სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?
ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და რძის, წვე­ნე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია Вимм Билль Данн-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ზაქ­რო კა­ლა­შო­ვის ("შაქ­რო მა­ლა­დოი") "სპონ­სო­რო­ბით" იყო და­კა­ვე­ბუ­ლი - ამის შე­სა­ხებ სა­ი­ტი crimerussia.ru წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­კო­ბაშ­ვი­ლი ე.წ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს დაც­ვას და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუფს უფი­ნან­სებ­და. ამას გარ­და, ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და შაქ­როს.

"შაქ­რო მა­ლა­დო­ის" შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს მისი "პარტნი­ო­რე­ბი" ავ­სებ­დნენ. ოთა­რი, იგი­ვე "ოთო" და კონ­სტან­ტინ მა­ნუ­კი­ა­ნი. ეს უკა­ნას­კნე­ლი აკონ­ტრო­ლებს სას­ტუმ­რო კომ­პლექს (წარ­სულ­ში კა­ზი­ნო) "გოლ­დენ პა­ლასს", სა­დაც კა­ლა­შოვს მთა­ვა­რი ოფი­სი ჰქონ­და გახ­სნი­ლი.

კა­ლა­შო­ვი რომ მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბა­საა მიჩ­ვე­უ­ლი, ეს ცხა­დი გახ­და კად­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­ულ­მა სამ­სა­ხურ­მა რუბ­ლი­ოვ­კა­ში, მის მდიდ­რულ ვი­ლა­ზე, "კა­ნო­ნი­ე­ირ ქურ­დის" და­კა­ვე­ბი­სას გა­და­ი­ღო. მარ­თა­ლია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უგე­მოვ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თუმ­ცა კარ­გად ჩანს, რომ საკ­მა­ოდ ძვი­რად ფა­სობს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ია­კო­ბაშ­ვილს, "ფორბსის" ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის 1,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, რუ­სეთ­ში გამ­დიდ­რე­ბუ­ლი და შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში 200 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ანს შო­რის 91-ე ად­გილს იკა­ვებს. "პე­რესტრო­ი­კის" პე­რი­ოდ­ში მისი მო­ნა­გა­რი მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა უნი­კა­ლუ­რად ჩა­ით­ვა­ლოს - 1992 წელს პირ­ვე­ლი ავ­ტო­სა­ლო­ნი და­ა­არ­სა, 1993 წელს კი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი "მი­ტე­ლი­ცა" და კა­ზი­ნო "ჩერი" გახ­სნა.

იმა­ვე წელს და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი რძი­სა და წვე­ნე­ბის კომ­პა­ნია "ვიმ ბილ დანი" და­ა­ფუძნა, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა­მაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ 600 მი­ლი­ონ დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია crimerussia.ru-ს მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?

ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?

ცნობილი ბიზნესმენი და რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელი დავით იაკობაშვილი ე.წ კანონიერი ქურდის, ზაქრო კალაშოვის ("შაქრო მალადოი") "სპონსორობით" იყო დაკავებული - ამის შესახებ საიტი crimerussia.ru წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იაკობაშვილი ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს დაცვას და სწრაფი რეაგირების ჯგუფს უფინანსებდა. ამას გარდა, ბიზნესმენი საერთო ჯამში, მატერიალურად ეხმარებოდა შაქროს.

"შაქრო მალადოის" შემოსავლის დიდ ნაწილს მისი "პარტნიორები" ავსებდნენ. ოთარი, იგივე "ოთო" და კონსტანტინ მანუკიანი. ეს უკანასკნელი აკონტროლებს სასტუმრო კომპლექს (წარსულში კაზინო) "გოლდენ პალასს", სადაც კალაშოვს მთავარი ოფისი ჰქონდა გახსნილი.

კალაშოვი რომ მდიდრულ ცხოვრებასაა მიჩვეული, ეს ცხადი გახდა კადრებიდან, რომელიც ოპერატიულმა სამსახურმა რუბლიოვკაში, მის მდიდრულ ვილაზე, "კანონიეირ ქურდის" დაკავებისას გადაიღო. მართალია, საცხოვრებელი უგემოვნოდ გამოიყურება, თუმცა კარგად ჩანს, რომ საკმაოდ ძვირად ფასობს.

რაც შეეხება დავით იაკობაშვილს, "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ის 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელია.

საქართველოში დაბადებული, რუსეთში გამდიდრებული და შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი რუსეთში 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 91-ე ადგილს იკავებს. "პერესტროიკის" პერიოდში მისი მონაგარი მართლაც შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს - 1992 წელს პირველი ავტოსალონი დააარსა, 1993 წელს კი რუსეთში ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი "მიტელიცა" და კაზინო "ჩერი" გახსნა.

იმავე წელს დავით იაკობაშვილი რძისა და წვენების კომპანია "ვიმ ბილ დანი" დააფუძნა, რომლის აქციების გაყიდვამაც რამდენიმე წლის შემდეგ 600 მილიონ დოლარი მოუტანა.

მომზადებულია crimerussia.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა