არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლის ხმა ისმოდა. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, დამნაშავე ავტომატიდან ისროდა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.