საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი ორ მიზეზზე, თუ რატომ გამოდის ხაინდრავას "ჰეროკტარია" ახლა: "ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს..."
ბიძინა ივანიშვილი ორ მიზეზზე, თუ რატომ გამოდის ხაინდრავას "ჰეროკტარია" ახლა: "ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს..."

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გოგა ხა­ინ­დრა­ვას ფილ­მის "ჰე­რო­კტა­რი­ას" ახლა გა­მოს­ვლას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­რი­ა­ში, რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა მისი იდეა იყო.

"რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძა­ლი­ან მინ­დო­და. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მო­გო­ნი­ლი სა­თა­უ­რია და ხა­ინ­დრა­ვამ ახა­ლი სა­თა­უ­რი გა­უ­კე­თა მას - "ჰე­როკ­რა­ტია". რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ახლა ხდე­ბა - ამას ორი მი­ზე­ზი აქვს. პირ­ვე­ლი ის, რომ დიდი დრო დას­ჭირ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბას. 24-სე­რი­ა­ნი, მას­შტა­ბუ­რი ფილ­მია და დიდი დრო დას­ჭირ­და და და­ემ­თხვა, თო­რემ უფრო ად­რეც შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნე­ბა. ის, რომ დღე­საა და ეს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს იწ­ვევს, თუ რა­ტომ, მე ვფიქ­რობ, რომ კარ­გია. უფრო ადრე რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო, რა­მე­თუ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ცოტა მახ­სოვ­რო­ბას აღგ­ვიდ­გენს, რომ ხალ­ხმა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს და მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბით არ ვი­ცხოვ­როთ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მას­თან იყო შე­კი­თხვე­ბი, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ეს ფილ­მი ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ებს, თუმ­ცა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მინ­სიტრმა იქვე დას­ძი­ნა, რომ "ჩვენ არ ვართ ახალ­გაზ­რდა ჭყინ­ტი ერი". მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ხი­ფა­თო­ე­ბი "ნა­ცე­ბი" არი­ან, "რა­მე­თუ სულ ძა­ლა­ზე იყ­ვნენ მო­მარ­თუ­ლე­ბი".

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტიც ისე­თი­ვე ღა­რი­ბია, რო­გო­რი­ცაა დღეს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა, "მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს დრო უნდა, ამას უნდა აღ­ზრდა, ამას უნდა კარ­გი დაკ­ვირ­ვე­ბა, კარ­გი სე­ლექ­ცია და ა.შ."

"ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ცე­სია, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კა­ში სწო­რად უნდა შე­არ­ჩიო პრო­ექ­ტე­ბი, ასე­ვეა აქაც. მე არ ვი­ტყო­დი, რომ დღეს თეთ­რსა და შავს შო­რის არის არ­ჩე­ვა­ნი, პარ­ტი­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მათ აქვთ ის რე­ი­ტინ­გი, რაც აქვთ. ამა­ში არ არის ჩემი წვლი­ლი არა­ნა­ი­რი. მათ რაც მო­ა­ხერ­ხეს, სა­ზო­გა­დე­ო­ბა ასე აფა­სებს მათ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom

ბიძინა ივანიშვილი ორ მიზეზზე, თუ რატომ გამოდის ხაინდრავას "ჰეროკტარია" ახლა: "ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს..."

ბიძინა ივანიშვილი ორ მიზეზზე, თუ რატომ გამოდის ხაინდრავას "ჰეროკტარია" ახლა: "ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს..."

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკტარიას" ახლა გამოსვლას თავისი მიზეზები აქვს. როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი იდეა იყო.

"რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას - "ჰეროკრატია". რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება - ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24-სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, რამეთუ არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მასთან იყო შეკითხვები, ხომ არ გამოიწვევს ეს ფილმი ქუჩაში აქციებს, თუმცა ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა იქვე დასძინა, რომ "ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი". მისივე განცხადებით, სახიფათოები "ნაცები" არიან, "რამეთუ სულ ძალაზე იყვნენ მომართულები".

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ისტებლიშმენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ისეთივე ღარიბია, როგორიცაა დღეს ჩვენი ეკონომიკა, "მაგრამ ამ ყველაფერს დრო უნდა, ამას უნდა აღზრდა, ამას უნდა კარგი დაკვირვება, კარგი სელექცია და ა.შ."

"ეს ყველაფერი პროცესია, ისევე როგორც ეკონომიკაში სწორად უნდა შეარჩიო პროექტები, ასევეა აქაც. მე არ ვიტყოდი, რომ დღეს თეთრსა და შავს შორის არის არჩევანი, პარტიები არსებობენ, მათ აქვთ ის რეიტინგი, რაც აქვთ. ამაში არ არის ჩემი წვლილი არანაირი. მათ რაც მოახერხეს, საზოგადეობა ასე აფასებს მათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ გინდათ მოლაპარაკება ჩაიშალოს, გაუშვით ირაკლი კობახიძე - ის ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც მომლაპარაკებელმა უნდა გააკეთოს" - ხმალაძე

ოპოზიციური პარტიები ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ