ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამტრედიაში გარდაცვლილი დემური სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
როგორც დავით ნაცვლიშვილის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
სამართალდამცავებმა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.