პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს
გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. რო­გორც მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­ზეც სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მის მე­უღ­ლეს, დე­დას, სი­დედრს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი 9 წლის შვი­ლის თვალ­წინ მოხ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სახ­ლში პო­ლი­ცია მი­დი­ო­და, ბი­ნა­ში და­ი­მა­ლა.

"ჯერ რა­ღა­ცა და­არ­ტყეს კარს და შე­მო­ვარ­დნენ. მე და­ვი­მა­ლე სახ­ლში და როცა მე არ დავ­ხვდი, იქვე და­ი­წყეს ჩხრე­კა. ამ ჩხრე­კის დროს მი­პო­ვეს კა­რა­დის თავ­ზე და ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. ერთ-ერ­თმა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჩან­თით ია­რა­ღი შე­მო­დო იმ კა­რა­დის თავ­ზე, სა­დაც ვი­მა­ლე­ბო­დი. მერე ვი­თომ არა­ფე­რი, ერთ ათ წუთ­ში იპო­ვეს ია­რა­ღი და და­მი­წყეს ლა­პა­რა­კი - ეს რითი და­დი­ხარ, რა არის და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მა­ნამ­დე უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­კა­ვეს და ჩა­უ­დეს 1885 წლის ნა­გა­ნი. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ასე­ვე იმ გზავ­ნი­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მისი მი­სა­მარ­თით ის­მო­და.

"ითხოვ­დნენ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სის­ტე­მას ეჯა­ხე­ბი რა­ხან არ მი­დი­ხა­რო. რო­გორ წავ­სუ­ლი­ყა­ვი ასე უფუ­ლოდ? არ გა­მაჩ­ნია არა­ვი­თა­რი სახ­სრე­ბი. ვა­პი­რებ­დი წას­ვლას. ბი­ძა­ჩე­მი ცხოვ­რობს გერ­მა­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა და მას­თან ვა­პი­რებ­დი წას­ვლას ლე­გა­ლუ­რად. ჩა­წე­რი­ლი ვი­ყა­ვი სა­ელ­ჩო­ში 9 სექ­ტემ­ბერს, მაგ­რამ არ მა­ცა­დეს. ერთ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­მი­დეს ია­რა­ღი. არც და­ე­ლოდ­ნენ ერთი წლის გას­ვლას მა­ინც. ჩა­მი­დეს ნა­გა­ნი, აკა­ე­სი და ბო­ლოს ალ­ბათ ტანკსაც ჩა­მი­დე­ბენ სახ­ლში", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, თუ რამ აი­ძუ­ლა კა­რა­დის თავ­ზე და­მალ­ვა, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ ში­შის გამო და­ი­მა­ლა.

"მე­ში­ნო­და, რომ არ მო­ვე­კა­ლი. პირ­და­პირ კარ­ზე ბრა­ხუ­ნი იყო. არც გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ პო­ლი­ცი­აა ან რა­ღაც. პირ­და­პირ შე­მო­ამ­ტვრი­ეს კარი. წინა და­კა­ვე­ბი­საც ასე მე­გო­ნა რომ მომ­კლავ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი და ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 3 და 4 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას პის­ტო­ლე­ტი და 7 ცალი ვაზ­ნა ამო­ი­ღო, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ბი­ნის ჩხრე­კი­სას კი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა ვა­კე­ში მომ­ხდარ სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

გიორგი ფეიქრიშვილი მისი დაკავების დეტალებზე - პოლიცია რომ მოვიდა, დავიმალე კარადის თავზე, მათ მიპოვეს და ჩამომიყვანეს

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმა მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომელზეც სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, დედას, სიდედრს და ეს ყველაფერი მისი 9 წლის შვილის თვალწინ მოხდა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაკავების მიზნით სახლში პოლიცია მიდიოდა, ბინაში დაიმალა.

"ჯერ რაღაცა დაარტყეს კარს და შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა მე არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემოდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი. მერე ვითომ არაფერი, ერთ ათ წუთში იპოვეს იარაღი და დამიწყეს ლაპარაკი - ეს რითი დადიხარ, რა არის და ა.შ", - განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე უსაფუძვლოდ დააკავეს და ჩაუდეს 1885 წლის ნაგანი. ფეიქრიშვილი ასევე იმ გზავნილებზე საუბრობს, რომელიც მისი მისამართით ისმოდა.

"ითხოვდნენ დამეტოვებინა საქართველო. მეუბნებოდნენ, სისტემას ეჯახები რახან არ მიდიხარო. როგორ წავსულიყავი ასე უფულოდ? არ გამაჩნია არავითარი სახსრები. ვაპირებდი წასვლას. ბიძაჩემი ცხოვრობს გერმანიაში, გერმანიის მოქალაქეა და მასთან ვაპირებდი წასვლას ლეგალურად. ჩაწერილი ვიყავი საელჩოში 9 სექტემბერს, მაგრამ არ მაცადეს. ერთ წელიწადში ორჯერ ჩამიდეს იარაღი. არც დაელოდნენ ერთი წლის გასვლას მაინც. ჩამიდეს ნაგანი, აკაესი და ბოლოს ალბათ ტანკსაც ჩამიდებენ სახლში", - განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ აიძულა კარადის თავზე დამალვა, ბრალდებულმა განუმარტა, რომ შიშის გამო დაიმალა.

"მეშინოდა, რომ არ მოვეკალი. პირდაპირ კარზე ბრახუნი იყო. არც გამოხმაურება რომ პოლიციაა ან რაღაც. პირდაპირ შემოამტვრიეს კარი. წინა დაკავებისაც ასე მეგონა რომ მომკლავდნენ", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება შესაძლოა ვაკეში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ