პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის­გან ამო­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ბოლო გაწ­მენ­დის შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბია გას­რო­ლა, - ამის შე­სა­ხებ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ან­მა დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რაღ­ზე ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბა დენ­თის კვა­ლი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ მას ია­რა­ღი ჩა­უ­დეს, გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ეს ფაქ­ტი თა­ვად დაც­ვის მხა­რემ უნდა და­ა­დას­ტუ­როს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით.

თა­ვის მხრივ პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს იმის­თვის, რომ და­ა­და­ტუ­როს ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სახ­ლში ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა.

"ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სახ­ლში ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა დას­ტურ­დე­ბა ჩხრე­კის ოქ­მით, რო­მელ­ზეც არც ერთ ოჯა­ხის წევ­რს შე­ნიშ­ვნა არ გა­უ­კე­თე­ბია. ასე­ვე გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დას­ტურ­დე­ბა, რომ ამო­ღე­ბულ ია­რაღ­ზე არის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი. აქ­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბის მხა­რეს აქვს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი მას ეკუთ­ვნის", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბულ პა­ტიმ­რო­ბას, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტით და­ა­სა­ბუ­თა.

"ბრალ­დე­ბამ პა­ტიმ­რო­ბა და­ა­სა­ბუ­თა მისი მი­მალ­ვით საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან მუხ­ლი, რომ­ლი­თაც ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აგ­რეთ­ვე მისი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხით, ვი­ნა­ი­დან წარ­სულ­ში ასე­ვე ნა­სა­მარ­თლე­ვია ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ან­მა.

ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე კი­დევ ერთ პირ­თან, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 3 და 4 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას პის­ტო­ლე­ტი და 7 ცალი ვაზ­ნა ამო­ი­ღო, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ბი­ნის ჩხრე­კი­სას კი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა ვა­კე­ში მომ­ხდარ სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

იხი­ლეთ ასე­ვე: გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე - პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და, და­ვი­მა­ლე კა­რა­დის თავ­ზე, მათ მი­პო­ვეს და ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულთა საქმის პროკურორი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნიშნიანიძისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა, - ამის შესახებ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, იარაღზე ასევე აღინიშნება დენთის კვალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ მას იარაღი ჩაუდეს, გოგორელიანის განმარტებით, ეს ფაქტი თავად დაცვის მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.

თავის მხრივ პროკურორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ დაადატუროს ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა.

"ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომელზეც არც ერთ ოჯახის წევრს შენიშვნა არ გაუკეთებია. ასევე გენეტიკური ექსპერტიზით დასტურდება, რომ ამოღებულ იარაღზე არის ნოდარ ნიშნიანიძის გენეტიკური პროფილი. აქდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის", - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული მოთხოვნა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა.

"ბრალდებამ პატიმრობა დაასაბუთა მისი მიმალვით საფრთხიდან გამომდინარე, ვინაიდან მუხლი, რომლითაც ნიშნიანიძეს ბრალი აქვს წაყენებული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აგრეთვე მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხით, ვინაიდან წარსულში ასევე ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისთვის", - განაცხადა საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა.

ნოდარ ნიშნიანიძე კიდევ ერთ პირთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება შესაძლოა ვაკეში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

იხილეთ ასევე: გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ