პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ
 "ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ

"ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს გთხოვთ, ასე აღა­რა­ვინ აღარ გა­ა­უ­ბე­დუ­როთ და ეს იყოს მა­გა­ლი­თი, რომ ჩემი ქმა­რი დღეს უკა­ნო­ნოდ წა­ვი­და ცი­ხე­ში" - ამის შე­სა­ხებ და­კა­ვე­ბუ­ლი ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მე­უღ­ლემ, ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ჩიკ­ვა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლემ წა­ი­კი­თხა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც და­წე­რი­ლი ჰქონ­და.

"თა­ვი­დან ვერ მიხ­ვდა მო­სა­მარ­თლე რას ლა­პა­რა­კობ­და. და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. მერე თქვა, რომ არა, არა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ანუ ფურ­ცელს ჩა­ხე­და და რაც ეწე­რა ის წა­ი­კი­თხა. მე­ში­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის. მგო­ნია, რომ ხვალ ტანკს "ჩა­მი­დე­ბენ" და ხალ­ხო იცო­დეთ, რომ არ მყო­ლია ეს ტან­კი. მე ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი და არა­ვის მო­ყო­ლილს არ ვუ­ჯე­რებ, არ ვეყ­რდნო­ბი და რაც და­ვი­ნა­ხე ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მტკენს გულს. უბ­რა­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლებს ვთხოვ ასე აღა­რა­ვინ აღარ გა­ა­უ­ბე­დუ­რონ და ეს იყოს მა­გა­ლი­თი, რომ ჩემი ქმა­რი დღეს უკა­ნო­ნოდ წა­ვი­და ცი­ხე­ში. არა­კა­ცე­ბი ხართ", - გა­ნა­ცხა­და ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძემ.

ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ "შსს-ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ იძუ­ლე­ბის წე­სით და­ა­დე­ბი­ნეს ია­რაღ­ზე ხელი". რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ასე­ვე არ აძ­ლევ­დნენ ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბას.

"მე ია­რა­ღი ჩა­მი­დეს. რომ მო­ვიდ­ნენ სახ­ლში, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ად­ვო­კა­ტი მყავს, მაგ­რამ მისი შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. გა­და­მიყ­ვა­ნეს შსს-ში, ამიყ­ვა­ნეს მე-7 სარ­თულ­ზე, შე­მიყ­ვა­ნეს რა­ღაც ოთახ­ში და იძუ­ლე­ბის წე­სით მო­მა­კი­დე­ბი­ნეს ია­რაღ­ზე ხელი, მის­მევ­დნენ წელ­ზე, მერე მო­მი­ტა­ნეს ბამ­ბა და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და­ა­ფურ­თხეო, რა­ზეც ვუ­თხა­რი უარი. იყო ფი­ზი­კუ­რი, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მირ­ტყამ­დნენ წყლი­ან ბოთლს. მივ­ხვდი, რომ აზრი არ ჰქონ­და და ჩემი ნე­ბით და­ვუ­ფურ­თხე ბამ­ბა­ზე. ამის მერე გა­და­მიყ­ვა­ნეს მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში დნმ-ის და ანა­ბეჭ­დის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. იქაც მო­ვი­თხო­ვე ად­ვო­კა­ტი, მაგ­რამ იქაც არ შე­მო­უშ­ვეს, რის შემ­დე­გაც გა­და­მიყ­ვა­ნეს მცხე­თა­ში და მერე შე­მახ­ვედ­რეს ად­ვო­კატს", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

მან ასე­ვე და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტიც გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წინა და­კა­ვე­ბის გამო შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარს ეხე­ბა.

"სა­ნამ სახ­ლში შე­მო­ვიდ­ნენ, ვე­უბ­ნე­ბო­დი მე­უღ­ლეს რომ გა­და­ე­ღო, რად­გან არა­ფე­რი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ გვქონ­და. ამას იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­კე­თებ­დი, რომ 2015 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს და­მა­კა­ვეს და ჩა­მი­დეს ია­რა­ღი. 9 თვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლა და შე­ვი­ტა­ნე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი. რო­დე­საც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, სამი დღის შემ­დეგ შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა და გა­მო­მე­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი გე­ნინ­სპექ­ცი­ი­დან. ამ სა­ჩი­ვარ­ზე არა­ვი­თა­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. ვერ მივ­ხვდი, ესე­ნი მუ­შა­ო­ბენ თუ ხუმ­რო­ბენ?! სა­ნამ სახ­ლში შე­მოვ­ლენ ვი­დე­ოს ვწერ და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ან გიჟი უნდა ვიყო, რომ ია­რა­ღი ტახ­ტის ქვეშ მე­დოს და ამ დროს ვი­დე­ოს ვი­ღებ­დე, რომ ახლა შე­მო­დი­ან და ია­რა­ღის ჩა­დე­ბას აპი­რე­ბენ­თქო. მე ქვე­ყა­ნას არ დავ­ტო­ვებ, რამ­დე­ნიც არ უნდა ჩა­მი­დონ. არა­ვი­თარ საფრ­თხეს არ წარ­მო­ვად­გენ და არც იმ სა­ჩი­ვარს არ გა­მო­ვი­ტან. ბო­ლომ­დე ჩავ­ყვე­ბი, იმი­ტომ, რომ ია­რა­ღი ჩა­მი­დეს და 9 თვე არაფ­რის გუ­ლის­თვის ცი­ხე­ში ჩამ­სვეს", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

"ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ

 "ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ გააუბედუროთ" - რაზე ისაუბრა პროცესზე დაკავებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ

"ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ აღარ გააუბედუროთ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში" - ამის შესახებ დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლემ, ნუკა ჩიკვაიძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, მოსამართლემ წაიკითხა ის გადაწყვეტილება, რაც დაწერილი ჰქონდა.

"თავიდან ვერ მიხვდა მოსამართლე რას ლაპარაკობდა. დაიწყო საუბარი, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. მერე თქვა, რომ არა, არა დაკმაყოფილდეს. ანუ ფურცელს ჩახედა და რაც ეწერა ის წაიკითხა. მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების. მგონია, რომ ხვალ ტანკს "ჩამიდებენ" და ხალხო იცოდეთ, რომ არ მყოლია ეს ტანკი. მე ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და არავის მოყოლილს არ ვუჯერებ, არ ვეყრდნობი და რაც დავინახე ეს ყველაზე მეტად მტკენს გულს. უბრალოდ პოლიციელებს ვთხოვ ასე აღარავინ აღარ გააუბედურონ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში. არაკაცები ხართ", - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "შსს-ში გადაყვანის შემდეგ იძულების წესით დაადებინეს იარაღზე ხელი". როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დაკავების შემდეგ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე არ აძლევდნენ ადვოკატთან შეხვედრის უფლებას.

"მე იარაღი ჩამიდეს. რომ მოვიდნენ სახლში, ვეუბნებოდი, რომ ადვოკატი მყავს, მაგრამ მისი შემოსვლის უფლება არ მომცეს. გადამიყვანეს შსს-ში, ამიყვანეს მე-7 სართულზე, შემიყვანეს რაღაც ოთახში და იძულების წესით მომაკიდებინეს იარაღზე ხელი, მისმევდნენ წელზე, მერე მომიტანეს ბამბა და მეუბნებოდნენ დააფურთხეო, რაზეც ვუთხარი უარი. იყო ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მირტყამდნენ წყლიან ბოთლს. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და ჩემი ნებით დავუფურთხე ბამბაზე. ამის მერე გადამიყვანეს მთავარ სამმართველოში დნმ-ის და ანაბეჭდის ექსპერტიზაზე. იქაც მოვითხოვე ადვოკატი, მაგრამ იქაც არ შემოუშვეს, რის შემდეგაც გადამიყვანეს მცხეთაში და მერე შემახვედრეს ადვოკატს", - განაცხადა ნოდარ ნიშნიანიძემ.

მან ასევე დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინა დაკავების გამო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შეტანილ საჩივარს ეხება.

"სანამ სახლში შემოვიდნენ, ვეუბნებოდი მეუღლეს რომ გადაეღო, რადგან არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ გვქონდა. ამას იქედან გამომდინარე ვაკეთებდი, რომ 2015 წლის 18 ოქტომბერს დამაკავეს და ჩამიდეს იარაღი. 9 თვის შემდეგ სასამართლომ გამამართლა და შევიტანე ამ ყველაფერზე გენინსპექციაში საჩივარი. როდესაც გამათავისუფლეს, სამი დღის შემდეგ შემომითვალეს, რომ დამეტოვებინა ქვეყანა და გამომეტანა საჩივარი გენინსპექციიდან. ამ საჩივარზე არავითარი გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ვერ მივხვდი, ესენი მუშაობენ თუ ხუმრობენ?! სანამ სახლში შემოვლენ ვიდეოს ვწერ და არაადეკვატური ან გიჟი უნდა ვიყო, რომ იარაღი ტახტის ქვეშ მედოს და ამ დროს ვიდეოს ვიღებდე, რომ ახლა შემოდიან და იარაღის ჩადებას აპირებენთქო. მე ქვეყანას არ დავტოვებ, რამდენიც არ უნდა ჩამიდონ. არავითარ საფრთხეს არ წარმოვადგენ და არც იმ საჩივარს არ გამოვიტან. ბოლომდე ჩავყვები, იმიტომ, რომ იარაღი ჩამიდეს და 9 თვე არაფრის გულისთვის ციხეში ჩამსვეს", - განაცხადა ნოდარ ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ