მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად
რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად

მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი მალე ბიზ­ნეს­ლე­დის სტა­ტუს­საც მო­ირ­გებს. წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში თეთ­რე­უ­ლის მა­ღა­ზი­ის გახ­სნა გა­და­წყვი­ტა. ამ საქ­მე­ში მას­თან ერ­თად მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი ნე­ლი­კო ნა­ჭყე­ბი­აა. ნა­ჭყე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­ა­ლი­თი შო­უ­დან "ჯე­ო­ბა­რი" გა­იც­ნო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან, ისე­ვე რო­გორც ნი­ნამ, ქარ­თუ­ლი "ფლე­ი­ბო­ის­თვი­საც" გა­ი­ხა­და. გო­გო­ნე­ბი დიდი ხა­ნია მე­გობ­რო­ბენ და ახლა ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბაც გა­და­წყვი­ტეს. ამის შე­სა­ხებ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა "პრა­იმ­ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

"მე და ჩემი პარტნი­ო­რი, ნე­ლი­კო ნა­ჭყე­ბია, ერთ თვე­ში გავ­ხსნით მა­ღა­ზი­ას, სა­დაც გა­ი­ყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი თეთ­რე­უ­ლი. იქ­ნე­ბა წინ­დე­ბიც, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი, ხა­ლა­თე­ბი. მა­ღა­ზია ფა­ლი­აშ­ვილ­ზე იქ­ნე­ბა. სურ­ვი­ლი გვაქვს ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზია იყოს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

- სად და­ის­ვე­ნეთ?

- თა­ვი­დან მე და ნე­ლი­კო სენ­ტრო­პე­ში ვი­ყა­ვით და მერე ჩემს მე­გო­ბარ თა­მა­რას­თან ერ­თად ბოდ­რუმ­ში გახ­ლდით. ოღონდ სულ მე­ძი­ნა და სა­ნა­პი­რო­ზე ვი­ყა­ვი ხოლ­მე, სას­ტუმ­რო­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ... ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ კლუ­ბი­დან არ გა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ მარ­თლა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს საქ­მი­სა და ძი­ლის გარ­და. თუ არ მძი­ნავს, საქ­მე­საც ვერ ვა­კე­თებ. საქ­მეს თუ ვერ ვა­კე­თებ, ფული არ მაქვს და უფუ­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- არც არა­ვი­ნაა ისე­თი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ვინც გა­ფი­ნან­სებს?

- არა­ვინ. გინდ და­ი­ჯე­რე, გინდ - არა. იმ დღეს ვამ­ბობ­დი, მარ­ტო ყოფ­ნით და­ვი­ღა­ლე-მეთ­ქი და მაგ­რად დამ­ცი­ნეს. რა დროს უნდა გყავ­დეს ვინ­მეო. მერე, რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, რომ მარ­თლა არ მაქვს ამ ეტაპ­ზე დრო. ალ­ბათ, არც მინ­და, თო­რემ, რომ მინ­დო­დეს, დრო გა­მო­ი­ნა­ხე­ბა. სიყ­ვა­რულს და უსაქ­მუ­რო­ბას მირ­ჩევ­ნია ბევ­რი საქ­მე და უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ავად­მყო­ფი ვარ, ვერ გე­ტყვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ტკბი­ლია სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი, პირ­და­პირ კავ­შირ­შია თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან. მირ­ჩევ­ნია ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ვი­ღა­ცას ვუ­ყუ­რო ხე­ლებ­ში.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად

რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი მალე ბიზნესლედის სტატუსსაც მოირგებს. წკრიალაშვილმა თბილისში თეთრეულის მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. ამ საქმეში მასთან ერთად მომღერლის მეგობარი ნელიკო ნაჭყებიაა. ნაჭყებია საზოგადოებამ რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო, მოგვიანებით მან, ისევე როგორც ნინამ, ქართული "ფლეიბოისთვისაც" გაიხადა. გოგონები დიდი ხანია მეგობრობენ და ახლა ერთობლივი ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტეს. ამის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"მე და ჩემი პარტნიორი, ნელიკო ნაჭყებია, ერთ თვეში გავხსნით მაღაზიას, სადაც გაიყიდება საქართველოში დამზადებული, ქალისა და მამაკაცის საკმაოდ ხარისხიანი თეთრეული. იქნება წინდებიც, საცურაო კოსტიუმები, ხალათები. მაღაზია ფალიაშვილზე იქნება. სურვილი გვაქვს ქსელური მაღაზია იყოს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

- სად დაისვენეთ?

- თავიდან მე და ნელიკო სენტროპეში ვიყავით და მერე ჩემს მეგობარ თამარასთან ერთად ბოდრუმში გახლდით. ოღონდ სულ მეძინა და სანაპიროზე ვიყავი ხოლმე, სასტუმროდან არ გამოვსულვარ... ყველას ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ, მაგრამ მართლა არაფერი მაინტერესებს საქმისა და ძილის გარდა. თუ არ მძინავს, საქმესაც ვერ ვაკეთებ. საქმეს თუ ვერ ვაკეთებ, ფული არ მაქვს და უფულობა არ შემიძლია.

- არც არავინაა ისეთი შენს ცხოვრებაში, ვინც გაფინანსებს?

- არავინ. გინდ დაიჯერე, გინდ - არა. იმ დღეს ვამბობდი, მარტო ყოფნით დავიღალე-მეთქი და მაგრად დამცინეს. რა დროს უნდა გყავდეს ვინმეო. მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართლა არ მაქვს ამ ეტაპზე დრო. ალბათ, არც მინდა, თორემ, რომ მინდოდეს, დრო გამოინახება. სიყვარულს და უსაქმურობას მირჩევნია ბევრი საქმე და უსიყვარულობა. შეიძლება ავადმყოფი ვარ, ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან ტკბილია საკუთარი შემოსავალი, პირდაპირ კავშირშია თავისუფლებასთან. მირჩევნია ვიყო თავისუფალი, ვიდრე შეყვარებული და ვიღაცას ვუყურო ხელებში.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს