საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ
გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ

"ერთი თვე პარ­ლა­მენ­ტი არ იმუ­შა­ვებს, გა­ინ­ტე­რე­სებთ ხელ­ფასს მი­ვი­ღებთ თუ არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? - დიახ, მი­ვი­ღებთ" - ასე უპა­სუ­ხა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს პარ­ლა­მენ­ტი მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვალ და­გეგ­მილ სე­სი­ას, გია ვოლ­სკი მი­იჩ­ნევს, რომ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და სხდო­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ გა­ი­მარ­თე­ბა.

"ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც არ ვიქ­ნე­ბით პირ­ნა­თე­ლი, თუ დავ­რაზ­მავთ გარ­კვე­ულ თან­ხას, და­ვი­რაზ­მე­ბით ქუ­თა­ის­ში და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ მი­ვი­ღებთ. კვო­რუ­მიც რომ შედ­გეს, ძნე­ლი იქ­ნე­ბა, რომ გუ­შინ­დელ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა და ამ­ჟა­მად ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟიმ­ში მყოფ­მა ხალ­ხმა შეძ­ლოს კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მისი მან­და­ტის მქო­ნე დე­პუ­ტა­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ვერ მიმ­ღე­ბი პარ­ლა­მენ­ტის მსჯე­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, თვალ­თმაქ­ცო­ბა იქ­ნე­ბა, ხვალ რომ სე­სია გა­მო­ცხად­დეს, ვერ შედ­გეს და ახა­ლი სკან­და­ლუ­რი თე­მე­ბი წა­მო­ი­წი­ოს.

"რე­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, დღეს რომ იყოს 7 რი­ცხვი, პარ­ლა­მენ­ტი ხვა­ლი­დან უკვე ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას ანუ ერთი დღის ამ­ბა­ვია. 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე ანუ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე პარ­ლა­მენ­ტი წყვეტს საქ­მი­ა­ნო­ბას. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტი არ იმუ­შა­ვებს. გა­ინ­ტე­რე­სებთ ხელ­ფასს მი­ვი­ღებთ თუ არა გა­ინ­ტე­რე­სებთ? - დიახ, მი­ვი­ღებთ", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ

გია ვოლსკი ჟურნალისტებს - ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ

"ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ სესიას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტექნიკური პრობლემა არსებობს და სხდომა სავარაუდოდ ვერ გაიმართება.

"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თვალთმაქცობა იქნება, ხვალ რომ სესია გამოცხადდეს, ვერ შედგეს და ახალი სკანდალური თემები წამოიწიოს.

"რელამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა გაინტერესებთ? - დიახ, მივიღებთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."