მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც ამ მიწის ყიდვას აპირებს და ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს"
"ვიღაც ამ მიწის ყიდვას აპირებს და ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს"

გერ­მა­ნელ ტყვე­ებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩვენს სტა­ტი­ებს ბევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ერის გე­ნე­ტი­კურ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე - პა­ტი­ვი მი­ა­გოს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, თუნ­დაც მტრი­სას,­ დრო-ჟამი ვერ მოქ­მე­დებს. რუსთ­ავის გზა­საც ამის გამო და­ვა­დე­ქი­ - აქ, ჭყონ­დი­დე­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, გერმ­ანელ ტყვე­თა ყო­ფილ სა­საფ­ლა­ო­ზე,­ გე­ო­ლო­გებ­მა 80 სმ სიღ­რმე­ზე ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი იპო­ვეს. რუს­თა­ვის წმინ­და­ ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა სერ­გი კას­რა­ძემ ჩონ­ჩხი თა­ვის ადგ­ილ­ზე­ვე და­აკ­რძალ­ვი­ნა - მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შე­წუ­ხე­ბა სა­გან­გე­ბო სა­ეკ­ლე­სიო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე დიდი ცოდ­ვა­აო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ აქ, ნა­ხევ­რად უდაბ­ნო­ში, ქა­ლაქ­სა და 700 ჰა-ზე გა­და­ჭი­მულ მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნას ასე­უ­ლო­ბით გერ­მა­ნე­ლი ტყვე 11 წელი აშე­ნებ­და.

უჭი­რი­სუფ­ლო მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­საფ­ლაო რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ­ზე იყო, ახლა 3 ჰექ­ტა­რი­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი - საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს­თავ­ში მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხა და ტყვე­თა ძვლებ­ზე მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი აა­შე­ნა.

- 1985 წელს აქ სა­წარ­მო­ში ვმუ­შა­ობ­დი. ახ­ლოს ახა­ლი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა და­ი­წყეს, - მი­თხრა ზე­ინ­კალ­მა, - მუ­შე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, - ექ­სკა­ვა­ტორს მი­წი­დან ძვლე­ბი ამო­აქ­ვსო. ამ ამ­ბავ­მა ისე შემ­ზა­რა, იქით არ ვი­ხე­დე­ბო­დი. ერთ დღეს ჩვენ­მა მუ­შამ­ თა­ვის ქალა დაზ­გა­ზე და­მი­დო, - ნახე, რა ვი­პო­ვეო!..

ახ­ლაც მე­ცო­დე­ბა ის უპატ­რო­ნო მკვდრე­ბი, რო­მელ­თა გულ­ზე ქარ­ხნე­ბი აშენ­და; ეგე­ნიც ჩვენ­ნა­ი­რი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვი­ღა­ცამ თოფი მის­ცა ხელ­ში და ომში გა­აგ­დო.

უცხო მი­წა­ში ჩაწ­ვნენ და იქაც სა­მა­რე მო­უ­შა­ლეს...

ბა­ტონ ნო­დარს როცა ვუ­თხა­რი, - ერთი ტყვის ჩონ­ჩხი ახ­ლაც გა­მოჩ­ნდა გა­თხრე­ბი­სას-მეთ­ქი, თავი გა­და­აქ­ნია: - ძვლებ­ზე შე­ნე­ბამ კარ­გი არა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნა, ჩვე­ნი­ ადათ-წესი რა­საც მო­ი­თხოვს, ის უნდა გა­ვა­კე­თოთ - თუკი ჩვენს ქა­ლაქ­ში გერ­მა­ნე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­დან დარ­ჩა რა­ი­მე მო­ნაკ­ვე­თი, უნდა აღ­დგეს, ამით იქ­ნებ გა­მო­ვის­ყი­დოთ ჩვე­ნი საბ­ჭო­თა წი­ნაპ­რე­ბის ცოდ­ვაო...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ვიღაც ამ მიწის ყიდვას აპირებს და ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს"

"ვიღაც ამ მიწის ყიდვას აპირებს და ალბათ, არ იცის, რომ საფლავებს ყიდულობს"

გერმანელ ტყვეებზე გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიებს ბევრი გამოეხმაურა, რაც ადასტურებს, რომ ერის გენეტიკურ ცნობიერებაზე - პატივი მიაგოს მიცვალებულებს, თუნდაც მტრისას,­ დრო-ჟამი ვერ მოქმედებს. რუსთ­ავის გზასაც ამის გამო დავადექი­ - აქ, ჭყონდიდელის დასახლებაში, გერმ­ანელ ტყვეთა ყოფილ სასაფლაოზე,­ გეოლოგებმა 80 სმ სიღრმეზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. რუსთავის წმინდა­ ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა სერგი კასრაძემ ჩონჩხი თავის ადგ­ილზევე დააკრძალვინა - მიცვალებულის შეწუხება საგანგებო საეკლესიო ნებართვის გარეშე დიდი ცოდვააო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ, ნახევრად უდაბნოში, ქალაქსა და 700 ჰა-ზე გადაჭიმულ მეტალურგიულ ქარხანას ასეულობით გერმანელი ტყვე 11 წელი აშენებდა.

უჭირისუფლო მიცვალებულების სასაფლაო რამდენიმე ჰექტარზე იყო, ახლა 3 ჰექტარიღაა დარჩენილი - საბჭოთა ხელისუფლებამ რუსთავში მეტალურგიული მრეწველობის განვითარება განიზრახა და ტყვეთა ძვლებზე მცირე საწარმოები ააშენა.

- 1985 წელს აქ საწარმოში ვმუშაობდი. ახლოს ახალი ქარხნის აშენება დაიწყეს, - მითხრა ზეინკალმა, - მუშები ჰყვებოდნენ, - ექსკავატორს მიწიდან ძვლები ამოაქვსო. ამ ამბავმა ისე შემზარა, იქით არ ვიხედებოდი. ერთ დღეს ჩვენმა მუშამ­ თავის ქალა დაზგაზე დამიდო, - ნახე, რა ვიპოვეო!..

ახლაც მეცოდება ის უპატრონო მკვდრები, რომელთა გულზე ქარხნები აშენდა; ეგენიც ჩვენნაირი უბრალო ადამიანები იყვნენ, ვიღაცამ თოფი მისცა ხელში და ომში გააგდო.

უცხო მიწაში ჩაწვნენ და იქაც სამარე მოუშალეს...

ბატონ ნოდარს როცა ვუთხარი, - ერთი ტყვის ჩონჩხი ახლაც გამოჩნდა გათხრებისას-მეთქი, თავი გადააქნია: - ძვლებზე შენებამ კარგი არაფერი მოგვიტანა, ჩვენი­ ადათ-წესი რასაც მოითხოვს, ის უნდა გავაკეთოთ - თუკი ჩვენს ქალაქში გერმანელების სასაფლაოდან დარჩა რაიმე მონაკვეთი, უნდა აღდგეს, ამით იქნებ გამოვისყიდოთ ჩვენი საბჭოთა წინაპრების ცოდვაო...

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი