პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ვაჩიანში დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სოფელ ვაჩიანში დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში დე­დი­სა და 3 შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­უ­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ა.-მ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და აცხა­დე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

მკვლე­ლო­ბა ახალ­ქა­ლა­ქის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში 2016 წლის 10 ივ­ლისს მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ ა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ ა.-მ ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში, ქურ­დო­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­აღ­წია. სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა იგი შე­ნიშ­ნეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის გა­მოც ნო­დარ ა.-მ მათ თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დედა და მისი 2 შვი­ლი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლში ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­გუდ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სოფელ ვაჩიანში დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სოფელ ვაჩიანში დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დედისა და 3 შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მკვლელობა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 2016 წლის 10 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს