მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ტელეკომპანია არასდროს ყოფილა
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ტელეკომპანია არასდროს ყოფილა

"რუს­თა­ვი 2"-მა დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა, რომ­ლი­თაც, მათი გან­ცხა­დე­ბით, მტკიც­დე­ბა, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­კუთ­რე­ბა­ში "რუს­თა­ვი 2" არას­დროს ყო­ფი­ლა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტი 2010 წლის 4 თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა და ის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ქი­ბარ ხალ­ვაშს შო­რის შე­თან­ხმე­ბას მო­ი­ცავს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტი 5 პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა - ერთი მხრივ, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (დაბ. 06.11.1973 მის C/o Thierry Levy, 92 Rue de Vatenne, 75007 Paris, France) და მე­ო­რე მხრივ, ქი­ბარ ხალ­ვა­ში (დაბ. 20.05.1963 მის. C/o Giorgobiani, waltoper platz8, 12207 Berlin, Germany) წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბით ადას­ტუ­რე­ბენ ადრე და­დე­ბულ ზე­პირ შე­თან­ხმე­ბებს, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო იდე­ბო­და მხა­რე­ებს შო­რის. კერ­ძოდ:

1. მხა­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გა­სულ 5 (ხუთი) წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან და მას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა­გან მი­ი­ღო 7 700 000 ( შვი­დი მი­ლი­ონ შვი­და­სი ათა­სი) ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი სეს­ხის სა­ხით. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის დას­ტუ­რად ქი­ბარ ხალ­ვა­ში თან­ხმდე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ თან­ხას წლი­უ­რი 10%-იან სარ­გე­ბელ­თან ერ­თად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს სრუ­ლად უკან და­უბ­რუ­ნებს ამ უკა­ნას­კნე­ლის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად არა­უგ­ვი­ა­ნეს 2015 წლის 1-ლი იან­ვრი­სა (არა­უ­მე­ტეს 1 540 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი­სა ყო­ველ­წლი­უ­რად. პლუს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცენ­ტის და­მა­ტე­ბით, პრო­ცენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა აით­ვლე­ბა 2008 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან და გა­მო­ით­ვლე­ბა სრუ­ლი თან­ხი­დან)

2. მხა­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­ხე­ლი­თა და მეშ­ვე­ო­ბით (აგ­რეთ­ვე ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში და კონ­ტროლ­ქვეშ მყო­ფი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით) შე­ძე­ნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ მყო­ფი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის 100%-იანი წილი, რომ­ლის გა­რი­გე­ბე­ბიც სრუ­ლად იქნა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ. ქი­ბარ ხალ­ვა­ში ადას­ტუ­რებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის" შე­სა­ძე­ნად და­დე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­რი­გე­ბა­ში წარ­მო­ად­გენ­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ნო­მი­ნი­რე­ბულ პირს და მოქ­მე­დებ­და მისი სა­ხე­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ზე," მის წი­ლებ­ზე, აქ­ტი­ვებ­ზე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­ზე, მის წილ­თა შემ­ძენ კომ­პა­ნი­ებ­ზე, "რუს­თა­ვი 2-ის" მე­სა­კუთ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა პრე­ტენ­ზი­ა­ზე, მო­თხოვ­ნა­ზე, სარ­გე­ბელ­ზე, მი­სა­ღებ­ზე (reccivables) სა­კუთ­რე­ბის და მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბე­ბი ეკუთ­ვნის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს. ქი­ბარ ხალ­ვა­ში არ იმოქ­მე­დებს "რუს­თა­ვი 2-თან" და­კავ­ში­რე­ბულ არც ერთ სა­კი­თხში ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. ქი­ბარ ხალ­ვა­ში წი­ნამ­დე­ბა­რე პუნ­ქტის დარ­ღვე­ვის ან სა­და­ოდ გახ­დის შემ­თხვე­ვა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს კომ­პენ­სა­ცი­ის (ჯა­რი­მის) სა­ხით გა­და­უ­ხა­დოს 7 000 000 (შვი­დი მი­ლი­ო­ნი) ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი.

3. ამ შე­თან­ხმე­ბის ირ­გვლივ წარ­მოქ­მნი­ლი და­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ე­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ის (ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ჩათ­ვლით) არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა აქვს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს. ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ და­ვის ინი­ცი­რე­ბი­სას, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ იუ­რის­დიქ­ცი­ის არ­ჩევ­ნებ­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში (შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან 30 დღის გას­ვლის შემ­დეგ) იუ­რის­დიქ­ცი­ად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო ქ. პა­რიზ­ში (არ­ბიტ­რა­ჟის პრო­ცე­დუ­რე­ბი წარ­მო­ებს International Chamber of Commerce წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად)

4. ყო­ველ­გვა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი.

5. შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ნი­ლია ქარ­თულ ენა­ზე სამი თა­ნა­ბა­რი ძა­ლის მქო­ნე ეგ­ზემპლა­რად", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის აუ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. ის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ქი­ბარ ხალ­ვა­შის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის და­წყე­ბას აპი­რებს.

"ქი­ბარ ხალ­ვაშს არას­დროს არა­ფე­რი ეკუთ­ვნო­და, მისი არას­დროს არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ამ შემ­თხვე­ვა­ში "რუს­თა­ვი 2"-ს ვგუ­ლის­ხმობ. ასე­თი დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს და ვა­დას­ტუ­რებ", - გა­ნუ­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ტელეკომპანია არასდროს ყოფილა

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ტელეკომპანია არასდროს ყოფილა

"რუსთავი 2"-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც, მათი განცხადებით, მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში "რუსთავი 2" არასდროს ყოფილა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება - ერთი მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი (დაბ. 06.11.1973 მის C/o Thierry Levy, 92 Rue de Vatenne, 75007 Paris, France) და მეორე მხრივ, ქიბარ ხალვაში (დაბ. 20.05.1963 მის. C/o Giorgobiani, waltoper platz8, 12207 Berlin, Germany) წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით ადასტურებენ ადრე დადებულ ზეპირ შეთანხმებებს, რომლებიც დროდადრო იდებოდა მხარეებს შორის. კერძოდ:

1. მხარეები ადასტურებენ, რომ გასულ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისაგან მიიღო 7 700 000 ( შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნულ თანხას წლიური 10%-იან სარგებელთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს სრულად უკან დაუბრუნებს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 1-ლი იანვრისა (არაუმეტეს 1 540 000 ამერიკული დოლარისა ყოველწლიურად. პლუს ზემოაღნიშნული პროცენტის დამატებით, პროცენტის რაოდენობა აითვლება 2008 წლის 4 თებერვლიდან და გამოითვლება სრული თანხიდან)

2. მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის" შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე," მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადაოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი.

3. ამ შეთანხმების ირგვლივ წარმოქმნილი დავების შესახებ სასამართლოების იურისდიქციის (ნებისმიერი ქვეყნის ჩათვლით) არჩევის უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაშის მიერ დავის ინიცირებისას, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იურისდიქციის არჩევნებზე უარის თქმის შემთხვევაში (შეტყობინებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) იურისდიქციად განისაზღვრება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ქ. პარიზში (არბიტრაჟის პროცედურები წარმოებს International Chamber of Commerce წესების შესაბამისად)

4. ყოველგვარი შეტყობინებებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ შემთხვევაში მითითებული მისამართები.

5. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე სამი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის უახლოეს პერიოდში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ", - განუცხადა ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი