პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბაში საკანალიზაციო მილიდან წყლის ნაწილი ჩაედინება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვის სამინისტრო
კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბაში საკანალიზაციო მილიდან წყლის ნაწილი ჩაედინება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვის სამინისტრო

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წყლის სინ­ჯე­ბი აი­ღეს და კრწა­ნი­სის ტყე­პარკში არ­სე­ბუ­ლი ტბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც კრწა­ნი­სის ტყე­პარკში არ­სე­ბულ ტბებ­ზე თევ­ზის მა­სი­ურ კვდო­მას ეხე­ბო­და, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წყლის სინ­ჯე­ბი აი­ღეს და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას დად­გინ­და, რომ ტყე-პარკში სა­დაც 3 ტბაა (მრა­ვა­ლი მცი­რე ტბა) გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭები. კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, გარ­და ტყე-პარკში გა­მა­ვა­ლი ერთი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლი­სა, რო­მე­ლიც არის ამო­ტე­ხი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლი­დან გად­მო­ე­დი­ნე­ბა წყლის ნა­წი­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რად გაჭ­რილ და­ახ­ლო­ე­ბით 20 მ სიგ­რძის არ­ხით ჩა­ე­დი­ნე­ბა ტბა­ში.

ტყე-პარკში არ­სე­ბუ­ლი მი­ლის ამო­ტეხ­ვის ად­გი­ლი­დან და შუა ტბის ნა­პი­რი­დან აღე­ბუ­ლი იქნა სა­ა­ნა­ლი­ზო წყლის ნი­მუ­შე­ბი. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტბა­ში ჟანგბა­დის დო­ნის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი 5 დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ტბის სა­ნა­პი­რო ზოლი. ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არც ერთი ტბის ნა­პირ­ზე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და და­ხო­ცი­ლი თევ­ზე­ბი, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას არ და­ფიქ­სირ­და რა­ი­მე სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ან სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რის კვა­ლი, თუ არ ჩა­ით­ვლე­ბა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი და ბოთ­ლი.

"სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ეს ტბე­ბი არ ივ­სე­ბა მტკვრის წყლით და ასე­ვე, არ ხდე­ბა მდი­ნა­რე მტკვარ­ში ტბის წყლის ჩა­დი­ნე­ბა.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­მარ­თავს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია", - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბაში საკანალიზაციო მილიდან წყლის ნაწილი ჩაედინება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვის სამინისტრო

კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბაში საკანალიზაციო მილიდან წყლის ნაწილი ჩაედინება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და კრწანისის ტყეპარკში არსებული ტბების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალის საფუძველზე, რომელიც კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზის მასიურ კვდომას ეხებოდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტყე-პარკში სადაც 3 ტბაა (მრავალი მცირე ტბა) განთავსებულია საკანალიზაციო ჭები. კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს, გარდა ტყე-პარკში გამავალი ერთი საკანალიზაციო მილისა, რომელიც არის ამოტეხილი. დაზიანებული მილიდან გადმოედინება წყლის ნაწილი და ხელოვნურად გაჭრილ დაახლოებით 20 მ სიგრძის არხით ჩაედინება ტბაში.

ტყე-პარკში არსებული მილის ამოტეხვის ადგილიდან და შუა ტბის ნაპირიდან აღებული იქნა საანალიზო წყლის ნიმუშები. პირველადი მონაცემებით, ტბაში ჟანგბადის დონის დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.

სამინისტროს ცნობით, დათვალიერებულია ყველა ტბის სანაპირო ზოლი. ვიზუალური დათვალიერებით არც ერთი ტბის ნაპირზე არ შეინიშნებოდა დახოცილი თევზები, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას არ დაფიქსირდა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების დაყრის კვალი, თუ არ ჩაითვლება რამდენიმე პოლიეთილენის პარკი და ბოთლი.

"საგულისხმოა, რომ ეს ტბები არ ივსება მტკვრის წყლით და ასევე, არ ხდება მდინარე მტკვარში ტბის წყლის ჩადინება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დაზიანებული მილის რეაბილიტაცია", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი