საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ
3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ

სამი დღის წინ თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­სა და გი­ორ­გი ყან­ჩა­ველს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რომ ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბის შე­სა­ხებ, საქ­მე­ში ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა.

დაც­ვის მხა­რე გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი მის­თვის 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რო­გორც პრო­ცეს­ზე ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ან­თა­ძემ გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ ვე­რა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ვერ მო­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მა შე­ფარ­დე­ბო­და. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მან მო­სა­მარ­თლეს ასე­ვე მი­ა­წო­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რას. კერ­ძოდ, მო­თხოვ­ნას, რომ და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი "მისი საქ­მე ცუ­დად წავა".

ად­ვო­კატ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი რამ­დე­ჯერ­მე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და არც ერთხელ არ უც­დია მი­მალ­ვა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ და­ტო­ვა. გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის მოხ­დის ვა­დის ათ­ვლა მისი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან და­ი­წყო. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა 48 სა­ა­თი­ან ვა­და­ში, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნა-ტა­რე­ბა­ში და ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლიც. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბელ­მა გან­მარ­ტა, არ­სე­ბობს ყან­ჩა­ვე­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის საფრ­თხე­ე­ბი, რა­საც სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 3 და 4 სექ­ტემ­ბერს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და და და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი, ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ

3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ

სამი დღის წინ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილსა და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოცხადებისას, მოსამართლემ განმარტა, რომ ფეიქრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების შესახებ, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

დაცვის მხარე გიორგი ფეიქრიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი მისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც პროცესზე ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განმარტა, სახელმწიფო ბრალდებამ ვერანაირი საფუძველი ვერ მოიყვანა საკუთარ შუამდგომლობაში იმისთვის, რომ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა შეფარდებოდა. ადვოკატის განმარტებით, მან მოსამართლეს ასევე მიაწოდა მტკიცებულებები, რომელიც ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარას. კერძოდ, მოთხოვნას, რომ დატოვოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "მისი საქმე ცუდად წავა".

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ფეიქრიშვილი რამდეჯერმე იყო დაკავებული და არც ერთხელ არ უცდია მიმალვა იმის მიუხედავად, რომ საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა. გიორგი ფეიქრიშვილის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 48 საათიან ვადაში, სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი.

იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული 26 წლის გიორგი ყანჩაველიც. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა, არსებობს ყანჩაველის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების მოსპობის მცდელობის საფრთხეები, რასაც სასამართლო დაეთანხმა და პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელდა და დაკავებული არიან გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი.

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

ყოფილი პატრული გიორგი დვალიშვილი გომელაურის განცხადებაზე - "როცა მინისტრს ასეთი პოზიცია აქვს, ეს მისი პრობლემაა"