მეწყერი სარფში: გადაკეტილი ცენტრალური გზა, დატბორილი სახლები და ეზოები

მეწყერი სარფში: გადაკეტილი ცენტრალური გზა, დატბორილი სახლები და ეზოები

ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა გონიოსა და სარფში მოძრაობა შეაფერხა. მეწყრული პროცესების განვითარების გამო სარფი-ბათუმის ცენტრალური გზა ერთი საათით ჩაიკეტა. წვიმის შედეგად დაიტბორა ახალსოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო. მიწის მასის ჩამოწოლის გამო ერთი ოჯახის ევაკუაციაც განხორციელდა. დატბორვის შედეგად მოსახლეობას ავეჯი დაუზიანდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილი გაუფუჭდა. გონიოში მცხოვრებლები სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ.

სამაშველო სამსახური დატბორილი ეზოებისა და სარდაფების ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მარტვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განაცხადა, მეწყრისა და დატბორვების შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფრხვრელად 60 მაშველი მუშაობს:

"უეცრად მოსულმა წვიმის ნალექმა გამოიწვია გონიო-სარფი-ახალსოფლის დატბორვა. სარფსა და კვარიათში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია ბათუმი-სარფის მონაკვეთის სავალი გზის გადაკეტვა ერთი საათით. მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. მობილიზებულია რვა ერთეული სახანძრო სამაშველო ტექნიკა და 60-მდე მაშველი", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმსა და სარფში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა