პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შევთავაზე" - რას იხსენებს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი
"გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შევთავაზე" - რას იხსენებს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ იმ­ჟა­მინ­დელ შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს დათა ახა­ლა­ი­ას, ვა­სილ სა­ნო­ძი­სა და "შარ­დენ ბარ­ში" მყო­ფი სხვა პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ამის შე­სა­ხებ ბა­ღა­თუ­რი­ამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის ეპი­ზო­დის გან­ხილ­ვი­სას მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბა­ღა­თუ­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, სამ­მარ­თვე­ლომ, რო­მელ­საც ის იმ პე­რი­ოდ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე დღე­ში შეკ­რე­ბი­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად დად­გინ­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ანს უთან­ხმო­ე­ბა, "შარ­დენ ბარ­ში" მყოფ შსს-ს მა­შინ­დელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან მო­უ­ვი­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბო­და, რომ გირ­გვლი­ან­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ბრძა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ "შარ­დენ ბა­რის" მა­გი­დის წევ­რი, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან მო­დი­ო­და, პი­რა­დად შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს გა­აც­ნო, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს კუ­რი­რებ­და. მოწ­მის თქმით, მან შეს­თა­ვა­ზა მი­ნისტრს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. რო­გორც მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ამ და­კი­თხვი­სას აღ­ნიშ­ნა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ახ­სე­ნა მისი ნათ­ქვა­მი და ამის შემ­დეგ მი­ნის­ტრმა თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყვი­ტა.

"მომ­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ სა­ა­კაშ­ვილს უთხრეს, თბი­ლი­სის პო­ლი­ცია ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გაა გან­წყო­ბი­ლიო. ამ ამ­ბის მერე და­ი­წყო ჩვენს თავს ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა. დაგ­ვე­სია კუდი, სოდი, გე­ნინ­სპექ­ცია. შემ­დეგ მე გა­მიშ­ვეს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ბი­ჭე­ბიც, რომ­ლებ­საც არა­ერ­თი ორ­დე­ნი ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს. სა­ნამ თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მიშ­ვებ­დნენ, და­მი­ბა­რეს ბრი­ფინგზე, თუმ­ცა არ მი­ვე­დი. მერე როცა ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორს, ვნა­ხე, რომ და­უ­კა­ვე­ბი­ათ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ბრძა­ნე­ბის მიმ­ცე­მი, რომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბაც მე შევ­თა­ვა­ზე, მი­ნისტრს არ და­უ­კა­ვე­ბია. ამას ყვე­ლა­ფერს კი მი­ა­წერ­დნენ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჩვენ არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბულ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრა­ლის ეპი­ზოდს, რო­გორც მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ვა­რა­უ­დოდ იცო­და, თუ რო­მე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩე­დე­ნის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ პი­რებს იწყა­ლებ­და. რო­გორც ბა­ღა­თუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე იმის შე­სა­ხებ, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სას­ჯელს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში იხ­დიდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შევთავაზე" - რას იხსენებს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი

"გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შევთავაზე" - რას იხსენებს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურიას ინფორმაციით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და "შარდენ ბარში" მყოფი სხვა პირების დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვის დროს განაცხადა.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, სამმართველომ, რომელსაც ის იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე დღეში შეკრებილი ოპერატიული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანს უთანხმოება, "შარდენ ბარში" მყოფ შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსნებთან მოუვიდა.

მისივე ინფორმაციით, შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ "შარდენ ბარის" მაგიდის წევრი, შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს გააცნო, რომელიც იმ დროისთვის თბილისის მთავარ სამმართველოს კურირებდა. მოწმის თქმით, მან შესთავაზა მინისტრს, რომ აღნიშნული პირები დაეკავებინათ. როგორც მერაბ ბაღათურიამ დაკითხვისას აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა სავარაუდოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოახსენა მისი ნათქვამი და ამის შემდეგ მინისტრმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან კონტაქტი შეწყვიტა.

"მომდიოდა ინფორმაციები, რომ სააკაშვილს უთხრეს, თბილისის პოლიცია ჩვენი ხალხის წინააღმდეგაა განწყობილიო. ამ ამბის მერე დაიწყო ჩვენს თავს ყველა უბედურება. დაგვესია კუდი, სოდი, გენინსპექცია. შემდეგ მე გამიშვეს უფროსის თანამდებობიდან და ბიჭებიც, რომლებსაც არაერთი ორდენი ჰქონდათ მიღებული, სამსახურიდან გაუშვეს. სანამ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამიშვებდნენ, დამიბარეს ბრიფინგზე, თუმცა არ მივედი. მერე როცა ვუყურე ტელევიზორს, ვნახე, რომ დაუკავებიათ მხოლოდ შემსრულებლები, ბრძანების მიმცემი, რომლების დაკავებაც მე შევთავაზე, მინისტრს არ დაუკავებია. ამას ყველაფერს კი მიაწერდნენ თბილისის პოლიციას, მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია", - განაცხადა თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალის ეპიზოდს, როგორც მოწმემ აღნიშნა, ყოფილმა პრეზიდენტმა სავარაუდოდ იცოდა, თუ რომელი დანაშაულის ჩედენისთვის გასამართლებულ პირებს იწყალებდა. როგორც ბაღათურიამ განაცხადა, მას ჰქონდა ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები სასჯელს სასათბურე პირობებში იხდიდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ