სკოლაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების მიმართ ოჯახების უმრავლესობა ძალიან მგრძნობიარეა. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მშობლებს ბევრი კითხვა აქვთ, ხშირად ჭორი და მართალიც ერთმანეთში ერევათ, ამიტომ საინტერესოდ ჩავთვალეთ ამ კითხვებზე პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაცემული პასუხები მკითხველისთვისაც გაგვეცნო. მინისტრმა ტელეარხ "იმედის" ეთერში ისაუბრა.
- იგეგმება თუ არა უფასო წიგნების დარიგება მომავალ წლებშიც?
- უფასო წიგნების პოლიტიკა როგორიც გვაქვს, ჯერჯერობით რჩება უცვლელი. წელსაც, მომავალ წელსაც და დანარჩენ წლებშიც, თუ პარლამენტით და კანონით არ შევცვლით ამას, გაგრძელდება უფასო სახელმძღვანელოების დარიგება.
- ნებისმიერი მშობლისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბავშვმა ატაროს 20 კილოგრამიანი ჩანთა. იგეგმება რაიმე ჩანთის და წიგნების მოცულობის შეცვლის მხრივ?
- დიახ, იგეგმება. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი ე.წ გრიფირება უკვე დაწყებულია, რომელშიც ჩადებულია შეზღუდვები წონის თვალსაზრისით. თუმცა მე კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროგრამის განტვირთვა არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი დავალება და გაკვეთილი თუ ექნება ბავშვს, ჩანთა ავტომატურად ისევ დამძიმდება. მომავალი წლიდან დაბალ კლასებს კანონით ექნებათ შეზღუდული ჩანთის წონა.
- დაწყებით კლასებში ბავშვებს ძალიან ბევრ დავალებას აძლევენ, რის გამოც ბავშვებს ეზარებათ გაკვეთილების მომზადება და გამოთქვამენ პროტესტს. თუ იგეგმება რაიმე ცვლილება, რომ ბავშვმა სკოლაშივე დაძლიოს სასკოლო პროგრამა და შინ მისულს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს?
- ჩვენ ყველამ ვიცით, სპეციალისტებმაც და არასპეციალისტებმაც, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს თამაშში, მეგობრებთან ურთიერთობის დროს. მთავარი მარტო აკადემიური ცოდნა არ არის, მთავარია გაგება. განაგრძეთ კითხვა