საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა

შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფოლკ­ლო­რის ფეს­ტი­ვა­ლი შეკ­ვე­თილ­ში, დას­კვნი­თი გალა კონ­ცერ­ტით დას­რულ­და. გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბას შეკ­ვე­თილ­ში Bleack Sea Arena-მ უმას­პინ­ძლა. კონ­ცერ­ტი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით სამ სა­ათს გაგ­რძელ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­სამ­ბლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ: "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი", "რუს­თა­ვი", "ბა­სი­ა­ნი", "რიჰო", "ლა­გუ­შე­და", "ფეს­ვე­ბი", "მა­რე­თი", უხუ­ცეს­თა ან­სამ­ბლი "ბერ­მუ­ხა". ასე­ვე ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი იტა­ლი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან და თურ­ქე­თი­დან. სა­ღა­მო­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და ლონ­დო­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გოს­პე­ლის გუნ­დი, რომ­ლე­ბიც მსმე­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მით წარ­დგნენ.

ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი დო­ნა­ძის თქმით, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფოლკ­ლო­რის ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გახ­დე­ბა. "და­სა­წყი­სის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი შემ­დგომ წლებ­ში უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და მას კი­დევ უფრო მეტი ქვე­ყა­ნა ეს­ტუმ­რე­ბა. ეს სფე­რო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ფეს­ტი­ვა­ლი მშვე­ნივ­რად და­ი­წყო და მშვე­ნივ­რად დამ­თავ­რდა. ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ხე­ლოვ­ნე­ბას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს, თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მსგავ­სი ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი პირ­და­პირ მოქ­მე­დებს ან­სამ­ბლე­ბის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო დო­ნე­ზე და მათ სტი­მუ­ლი ეძ­ლე­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა მსმე­ნე­ლებს, თქვენ მო­ის­მი­ნეთ რა ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა თი­თო­ე­ულ ნო­მერს, სო­ლისტს, უხუ­ცეს მო­ცეკ­ვა­ვე­ებს. ეს იცით რამ­ხე­ლა სტი­მუ­ლია?!", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი დო­ნა­ძემ გალა კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

"მი­ხა­რია ის, რომ ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია პირ­ველ­მა ფე­ტი­ვალ­მა. 24 ან­სამ­ბლი, 400-მდე მო­ნა­წი­ლე - ეს უკვე დიდი შე­დე­გია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა შან­სი გახ­დეს პლატ­ფორ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო დიდი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის," - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფოლკ­ლო­რის ფეს­ტი­ვალს გუ­რი­ამ უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 1, 2 და 3 სექ­ტემ­ბერს ოზურ­გეთ­სა და შეკ­ვე­თილ­ში გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვა­ლი წელს პირ­ვე­ლად Chek in Georgia-ს ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და. პირ­ველ და ორ სექ­ტემ­ბერს ქარ­თულ და უცხო­ურ ან­სამ­ბლებს ოზურ­გეთ­მა უმას­პინ­ძლა. გალა-კონ­ცერ­ტი კი Bleack Sea Arena-ზე მო­ე­წყო. დიდ ქარ­თულ სცე­ნა­ზე 4 ქვე­ყა­ნი­დან, 24 ან­სამ­ბლმა და 400-მდე მო­ნა­წი­ლემ ფოლკ­ლო­რის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბი­სა და Bleack Sea Arena-ს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

"სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის იდეა იყო ოზურ­გე­თი ფოლკ­ლო­რის ქა­ლა­ქად გვექ­ცია და მას­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყეთ. სულ მალე გა­იხ­სნე­ბა 4 სარ­თუ­ლი­ა­ნი ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნის ცენ­ტრი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, თა­ვი­სუ­ფალ დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა ექ­ნე­ბა შე­ის­წავ­ლოს გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი. გარ­და ამი­სა, შევ­ქმე­ნით ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი რე­გი­ონ­ში, ამით ხელს შე­ვუ­წყობთ ფოლ­კტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი გუ­რუ­ლი ფოლკ­ლო­რი უნი­კა­ლუ­რია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი კი, იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ ჩვე­ნი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა," - გან­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ოზურ­გე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ავ­თან­დილ სურ­გუ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი შეკვეთილში, დასკვნითი გალა კონცერტით დასრულდა. გრანდიოზულ ღონისძიებას შეკვეთილში Bleack Sea Arena-მ უმასპინძლა. კონცერტი ორი ნაწილისგან შედგებოდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეთა უმრავლესობას ქართული ნაციონალური ანსამბლები წარმოადგენდნენ: ”სუხიშვილები”, ”რუსთავი”, ”ბასიანი”, ”რიჰო”, ”ლაგუშედა”, ”ფესვები”, ”მარეთი”, უხუცესთა ანსამბლი ”ბერმუხა”. ასევე ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ ფოლკლორული ანსამბლები იტალიიდან, შვეიცარიიდან და თურქეთიდან. საღამოზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი, რომლებიც მსმენელების წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგნენ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ტრადიციული გახდება. ”დასაწყისისთვის ძალიან კარგია. აღნიშნული ფესტივალი შემდგომ წლებში უფრო მრავალფეროვანი იქნება და მას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ესტუმრება. ეს სფერო ქართველებისთვის უფრო პოპულარული გახდება. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. ეს ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად დამთავრდა. ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. მსგავსი ტიპის ფესტივალები პირდაპირ მოქმედებს ანსამბლების საშემსრულებლო დონეზე და მათ სტიმული ეძლევათ. რაც შეეხება მსმენელებს, თქვენ მოისმინეთ რა ოვაციები მოჰყვა თითოეულ ნომერს, სოლისტს, უხუცეს მოცეკვავეებს. ეს იცით რამხელა სტიმულია?!”, - აღნიშნა გიორგი დონაძემ გალა კონცერტის დასრულების შემდეგ.

„მიხარია ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფეტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა შანსი გახდეს პლატფორმა საერთაშორისო დიდი ფესტივალების,“ - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურიამ უმასპინძლა. ღონისძიებები 1, 2 და 3 სექტემბერს ოზურგეთსა და შეკვეთილში გაიმართა. ფესტივალი წელს პირველად Chek in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. პირველ და ორ სექტემბერს ქართულ და უცხოურ ანსამბლებს ოზურგეთმა უმასპინძლა. გალა-კონცერტი კი Bleack Sea Arena-ზე მოეწყო. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანიდან, 24 ანსამბლმა და 400-მდე მონაწილემ ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარმოგვიდგინეს. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Bleack Sea Arena-ს მხარდაჭერით გაიმართა.

“საინიციატივო ჯგუფის იდეა იყო ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გვექცია და მასზე ზრუნვა დავიწყეთ. სულ მალე გაიხსნება 4 სართულიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა, რომელიც იქნება დასავლეთ რეგიონის ცენტრი. ნებისმიერ მსურველს, თავისუფალ დროს, შესაძლებელობა ექნება შეისწავლოს გურული სიმღერები. გარდა ამისა, შევქმენით ტურისტული მარშრუტები რეგიონში, ამით ხელს შევუწყობთ ფოლკტურიზმის განვითარებას. ჩვენი გურული ფოლკლორი უნიკალურია. საერთაშორისო ფესტივალი კი, იქნება პირველი ნაბიჯი ამ ჩვენი იდეის განხორციელებისა,“ - განმარტა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება