პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიზნესდაჯილდოება 2016" - "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი, რომელმაც დამწყებ ბიზნესმენებს ერთად მოუყარა თავი
"ბიზნესდაჯილდოება 2016" - "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი, რომელმაც დამწყებ ბიზნესმენებს ერთად მოუყარა თავი

"გა­ა­ზი­ა­რე წარ­მა­ტე­ბა" - ეს არის სლო­გა­ნი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­ბი­სი ბან­კმა "ჯე­ო­სელ­თან" ერ­თად წარ­მო­ად­გი­ნა. პრო­ექ­ტმა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბაა, უამ­რავ ახალ­გაზ­რდა, დამ­წყებ ბიზ­ნეს­მენს მო­უ­ყა­რა თავი.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ბიზ­ნეს­და­ჯიდ­ლო­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს წა­ა­ხა­ლი­სოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მის­ცეს მათ მო­ტი­ვა­ცია, რომ კი­დევ უფრო მეტს მი­აღ­წი­ონ; ხოლო, მე­ო­რეს მხრივ, სხვებს მი­ე­ცეთ სტი­მუ­ლი და ინ­სპი­რა­ცია, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი.

თი­ბი­სი ბან­კი­სა და ჯე­ო­სე­ლის ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტში "ბიზ­ნეს­და­ჯიდ­ლო­ე­ბა 2016" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად 523 კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და. ფი­ნა­ლის­ტე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­სა­ხელ­დე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კი ნო­ემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ექვს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან - "ხალ­ხის რჩე­უ­ლი", "ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი", "ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი", "მცი­რე ბიზ­ნე­სი", "აგ­რო­ბიზ­ნე­სი", "ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი". ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ზვი­ად ცი­კო­ლი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის შექ­მნილ სიმ­ბო­ლურ პრიზს მი­ი­ღებს.

ერთ სივ­რცე­ში, ერთი მიზ­ნის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016"-ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 2 სექ­ტემ­ბერს სას­ტუმ­რო "რუმ­სის" ეზო­ში თი­ბი­სი ბან­კმა შეკ­რი­ბა.

"ბიზ­ნეს­და­ჯიდ­ლო­ე­ბა 2016"-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, პრო­ექ­ტი ხელს უწყობს დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და არა მარ­ტო მათ, გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი, მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას და ეს წარ­მა­ტე­ბა სხვებს გა­უ­ზი­ა­რონ.

ნიკა ქურ­დი­ა­ნი, თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: "გვინ­და, რომ ბიზ­ნე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. ახლა არა, მაგ­რამ წლე­ბის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს ეგო­ნა, რომ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩვენ კი­დევ პი­რი­ქით, გგვო­ნია, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ძალა არის მცი­რე, სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი და ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას რა­ღაც­ნა­ი­რად ძა­ლას შე­მა­ტებს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია წარ­მა­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვა­კე­თოთ ერ­თად მა­გა­რი საქ­მე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის. სწო­რედ ამის გამო გვქონ­და შუ­ა­ლე­დუ­რი შეკ­რე­ბა, სა­დაც მო­ვიწ­ვი­ეთ ყვე­ლა, 523 მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნია თა­ვი­სი გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად. 6 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან, ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნო­მი­ნა­ცი­აა, "ხალ­ხის რჩე­უ­ლი", რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ჯა­რო ხმის მი­ცე­მის პრინ­ცი­პით გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რად­გან ჩვენ არც ფუ­ლა­დი ჯილ­დო გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი და არც რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზი, გვაქვს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, ზვი­ად ცი­კო­ლი­ამ გა­ა­კე­თა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მთა­ვა­რი არ არის გა­მარ­ჯვე­ბა, მთა­ვა­რია, რომ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით და კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ.

პა­ველ სმა­ლინ­სკი, ჯე­ო­სე­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: "მინ­და აღ­ვნიშ­ნო, თუ რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ­დე­ნი კომ­პა­ნია იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა და სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, ეს სხვე­ბის­თვის კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცი­ის სა­წინ­და­რია, ამ­დე­ნად ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამ პრო­ექ­ტში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მო­მენ­ტი­დან უკვე ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ 6 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან ერთ-ერთი არის "წლის ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი", ჩვენ და­ვა­ჯილ­დო­ვებთ ამ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბულს. ჩვენ­თვის, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ურ პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის, ინო­ვა­ცი­ე­ბის თემა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე: "ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იმ გა­გე­ბით, რომ ერთ სივ­ცე­ში შე­იკ­რი­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 მე­წარ­მე, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნო­ლი­დან შექ­მნეს თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი, ანუ იდე­ი­დან შექ­მნეს კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან მი­ლი­არდ ნა­ხევ­რი­ან ბრუნ­ვას ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში.

თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი შე­იკ­რიბ­ნენ და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თად ყოფ­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველს ქმნის იმი­ტომ, რომ მე­წარ­მე­ო­ბა არ ვი­თარ­დე­ბა ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში და სწო­რედ ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, მოხ­დეს ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა. თი­ბი­სი ბან­კი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს ასეთ ადა­მი­ა­ნებს მხა­რი და­უ­ჭი­როს იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­შია.

სოფო ფი­ლი­ე­ვი, "აქსა მე­დი­ქა­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, "ბიზ­ნეს­და­ჯიდ­ლო­ე­ბა 2016"-ის მო­ნა­წი­ლე: "ჩვე­ნი კლი­ნი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბრი­ტა­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის მო­დელ­ზე. ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც მთა­ვა­რია ზრუნ­ვა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ქვე­ყა­ნა­ში და­ნერ­გი­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა სხვებ­მაც გა­ი­გონ. მა­თაც მი­ე­ცეთ მო­ტი­ვა­ცია და კარ­გი საქ­მე აკე­თონ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ბიზნესდაჯილდოება 2016" - "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი, რომელმაც დამწყებ ბიზნესმენებს ერთად მოუყარა თავი

"ბიზნესდაჯილდოება 2016" - "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი, რომელმაც დამწყებ ბიზნესმენებს ერთად მოუყარა თავი

"გააზიარე წარმატება" - ეს არის სლოგანი ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების, რომელიც საქართველოში თიბისი ბანკმა "ჯეოსელთან" ერთად წარმოადგინა. პროექტმა, რომლის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, უამრავ ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენს მოუყარა თავი.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ბიზნესდაჯიდლოება მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; ხოლო, მეორეს მხრივ, სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში "ბიზნესდაჯიდლოება 2016" მონაწილეობის მისაღებად 523 კომპანია დარეგისტრირდა. ფინალისტები უახლოეს დღეებში დასახელდება, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი ნოემბერში გაიმართება.

გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან - "ხალხის რჩეული", "ინოვაციური ბიზნესი", "ტურისტული ბიზნესი", "მცირე ბიზნესი", "აგრობიზნესი", "ქართული პროდუქტი". ყველა გამარჯვებული ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ სიმბოლურ პრიზს მიიღებს.

ერთ სივრცეში, ერთი მიზნისთვის გაერთიანებული "ბიზნესდაჯილდოება 2016"-ის მონაწილეები 2 სექტემბერს სასტუმრო "რუმსის" ეზოში თიბისი ბანკმა შეკრიბა.

"ბიზნესდაჯიდლოება 2016"-ის ორგანიზატორების თქმით, პროექტი ხელს უწყობს დამწყებ ბიზნესმენებსა და არა მარტო მათ, განავითარონ თავიანთი ბიზნესი, მიაღწიონ წარმატებას და ეს წარმატება სხვებს გაუზიარონ.

ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: "გვინდა, რომ ბიზნესის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ახლა არა, მაგრამ წლების წინ, საქართველოში ხალხს ეგონა, რომ ბიზნესის კეთება არ არის პოპულარული, ჩვენ კიდევ პირიქით, გგვონია, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ძალა არის მცირე, საშუალო ბიზნესი და ყველა ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას რაღაცნაირად ძალას შემატებს.

"ჩვენი მიზანია წარმატების პოპულარიზაცია, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ვაკეთოთ ერთად მაგარი საქმე ქვეყნის ეკონომიკისთვის. სწორედ ამის გამო გვქონდა შუალედური შეკრება, სადაც მოვიწვიეთ ყველა, 523 მონაწილე კომპანია თავისი გუნდის წევრებთან ერთად. 6 ნომინაციიდან, ერთი ძალიან საინტერესო ნომინაციაა, "ხალხის რჩეული", რომლის გამარჯვებული სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

"მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან ჩვენ არც ფულადი ჯილდო გვაქვს დაწესებული და არც რამე განსაკუთრებული პრიზი, გვაქვს სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ გააკეთა. ამ ყველაფერში მთავარი არ არის გამარჯვება, მთავარია, რომ შემოქმედი ადამიანები გავერთიანდით და კარგ საქმეს ვაკეთებთ.

პაველ სმალინსკი, ჯეოსელის გენერალური დირექტორი: "მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ სასიხარულოა, რომ ამდენი კომპანია იღებს მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წარმატების აღიარება და სხვებისთვის გაზიარება, ეს სხვებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის საწინდარია, ამდენად ჩვენი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროექტში, მონაწილეობის მიღების მომენტიდან უკვე ყველა გამარჯვებულია. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ 6 ნომინაციიდან ერთ-ერთი არის "წლის ინოვაციური ბიზნესი", ჩვენ დავაჯილდოვებთ ამ ნომინაციის გამარჯვებულს. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული კომპანიისთვის, ინოვაციების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "ეს არის უნიკალური პროექტი იმ გაგებით, რომ ერთ სივცეში შეიკრიბა დაახლოებით 600 მეწარმე, ადამიანები, რომლებმაც ნოლიდან შექმნეს თავიანთი ბიზნესი, ანუ იდეიდან შექმნეს კომპანიები, რომლებიც წარმოების სფეროში მოღვაწეობენ. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები ქმნიან მილიარდ ნახევრიან ბრუნვას ქართულ ეკონომიკაში.

თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი შეიკრიბნენ და ამ ადამიანების ერთად ყოფნა აბსოლუტურად ახალი მიმართულების გაჩენის საფუძველს ქმნის იმიტომ, რომ მეწარმეობა არ ვითარდება ჩაკეტილ სივრცეში, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ერთმანეთთან კავშირში და სწორედ ასეთი ღონისძიება იძლევა საშუალებას, მოხდეს ახალი იდეების გენერირება. თიბისი ბანკი ვალდებულებას იღებს ასეთ ადამიანებს მხარი დაუჭიროს იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ასეთი ადამიანების ხელშია.

სოფო ფილიევი, "აქსა მედიქალის" წარმომადგენელი, "ბიზნესდაჯიდლოება 2016"-ის მონაწილე: "ჩვენი კლინიკა დაფუძნებულია ბრიტანული ჯანდაცვის მოდელზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, რაც მთავარია ზრუნვა პაციენტების ჯანმრთელობაზე და ქვეყანაში დანერგილი ინოვაციური სტანდარტების მკაცრი კონტროლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და მონაწილეობის მიზანი არის ის, რომ ჩვენი წარმატება სხვებმაც გაიგონ. მათაც მიეცეთ მოტივაცია და კარგი საქმე აკეთონ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი