სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის კომენტარი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე
ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის კომენტარი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე

სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ნა­თო­ბა­ძე აცხა­დებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ნა­თო­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, ის არ არის და არც ცე­ცხლა­სას­რო­ლი ია­რა­ღი ჰქო­ნია. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და "მზი­უ­რის" პარკში.

"უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. მე­ო­რეც, არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ამო­უ­ღი­ათ ჩემი და­კა­ვე­ბი­სას. უბ­რა­ლოდ გა­მა­ჩე­რეს, ერთი სა­ა­თი ვი­ყა­ვი ტყე­ში და მერე გა­ვარ­კვიე ყვე­ლა­ფე­რი", - აღ­ნიშ­ნა და­კა­ვე­ბულ­მა. ბრალ­დე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლეს ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბაც ჩვე­ნა, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბი­სას მი­ა­ყე­ნეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ვა­კე­ში, სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი ნა­თო­ბა­ძეს აღ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცეს­ზე ად­ვო­კატ­მა ლე­ვან პა­ტარ­ქა­ლიშ­ვილ­მა და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი­სათ­ვის 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სხდო­მა 25 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ნ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვა­კის რა­ი­ონ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ჩ-ს. ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ერთი დაჭ­რი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე - გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის კომენტარი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის კომენტარი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ნათობაძემ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც გავრცელდა, ის არ არის და არც ცეცხლასასროლი იარაღი ჰქონია. ბრალდებულის განცხადებით, მისი დაკავება მოხდა "მზიურის" პარკში.

"უდანაშაულო ვარ. მეორეც, არანაირი იარაღი არ ამოუღიათ ჩემი დაკავებისას. უბრალოდ გამაჩერეს, ერთი საათი ვიყავი ტყეში და მერე გავარკვიე ყველაფერი", - აღნიშნა დაკავებულმა. ბრალდებულმა პროცესზე მოსამართლეს ხელზე დაზიანებაც ჩვენა, რომელიც მისი მტკიცებით, დაკავებისას მიაყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ადვოკატმა ლევან პატარქალიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომა 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ