ტატიანა ვაფინა რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და მეზობლები ხშირად გიჟად მოიხსენიებდნენ იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდა ქალმა 11 შვილი გააჩინა და თან წლები უძლებდა მოძალადე ქმარს (იხილეთ სტატია). მაგრამ ყველაზე დიდი გაოცება მაშინ გენახათ, როცა გაიგეს, რომ ტატიანამ არა მარტო ქმართან განქორწინება გადაწყვიტა, არამედ ცოტა ხნის მერე ისიც გამოაცხადა, რომ თხოვდებოდა. თანაც, 15 წლით უმცროს ბიჭზე, რომელსაც არ შეეშინდა წინააღმდეგობების და საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა.
მათ ახლოს გასაცნობად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა, რუსი ჟურნალისტი მათ სახლში ეწვია. შეგიძლიათ მათი სიყვარულის ამბავი მათგანვე მოისმინოთ და ნახოთ - იხილეთ ვიდეო