პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!" - გიორგი ვარდოსანიძის გულისშემძვრელი ამბავი
"მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!" - გიორგი ვარდოსანიძის გულისშემძვრელი ამბავი

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ეს პოს­ტი გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს პი­რად ტკი­ვილს გვი­ზი­ა­რებს, თუმ­ცა წა­ი­კი­თხეთ ბო­ლომ­დე - ეს უფრო მე­ტია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი ამ­ბა­ვი.

"წერა არა­სო­დეს მე­ხერ­ხე­ბო­და, ყო­ველ­თვის მერ­ჩივ­ნა ჩემი გრძნო­ბე­ბი სი­ტყვით გა­მო­მე­ხა­ტა. არც ეხლა ვიცი იმის და­წე­რას თუ შევ­ძლებ, რაც ჩემ­ში დაგ­როვ­და ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ...

ორი სა­ა­თის წინ ბე­ბია და­ვა­საფ­ლა­ვე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის იმა­ზე მეტი იყო ვიდ­რე ძა­ლი­ან ბევ­რი ჩე­მი­ა­ნი ერ­თად აღე­ბუ­ლი ... ბოლო ბე­ბია რო­მე­ლიც სა­ხე­ზე მყავ­და და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუ­ის მე­გო­ბა­რი ამ ქვე­ყა­ნა­ზე ... არ და­ვი­წყებ იმის მო­ყო­ლას, რამ­ხე­ლა ამა­გი და სიყ­ვა­რუ­ლი ქონ­და

ჩემს მი­მართ ეს ზედ­მე­ტად პი­რა­დუ­ლია და ამით სპე­კუ­ლი­რე­ბას ვერ და­ვი­წყებ. სულ სხვა რამ მინ­და ვთქვა თო­რემ ის რომ ოჯა­ხის წევ­რის და­კარ­გვა მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით.

4 თვე ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს და ყო­ველ­დღე სუს­ტდე­ბო­და ასე რომ უე­ცა­რი ეს ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად არ იყო .

ბებო და­მარ­ცხდა ბრძო­ლა­ში . მთე­ლი გზა ჩუ­მად გა­მო­ვი­ა­რეთ და სახ­ლშიც მდუ­მა­რედ შე­ვე­დით და დაგ­ვხვდა ის რაც უნდა დაგ­ვხვედ­რო­და - სამი

შვი­ლი, რო­მე­ლიც ატი­რე­ბუ­ლი და ქა­ო­ტუ­რი იყო ასე­ვე სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა საქ­მეს აკე­თებ­დნენ ...

ამ ქა­ოს­სა და ტკი­ვილ­ში გახ­ვე­ულს მთა­ვა­რი ჭი­რი­სუ­ფა­ლი და­მა­ვი­წყდა, რომ­ლიც მხო­ლოდ მა­შინ

და­ვა­ფიქ­სი­რე, რო­დე­საც ბე­ბოს სა­ხეს ხელი შე­ე­ხო .. ეს პა­პა­ჩე­მი იყო ..

ადა­მი­ა­ნი რო­მელ­მაც ამ ბე­ბოს­თან ერ­თად სა­მო­ცი წელი ქორ­წი­ნე­ბა­ში და პირ­ვე­ლი

კლა­სი­დან სიყ­ვა­რულ­ში გა­ა­ტა­რა .. ის იმ ღა­მეს სა­ერ­თოდ მარ­ტო დარ­ჩა ..

მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლე­ბის, უმ­რა­ვი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი­სა, ის მა­ინც მარ­ტო დარ­ჩა .

ბე­ბე­რი თი­თე­ბით ბე­ბოს თვა­ლებს უხუ­ჭავ­და და თან იმე­ო­რებ­და " მო­ღა­ლა­ტე ხარ, ესე მარ­ტო რო­გორ დამ­ტო­ვე !!!

ესე მარ­ტო რო­გორ დამ­ყო­ვე "

იმე­ო­რებ­და და თან სა­ხე­ზე ეფე­რე­ბო­და ...

ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცუ­დიც და კარ­გიც მაგ­რამ პირ­ვე­ლად შემ­შურ­და იმა­ზე მე­ტად ვიდ­რე მეტ­კი­ნა ...

თავ­ში ერ­თა­დერ­თი აზრი ამეკ­ვი­ა­ტა.. სი­ბე­რე­ში რო­დე­საც მეც დავ­ხუ­ჭავ თვა­ლებს, ნე­ტავ ჩემს გვერ­დით თუ იჯ­დე­ბა მო­ხუ­ცი ქალი რო­მე­ლიც ამ სი­ტყვებს ამ სი­მარ­თლით მე­ტყვის ან პი­რი­ქით მე თუ ვე­ტყვი მას ....

სახ­ლში სი­ცა­რი­ე­ლემ და­ი­სად­გუ­რა და პა­პას­თვის მარ­ტო­ო­ბის ასი წელი და­ი­წყო ..

თუმ­ცა ის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რია რად­გან მას ასე უყ­ვარ­და და უყ­ვარს ...

ბო­დი­ში ალ­ბათ ამ­დე­ნი სენ­ტი­მენ­ტით თავი მო­გა­წყი­ნეთ თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი რაც

მინ­დო­და ის იყო რომ ესე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მე­სურ­ვა თქვენ­თვის . გა­უბრთხილ­დით

ბე­ბი­ებს და ბა­ბუ­ებს".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!" - გიორგი ვარდოსანიძის გულისშემძვრელი ამბავი

"მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!" - გიორგი ვარდოსანიძის გულისშემძვრელი ამბავი

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის ეს პოსტი გულგრილს არავის დატოვებს. ერთი შეხედვით, თითქოს პირად ტკივილს გვიზიარებს, თუმცა წაიკითხეთ ბოლომდე - ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახური ამბავი.

"წერა არასოდეს მეხერხებოდა, ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა. არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ, რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში ...

ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე, რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული ... ბოლო ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე ... არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამხელა ამაგი და სიყვარული ქონდა

ჩემს მიმართ ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ. სულ სხვა რამ მინდა ვთქვა თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია ეს ყველამ კარგად ვიცით.

4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა ასე რომ უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო .

ბებო დამარცხდა ბრძოლაში . მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის რაც უნდა დაგვხვედროდა - სამი

შვილი, რომელიც ატირებული და ქაოტური იყო ასევე სხვა ოჯახის წევრები რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ ...

ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფალი დამავიწყდა, რომლიც მხოლოდ მაშინ

დავაფიქსირე, როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო .. ეს პაპაჩემი იყო ..

ადამიანი რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი

კლასიდან სიყვარულში გაატარა .. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა ..

მიუხედავად შვილების, უმრავი შვილიშვილების და შვილთაშვილებისა, ის მაინც მარტო დარჩა .

ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა " მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე !!!

ესე მარტო როგორ დამყოვე "

იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა ...

ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად ვიდრე მეტკინა ...

თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა.. სიბერეში როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს, ნეტავ ჩემს გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის ან პირიქით მე თუ ვეტყვი მას ....

სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო ..

თუმცა ის ყველაზე ბედნიერია რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს ...

ბოდიში ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ თუმცა ერთადერთი რაც

მინდოდა ის იყო რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის . გაუბრთხილდით

ბებიებს და ბაბუებს''.