სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის
"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის

ფეხ­ბურ­თე­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წა­ვი­და. "ქა­ი­სე­რის­ფო­რის" 33 წლის მცველ­მა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა ერთი თვის წინ და­ას­რუ­ლა. ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"16 წელი იმ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს და რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში არა­ერთ სა­ხე­ლო­ვან გუნდში მო­მი­წია თა­მა­ში, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში იყო. 93-ჯერ მო­ვირ­გე ეროვ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რი და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბო­და. იყო წარ­მა­ტე­ბე­ბიც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ა­მა­ყოა, რო­დე­საც შენ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს, თა­ნა­გუნ­დელს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მო­მი­წია მრა­ვა­ლი წლის გა­ტა­რე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბრძო­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს, რო­მელ­თა თა­ნად­გო­მას და სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი და ეს მაძ­ლი­ე­რებ­და. დღე­ი­დან უკვე მეც გულ­შე­მატ­კივ­რის რიგ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლებ და იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა ერ­თად გავ­ხდე­ბით მოწ­მე ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის იმ დიდი წარ­მა­ტე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა ასე ვე­ლო­დე­ბით!", - წერს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა 1999 წლი­დან და­ი­წყო და მას შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რით სულ 91 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა.

კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს უთა­მა­შია თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში", "რე­ინ­ჯერსში", "ბლექ­ბერნ­ში", "ნი­უ­კასლსა" და "რე­დინ­გში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის

"დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ" - ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთიდან მიდის

ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი აქტიური სპორტიდან წავიდა. "ქაისერისფორის" 33 წლის მცველმა  სანაკრებო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა. ხიზანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს:

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!", - წერს ფეხბურთელი.

ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს