ყოფილი პატიმარი გია ფაცურია ვაკეში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ დეტალებს წერს.
ფაცურია კარგად იცნობს მოკლულსაც და ბრალდებულსაც, იგი იხსენებს, რომ მასთან ერთად იჯდა ციხეში ბადრი ნათობაძე და სოსო ჯოხაძე. ფაცურია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლა და მოუგო. იგი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო და სასჯელს 2004 წელს იხდიდა. აი რას წერს ფაცურია სოსო ჯოხაძის მკვლელობასა და ბადრი (ბადუკა) ნათობაძის დაკავებაზე:
"ფაცე, დავრჩები რა პრავერკის ბოლომდე შენ კამერაში, რო დამწვან, გამაკარცერებენ. - მეუბნება ბადუკა (რუსთავის მეორე ზონაში ვარ მე-12 კამერაში და ჩემთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები იშვიათად ყოფენ ცხვირს) - იყავი რა..., ვპასუხობ.
4-კაციანში 2-3 ვართ ჩვეულებრივ. "პრავერკა" თავდება, ვიღაცამ შემოიხედა, ბადუკა მიყავთ და იმის მერე არც მინახია. რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ მშიშარა ნოლმა, საკუთარი ინიციატივით გაბედა სოსოს მოკვლა. თურმე რამდენიმე დღე იყო სახლთან ჩასაფრება. ამ პერიოდის განმავლობაში, ცხადია უსმენდნენ სოსოს ტელეფონს. ბადუკა რო იქ ყოლოდათ მუდმივად, ცხადია ვიღაცას წამალი მოქონდა, ალბათ "ვინტიც", ხოდზე რო ყოფილიყო. ვიღაც მოქმედი პოლიციელ(ებ)ი პერიმეტრს აკონტროლებდენ, შემთხვევით გამვლელ პატრულს ბადუკა რო არ აეგდო და გაეჩხრიკა...
სოსო საქართველოში მაქსიმუმ 3 თვის წინ დაბრუნდა. კრიმპოლის ნასედკებით "დალაგებული" სიტუაცია აირია, რაღან ეს არ იყო "კონტროლირებადი" და ფეხებზე ეკიდა ყალბი ავტორიტეტები, გინდაც სერიული კილერები. პირველ ყოვლისა სანახავია, ვის ყავდა ბადუკა "ოპერატიულ დამუშავებაში" ბოლო პერიოდი. წარმოუდგენელია, მისმა "საახლობლომ" არ იცოდეს, ვინ პოლიციელებთან "ძმაკაცობდა".
ხომ არ იყო ამ ბოლოს დაკავებული და ამ დაკავების რამე დამადასტურებელი მტკიცებულება ხომ არ დარჩა. ანძებიდან მოსახსნელია ინფორმაცია, როგორ მოძრაობდა.
ჩემი აზრით, მოხდა შემდეგი: იცოდნენ, რომ სოსოს ბადუკა ნაცემი ყავდა რაღაც უზრდელობის გამო და თან ამას სიკვდილივით ეშინოდა მისი.
დაიჭირეს სერიოზული "ფაქტით" და უთხრეს - წახვალ 20-წლიანზე ან მოგვაშორებ ჯოხაძეს, იქ მოგივლით, წამალ/ჭამა-სმას არ მოგაკლებთ, მალე გამოგიშვებთ და წახვალ შენ "ძმაკაც" მიშასთან ოდესაში. ცხადია საბოლოოდ მოატყუებენ. ვერ იზამენ ამას. მარა მაგრად არ კიდიათ?
სისტემა ხმარობს ბო...ს და მერე მოისვრის მათ, ნახმარი პრეზერვატივივით. სისტემას დამოუკიდებლების ეშინია. გინდა პოლიტიკაში, გინდა ქუჩაში. სადაც ოდეერს ვერ ჩასვავენ, იმაზე აკანალებთ. ირაკლი ქადაგიძეს (შენიშვნა: კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელი) უეჭველი ეცოდინება, ვინ დაგეგმა და შეასრულა სოსო ჯოხაძეს მკვლელობის სპეცოპერაცია. სპეცია ასეთი სპეცოპერაციების, "სახელმწიფოზე" ტრუპების მირთმევის. 2 გნებავთ? კი ბატონო... კორტების/ვაზაგაშვილის საქმეში როგორ არ მოყვა ვგიჟდები. ახლაც თავისი ხალხი ყავს კრიმპოლში, თავისი დიიდი ბანდის რაღაც ნაწილი და იმიტომ.
ნჯო-ს დამფუძნებელია ეშმაკის მსახური ქადაგიძე, არაა ტრაგიკომედია?
გივი თარგამაძემაც ყველაფერი ზუსტად იცის. იმასაც არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ზაკაზი მაგისგან მოდიოდა. ეგ ხო პოსტსაბჭოთა სივრცის გლავნი ბ...ა და ყველა ნაბ....ის ძმაკაცი", - წერს ფაცურია ფეისბუქის პირად გვერდზე.