ იზ­რდე­ბი­ან მათ ირ­გვლივ დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, აკ­ვირ­დე­ბი­ან, რა მიზ­ნებს მი­აღ­წი­ეს და რო­გორ გან­ვი­თარ­დნენ. #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია - წარ­მა­ტე­ბა მარ­თლაც გა­დამ­დე­ბია და ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც ახალ­გაზ­რდებ­ში მეტ სტი­მულს ბა­დებს," - ამ­ბობს შალ­ვა ბუ­კია.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ მალე sadili.ge მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამ­ბობს, რომ მათ­თვის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ხა­რის­ხი­სა და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა

დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა

საქართველოში დასაქმებულების ძალიან დიდი ნაწილი ყოველდღიურად ე.წ "ფასტფუდის" მომხმარებელია. ცომეული და არაჯანსაღი პროდუქტით კვება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ ბევრს არ აქვს დრო იმისთვის, რომ ლანჩზე გავიდეს, გემრიელი და ჯანსაღი კერძებით დანაყრდეს. სახლიდან მზა პროდუქტის წაღებაც გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, ამავდროულად, გაცივებული კერძი ძალიან მოშივებულსაც კი ვეღარ მიგიზიდავთ...

სამსახურში კვებასთან დაკავშირებით თითოეულ ადამიანს თავისი პრობლემა გაახსენდება, თუმცა ამ საკითხების მოგვარებაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილმა სტარტაპმა sadili.ge-მ უკვე იზრუნა.

ეს არის სადილის ონლაინ შეკვეთის საიტი, რომელიც მომხმარებელს გემრიელ და ხარისხიან საკვებს ადგილზე მიტანით სთავაზობს. ამასთან, შეკვეთა ძალიან სწრაფად, რამდენიმე წუთში სრულდება. მისაღებია კერძების ფასებიც.

მოტივირებული ახალგაზრდების გუნდმა Sadili.ge 9 თვის წინ დააარსა. თავდაპირველად ბიჭებმა საიტის საცდელი ვერსიით ნიადაგი მოსინჯეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ბაზარს მსგავსი შეთავაზების ათვისება შეეძლო, ბიზნესის გაფართოებაზეც დაიწყეს ფიქრი.

28 წლის შალვა ბუკია Sadili.ge-ს თანადამფუძნებელია. Ambebi.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ საიტის შექმნის იდეა სხვა სტარტაპზე მუშაობისას გაჩნდა.

"საკვებზე ფიქრი პრობლემაა ნებისმიერი დასაქმებულისთვის. სანამ ამ პროექტზე დავიწყებდით მუშაობას, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კვება, მისაღებ ფასში და თანაც ადგილზე გამოძახებით ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მოთხოვნის არსებობაში დავრწმუნდით და პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ,"-ამბობს შალვა ბუკია.

მცდელობამ გაამართლა. პირველი წარმატებული თვის შემდეგ ბიჭებმა ახალი, დიდი ფართი იქირავეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო მოაწყვეს, აიყვანეს პროფესიონალი მზარეულები და მომსახურე ავტომობილების რიცხვი თორმეტამდე გაზარდეს.

კერძები ყოველ დღე ახალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება. პროდუქტის ადგილზე მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წუთია.

"ტრადიციული საკვების შეკვეთის სერვისებისგან ჩვენი ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება, მომხმარებელთან მიგვაქვს მხოლოდ ჩვენს სამზარეულოში შექმნილი კერძები და არა სხვა რესტორნებისგან მოწოდებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყოველდღიურად ახალ პროდუქციას ვყიდულობთ და შესაბამისად მაღალ ხარისხს ვაწვდით კლიენტებს," - აღნიშნავს შალვა ბუკია.

Sadili.ge-ს მენიუ ყოველდღიურად განახლებადია. კერძები სხვადასხვა ქვეყნის ოჯახური სამზარელოდან არის შერჩეული. მომხმარებელს ვეგეტარიანული სალათების შეკვეთაც შეუძლია.

"ჩვენს სამზარეულოში კატეგორიულად გამორიცხულია კერძების მომზადება გაყინული პროდუქტისგან. იმისთვის, რომ სადილმა შეინარჩუნოს გემოვნური თვისებები, შევიძინეთ სპეციალური სერტიფიცირებული ღუმელები, რომლებშიც ტემპერატურას 5 საათის განმავლობაში 60 გრადუსს არ სცდება," - აღნიშნავს შალვა ბუკია.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობს, რომ საწყისი ეტაპი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. განვითარებასთან ერთად კი მოდის ნდობა და იზრდება მოთხოვნა. შალვა ბუკია აღნიშნავს, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. მცირე ბიზნესის წახალისებისთვის კი განსაკუთრებით "თიბისი ბანკის" "ბიზნეს დაჯილდოებას" გამოყოფს.

"ეს წამოწყება, ვფიქრობ, მთელს ინდუსტრიას ავითარებს. ადამიანები იგებენ ერთმანეთის წარმატებაზე, უჩნდებათ მოტივაცია პროექტში ჩართვის და გამარჯვების მოპოვების. ხედავენ როგორ იზრდებიან მათ ირგვლივ დამწყები ბიზნესმენები, აკვირდებიან, რა მიზნებს მიაღწიეს და როგორ განვითარდნენ. #წარმატებაგადამდებია - წარმატება მართლაც გადამდებია და ბიზნესდაჯილდოების მთავარი გზავნილიც ახალგაზრდებში მეტ სტიმულს ბადებს," - ამბობს შალვა ბუკია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ახალგაზრდა ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მალე sadili.ge მთელი თბილისის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ამბობს, რომ მათთვის გაფართოებასთან ერთად მთავარი გამოწვევა ხარისხისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი