სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში სექტემბრის ბოლოდან Man-ის ახალი ავტობუსები ივლის
 თბილისში სექტემბრის ბოლოდან Man-ის ახალი ავტობუსები ივლის

თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია Man-ის ქარ­ხა­ნა­ში თბი­ლი­სის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის აწყო­ბის პრო­ცესს პი­რა­დად გა­ეც­ნო. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, და­ვით ნარ­მა­ნია, მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძეს­თან და შპს "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნუგ­ზარ ჭე­იშ­ვილ­თან ერ­თად, პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნან­ში MAN Truck & Bus AG-ის ქარ­ხა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და პი­რა­დად გა­ეც­ნო იმ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის აწყო­ბის პრო­ცესს, რომ­ლე­ბიც სულ მალე თბი­ლის­ში ივ­ლი­ან.

მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნე­თის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და უდი­დეს ქა­ლაქ პოზ­ნან­ში MAN Truck & Bus AG-ის ქარ­ხა­ნა 150 000 მ2 ფარ­თობ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და 1998 წელს და­ფუძ­ნე­ბულ სა­წარ­მო­ში, ძი­რი­თა­დად, CNG-ი საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­ბუ­სე­ბი ეწყო­ბა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა კომ­პა­ნია "Man"-მა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ყვე­ლა ის ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბა და მო­თხოვ­ნა, რაც ჩვენ გვქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბი ყო­ფი­ლი­ყო ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რათა ერთი მხრივ, დაგ­ვე­ზო­გა საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბი და მე­ო­რე მხრივ, ყო­ფი­ლი­ყო გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო გა­რე­მოს­თვის. წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში 143 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვა. ისი­ნი იმოძ­რა­ვე­ბენ წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი მარ­შრუ­ტით, ფარ­თო ქუ­ჩებ­სა და გრძელ დის­ტან­ცი­ებ­ზე. თუმ­ცა, მე­ო­რე ეტა­პის­თვის ვფიქ­რობთ შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, რათა ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­სა და ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში მათ თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის, ასე­ვე, და­ცუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­აჩ­ნია დიდი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი სხვა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით," - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან 10 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვა. ამას­თან, მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც Man-ის ავ­ტო­ბუ­სებ­ზე და­საქმდე­ბი­ან, MAN Truck & Bus AG-ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­და­ამ­ზა­დე­ბენ. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ქალი იქ­ნე­ბა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2017 წლის და­სა­წყის­ში დას­რულ­დე­ბა და დე­და­ქა­ლაქ­ში, ჯამ­ში, 143 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვა. "თბი­ლი­სის მე­რი­ას ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის 4 წლი­ა­ნი გეგ­მა აქვს და პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

პო­ლო­ნეთ­ში მერ­თან ერ­თად მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან. კომ­პა­ნია "Man"-მა ჟურ­ნა­ლის­ტებს CNG-ი საწ­ვა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. CNG-ი საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის, რომ დი­ზელ­თან შე­და­რე­ბით უფრო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვს გა­მო­ყოფს. შემ­ცი­რე­ბუ­ლია გა­მო­ნა­ბოლ­ქვში ნახ­შირ­ბა­დის მო­ცუ­ლო­ბა, არ გა­აჩ­ნია შავი კვამ­ლი და უსი­ა­მოვ­ნო სუნი.

და­ვით ნარ­მა­ნია ხვალ "Man"-ის მე­ო­რე ქარ­ხა­ნა­საც ეწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ სტა­რა­ხო­ვი­ცე­ში მდე­ბა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­დეს მე­რი­ა­ში.

New German buses to appear in Tbilisi from September

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თბილისში სექტემბრის ბოლოდან Man-ის ახალი ავტობუსები ივლის

 თბილისში სექტემბრის ბოლოდან Man-ის ახალი ავტობუსები ივლის

თბილისის მერი დავით ნარმანია Man-ის ქარხანაში თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან.

მერიის განცხადებით, პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა 150 000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა.

"საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "Man"-მა, დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთი მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორე მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე. თუმცა, მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ამასთან, მძღოლებს, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალი იქნება.

მერიის ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა. "თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პოლონეთში მერთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. კომპანია "Man"-მა ჟურნალისტებს CNG-ი საწვავის უსაფრთხოებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. CNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

დავით ნარმანია ხვალ "Man"-ის მეორე ქარხანასაც ეწვევა, რომელიც პოლონეთის ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს", - განაცხადეს მერიაში.

New German buses to appear in Tbilisi from September

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ