სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: "ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა და გაიქცა..."
მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: "ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა და გაიქცა..."

ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა გუ­რა­ბა­ნი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შემ­ზა­რა­ვი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ სად­გუ­რის მო­ედ­ნის მეტ­რო­სად­გურ­ში მოხ­და. გუ­რა­ბა­ნი­ძე ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია და რო­გორც ის წერს, უც­ნო­ბი პი­რე­ბი მეტ­რო­ში მდგარ მუ­სი­კოსს თავს და­ესხნენ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით:

"არ ვიცი სა­ი­დან და­ვი­წყო... დღეს სა­ღა­მოს 9:15 წუთ­ზე მეტ­რო­თი სა­ბურ­თა­ლოს ხა­ზი­დან გად­მოვ­დი­ო­დი. სა­ბურ­თა­ლო და ცენ­ტრა­ლუ­რი ხა­ზის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გვი­რაბ­ში ვი­ყა­ვი, როცა ყვი­რი­ლის ხმა გა­ვი­გე. ორმა მო­ზარ­დმა კი­ბე­ე­ბი ხმა­უ­რით ამო­ირ­ბი­ნა და გვი­რა­ბის მე­ო­რე მხა­რეს გა­იქ­ცა. მა­შინ­ვე ავუჩ­ქა­რე ნა­ბიჯს, მივ­ხვდი, ცენ­ტრა­ლურ ხაზ­ზე რა­ღაც ცუდი ხდე­ბო­და. კი­ბე­ებ­ზე ჩას­ვლის დროს ერთ ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი და­ვი­ნა­ხე.

ძირს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იწვა, სა­ხე­ლად ზაზა (პატ­რუ­ლი ასე მი­მარ­თავ­და). მოკ­ლედ, ზა­ზას ორმა ბიჭ­მა კე­დელ­ზე თავი ხე­ლის­კვრით მი­არ­ტყმე­ვი­ნა და გა­იქ­ცა (ეს სწო­რედ ის ბი­ჭე­ბი არი­ან ვინც მე გაქ­ცე­ვის მო­მენ­ტში და­ვი­ნა­ხე). ბიჭი გა­თი­შუ­ლი იყო და გონს ვერ მო­ყავ­დათ. სას­წრა­ფო მალე მო­ვი­და და პატ­რულ­თან ერ­თად ზა­ზას გონ­ზე მოყ­ვა­ნას შე­ე­ცა­და. რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­ცო­ცხლე­ბას, სას­წრა­ფომ სამი ნემ­სი (ვე­ნა­სა და მა­ჯა­ზე) გა­უ­კე­თა.

არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს ერთი გოგო, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი მე­გო­ნა იმი­ტომ, რომ მისი ხელი ეჭი­რა, თურ­მე თვითმხილ­ვე­ლი ყო­ფი­ლა. რო­გორც ამ გო­გომ მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ბი­ჭე­ბი ზა­ზას ფულს სთხოვ­დნენ.

პატ­რულ­მა რო­გორც თქვა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობს და ვაგ­ზლის გა­და­სას­ვლელ­ში გი­ტა­რა­ზე უკ­რავს.

მოვ­დი­ო­დი გზა­ში და ვფიქ­რობ­დი იმ ორ ლა­წი­რაკ­ზე, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის "მარ­ტი­ვი" გზა აირ­ჩია და ეს ბიჭი ასე გა­ი­მე­ტა.

P.S ზა­ზას ამ ფო­ტო­ში თავ­ქვეშ ის "სიმ­დიდ­რე" უდევს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყო­ველ­დღი­ურ სა­არ­სე­ბოს შო­უ­ლობს" - წერს გუ­რა­ბა­ნი­ძე პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

პოლიციის უყურადღებობაა გამეფებული, აღარ არსებობს ხალხისთვის საყვარელი პოლიცია, რომლის დანახვაც გვიხაროდა. გახშირდა ქურდობა ძალიან, სიმკაცრეა საჭირო, ხელისუფლება ჩუმათაა

ტარიელი
1

საქართველოში ადამიანები დაუცველები ვართ პოლიცია ბიძინას იცავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: "ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა და გაიქცა..."

მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: "ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა და გაიქცა..."

ჟურნალისტი ლიკა გურაბანიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემზარავი ინციდენტის შესახებ ყვება, რომელიც გუშინ სადგურის მოედნის მეტროსადგურში მოხდა. გურაბანიძე ფაქტის თვითმხილველია და როგორც ის წერს, უცნობი პირები მეტროში მდგარ მუსიკოსს თავს დაესხნენ ფულის გამოძალვის მიზნით:

"არ ვიცი საიდან დავიწყო... დღეს საღამოს 9:15 წუთზე მეტროთი საბურთალოს ხაზიდან გადმოვდიოდი. საბურთალო და ცენტრალური ხაზის დამაკავშირებელ გვირაბში ვიყავი, როცა ყვირილის ხმა გავიგე. ორმა მოზარდმა კიბეები ხმაურით ამოირბინა და გვირაბის მეორე მხარეს გაიქცა. მაშინვე ავუჩქარე ნაბიჯს, მივხვდი, ცენტრალურ ხაზზე რაღაც ცუდი ხდებოდა. კიბეებზე ჩასვლის დროს ერთ ადგილზე შეკრებილი ხალხი დავინახე.

ძირს ახალგაზრდა მამაკაცი იწვა, სახელად ზაზა (პატრული ასე მიმართავდა). მოკლედ, ზაზას ორმა ბიჭმა კედელზე თავი ხელისკვრით მიარტყმევინა და გაიქცა (ეს სწორედ ის ბიჭები არიან ვინც მე გაქცევის მომენტში დავინახე). ბიჭი გათიშული იყო და გონს ვერ მოყავდათ. სასწრაფო მალე მოვიდა და პატრულთან ერთად ზაზას გონზე მოყვანას შეეცადა. რაც შეეხება მის გაცოცხლებას, სასწრაფომ სამი ნემსი (ვენასა და მაჯაზე) გაუკეთა.

არ მინდა დამავიწყდეს ერთი გოგო, რომელიც თავიდან ბიჭის ახლობელი მეგონა იმიტომ, რომ მისი ხელი ეჭირა, თურმე თვითმხილველი ყოფილა. როგორც ამ გოგომ მითხრა, ყველაფერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და სავარაუდოდ, ის ბიჭები ზაზას ფულს სთხოვდნენ.

პატრულმა როგორც თქვა, ახალგაზრდა მამაკაცი თავისუფლების მოედანზე ნაქირავებში ცხოვრობს და ვაგზლის გადასასვლელში გიტარაზე უკრავს.

მოვდიოდი გზაში და ვფიქრობდი იმ ორ ლაწირაკზე, რომელმაც ცხოვრების "მარტივი" გზა აირჩია და ეს ბიჭი ასე გაიმეტა.

P.S ზაზას ამ ფოტოში თავქვეშ ის "სიმდიდრე" უდევს, რისი საშუალებითაც ყოველდღიურ საარსებოს შოულობს" - წერს გურაბანიძე პირად გვერდზე.