მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ში­ნაო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რიშ­ზე კენ­ჭისყრას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"2016 წლის 5 სექ­ტემ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და სა­ში­ნაო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტეტ­მა (LIBE) კენ­ჭი უყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე მომხსე­ნე­ბე­ლის მა­რია გაბ­რი­ე­ლის (EPP) ან­გა­რიშს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. მომხსე­ნებ­ლის მიერ წარ­დგე­ნილ ან­გა­რი­ში დამ­ტკიც­და კო­მი­ტე­ტის წევრთა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბით. ამას­თან, გა­ნი­სა­ზღვრა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ევ­რო­კო­მი­სი­ა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­თან­ხმებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 539/2001 რე­გუ­ლა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის სა­ბო­ლოო ტექსტს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა LIBE კო­მი­ტე­ტის კენ­ჭისყ­რის შე­დე­გებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის აღი­ა­რე­ბის და ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბაა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე კენ­ჭისყ­რი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბას და­ამ­ტკი­ცებს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ. მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."