სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი
"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი

ფოტო ძვე­ლია, რამ­დენ­გან­მე შე­ლა­ხუ­ლიც, მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი პა­ტა­რა ბიჭი ცხოვ­რე­ბის ას­პა­რეზ­ზე გას­ვლას ის ის იყო აპი­რებ­და, წინ ბევ­რი გეგ­მა და იმე­დი იყო, მაგ­რამ...

დღეს უკვე აღარც ახ­სოვს, რამ­დე­ნი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, - ოცამ­დე ან მეტი და ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ის­თვის, დე­და­მისს სა­ხელ­მწი­ფოს ერთი უწყე­ბი­დან მე­ო­რე­ში და­უს­რუ­ლებ­ლად უწევ­და სი­ა­რუ­ლი, რათა და­ფი­ნან­სე­ბა მი­ე­ღო. ასე­თია ომის გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში დაჭ­რილ ლე­ვან ბლუ­იშ­ვილს ცხოვ­რე­ბამ გა­მო­უ­ტა­ნა. მას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 17 ტყვია მოხ­ვდა და სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. ომის ვე­ტე­რა­ნი აფხა­ზეთ­ში 19 წლი­სა წა­ვი­და და ერთ-ერთი შე­ტა­კე­ბის დროს, სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. მკვდა­რი ეგო­ნათ და გაგ­რის მორ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა სწო­რედ მორ­გში მი­აგ­ნეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ზოგი - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გიც - სა­ზღვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, თურ­ქეთ­ში. კი­დევ ერთი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ან­კა­რის სამ­ხედ­რო კლი­ნი­კა "გა­თა­ში" უნდა გა­უ­კე­თონ, ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად თურ­ქუ­ლი კლი­ნი­კა ფა­რავს, მაგ­რამ დაჭ­რი­ლი მე­ომ­რის დე­დას, იმ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ხარ­ჯე­ბის­თვის უწევს ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს...

მარ­ცხე­ნა ხელი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, თა­ვი­სუფ­ლად ვერც მარ­ჯვე­ნას ამოძ­რა­ვებს, პე­რი­ო­დუ­ლად ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, რათა თი­თე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა შეძ­ლოს. თურ­ქეთ­ში სექ­ტემ­ბერ­ში ელო­დე­ბი­ან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტო­ბენ და ლე­ვა­ნის დედა უკვე მე­რამ­დე­ნე თვეა კა­ბი­ნე­ტი­დან კა­ბი­ნეტ­ში და­დის და იქი­დან მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი და­პი­რე­ბე­ბით გა­მო­დის.

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წვი­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კოჭ­ლო­ბით, მაგ­რამ მა­ინც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა, მაგ­რამ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ვინ­მეს დე­ტა­ლუ­რად მო­უყ­ვეს. თუმ­ცა დედა არ ის­ვე­ნებს - "მე ყო­ველ­თვის არ ვე­ყო­ლე­ბი ჩემს შვილს, ამი­ტომ ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, მინ­და, ის ერთი ხელი მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს, რომ სა­მა­რე­ში არ ჩამ­ყვეს იმის დარ­დი, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით პურ­საც ვერ და­იჭ­რის..." - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი:

- 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო. ბი­ჭებ­მა მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით და ქვეყ­ნის დაც­ვა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა. მა­შინ სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვიც­დი­დით სამ­შობ­ლოს, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით ალა­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ქვე­ნა გრძნო­ბის გა­რე­შე ვი­ყა­ვით გან­მსჭვა­ლულ­ნი და მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ვი­საც მკლავ­ში ძალა ჰქონ­და, უნდა წა­სუ­ლი­ყო, მერე ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლებ­ში თა­მა­მად რომ შეგ­ვე­ხე­და.

ასე ბევ­რი წა­ვი­და აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ ომის სი­სას­ტი­კემ რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რად დაგ­ვა­ნახ­ვა. ომში, "შავ­ნა­ბა­დას" ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წა­ვე­დი... მახ­სოვს, გამ­თე­ნი­ი­სას გე­მით გან­თი­ად­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. 3 სა­ა­თი ვცდი­ლობ­დით შეს­ვლას. იქ აფხა­ზუ­რი მხა­რის დიდი ძა­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ. გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გაგ­რის ბა­ტა­ლი­ო­ნი და "ლე­სე­ლი­ძის საძ­მო" (თუ არ ვცდე­ბი, ასე ერ­ქვა ლე­სე­ლი­ძე­ლე­ბის ერთ-ერთ შე­ნა­ერ­თს) შე­მოგ­ვეშ­ვე­ლა, თან აფხა­ზებს ჩვენ­ზე უა­რე­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბა ჰქონ­დათ. ომის და­წყე­ბი­დან პირ­ველ დღე­ებ­ში ია­რა­ღი­სა და ტყვი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა არ გვიგ­რძნია, მაგ­რამ შემ­დეგ, როცა ბრძო­ლე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და, პრობ­ლე­მე­ბიც და­ი­წყო. როცა ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი იწყე­ბო­და,

მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­სა­გე­რი­ებ­ლად, ტყვია-წა­მა­ლი არ გვყოფ­ნი­და...

სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­მო­ბა ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა იყო. ერთხელ მახ­სოვს, იყო შემ­თხვე­ვა, როცა კოლ­ხი­და­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე ავი­ღეთ, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი, ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის შემ­დეგ პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვეთ ისე, რომ ერთი კაცი არ დაგ­ვი­კარ­გავს, თუმ­ცა რამ­დენ­ჯერ­მე უკან და­ხე­ვამ მოგ­ვი­წია, ამ დროს კი მსხვერ­პლი ყო­ველ­თვის დი­დია... უჭ­მე­ლო­ბა, უძი­ლო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი თა­ვი­სას შვრე­ბო­და, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად მა­ინც არ დავ­ცე­მულ­ვართ. ყო­ველ­დღე ვა­წყდე­ბო­დით ხელ­მძღვა­ნელ­თა შეც­დო­მებ­სა და გა­უ­აზ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი

"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი

ფოტო ძველია, რამდენგანმე შელახულიც, მასზე აღბეჭდილი პატარა ბიჭი ცხოვრების ასპარეზზე გასვლას ის ის იყო აპირებდა, წინ ბევრი გეგმა და იმედი იყო, მაგრამ...

დღეს უკვე აღარც ახსოვს, რამდენი ოპერაციის გაკეთება მოუწია აფხაზეთის ომის შემდეგ, - ოცამდე ან მეტი და ყველა ოპერაციისთვის, დედამისს სახელმწიფოს ერთი უწყებიდან მეორეში დაუსრულებლად უწევდა სიარული, რათა დაფინანსება მიეღო. ასეთია ომის განაჩენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ ლევან ბლუიშვილს ცხოვრებამ გამოუტანა. მას მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ომის ვეტერანი აფხაზეთში 19 წლისა წავიდა და ერთ-ერთი შეტაკების დროს, სასიკვდილოდ დაიჭრა. მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაიყვანეს, თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მას შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ზოგი - საქართველოში, ზოგიც - საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში. კიდევ ერთი სჭირდება, რომელიც ანკარის სამხედრო კლინიკა "გათაში" უნდა გაუკეთონ, ხარჯებს მთლიანად თურქული კლინიკა ფარავს, მაგრამ დაჭრილი მეომრის დედას, იმ საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის უწევს ბრძოლა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს...

მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს, პერიოდულად ოპერაცია სჭირდება, რათა თითების ამოძრავება შეძლოს. თურქეთში სექტემბერში ელოდებიან, მაგრამ საქართველოში ტრადიციას არ ღალატობენ და ლევანის დედა უკვე მერამდენე თვეა კაბინეტიდან კაბინეტში დადის და იქიდან მხოლოდ ცარიელი დაპირებებით გამოდის.

დაზიანებული წვივების მიუხედავად, კოჭლობით, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად გადაადგილდება, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას საკუთარ პრობლემებზე ვინმეს დეტალურად მოუყვეს. თუმცა დედა არ ისვენებს - "მე ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს, ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, ის ერთი ხელი მაინც შეუნარჩუნდეს, რომ სამარეში არ ჩამყვეს იმის დარდი, რომ საკუთარი ხელით პურსაც ვერ დაიჭრის..." - გვითხრა ქალბატონმა ზაირა ბლუიშვილმა.

ლევან ბლუიშვილი:

- 19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე ვიყავით განმსჭვალულნი და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა.

ასე ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახვა. ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძის საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ. ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იარაღისა და ტყვიის ნაკლებობა არ გვიგრძნია, მაგრამ შემდეგ, როცა ბრძოლები აქტიურ ფაზაში შევიდა, პრობლემებიც დაიწყო. როცა ინტენსიური შეტაკებები იწყებოდა,

მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად, ტყვია-წამალი არ გვყოფნიდა...

სტრატეგიული ადგილების დათმობა ყველაზე დიდი უბედურება იყო. ერთხელ მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა კოლხიდაში სტრატეგიული სიმაღლე ავიღეთ, რამდენიმესაათიანი უმძიმესი, ორმხრივი სროლების შემდეგ პოზიცია დავიკავეთ ისე, რომ ერთი კაცი არ დაგვიკარგავს, თუმცა რამდენჯერმე უკან დახევამ მოგვიწია, ამ დროს კი მსხვერპლი ყოველთვის დიდია... უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვრებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთა შეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა.

გაგრძელება

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"