პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწაში ნახევრად ჩამალული სასახლე - დღემდე უცნობი ფაქტები თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაზე
მიწაში ნახევრად ჩამალული სასახლე - დღემდე უცნობი ფაქტები თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაზე

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხეს იც­ვლი­ან ქვეყ­ნე­ბი და ქა­ლა­ქე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ახალ-ახალ და უჩ­ვე­უ­ლო შე­ნო­ბებს აპ­რო­ექ­ტე­ბენ, უქ­ვემ­დე­ბა­რე­ბენ ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­ის ახალ კა­ნო­ნებს. მა­გა­ლი­თად, შე­ნო­ბებ­ზე მონ­ტაჟ­დე­ბა მზის ელე­მენ­ტე­ბი და ენერ­გი­ის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი და ფა­სა­დე­ბი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა უკვე დრო­მოჭ­მუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის­გან. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ფა­სად­ზე გა­შე­ნე­ბულ ცო­ცხალ ბაღს, შუ­შის სახ­ლებს, სფე­რო­სა და სხვა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ფორ­მის შე­ნო­ბებს. პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა და უკვე აღა­რა­ვის აინ­ტე­რე­სებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ტო­ნის "ყუ­თე­ბი".

სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი ამ ყვე­ლაფ­რის­გან ძალ­ზე შორს არის. ჩვენ­თან გა­ჩა­ღე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და­უ­გეგ­მა­ვი და ქა­ო­სუ­რია. პროგ­რე­სი დღე­ვან­დე­ლი ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში არ არ­სე­ბობს... დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ივ­სე­ბა ახალ-ახა­ლი შე­ნო­ბე­ბით. სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­ოც­რად მჭიდ­როდ აგე­ბენ... სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აც გა­მოდ­გე­ბა, სა­დაც არა­თუ ცხოვ­რე­ბა, სუნ­თქვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. უძ­ვე­ლე­სი, გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­ნო­ბა - სპორ­ტის სა­სახ­ლე მთლი­ა­ნად ჩა­ი­კარ­გა.

აი, რას ამ­ბობს არ­ქი­ტექ­ტო­რი, და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე:

- თბი­ლის­ში არ­სე­ბობს სხვა სა­მა­გა­ლი­თო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის არა­ერ­თი ეტა­ლო­ნი, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მათ­გან ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბაა. ეს­თე­ტი­კურ ნი­შანს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ამ ახა­ლი უბ­ნის არა­ნორ­მა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რაა, დარ­ღვე­უ­ლია სა­ნი­ტა­რი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მა. ამის აღ­სა­წე­რად გა­მოგ­ვად­გე­ბა ერთი მოქ­ნი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი - ურ­ბო­ცი­დი (ურ­ბა­ნუ­ლი გე­ნო­ცი­დი)!

სპორ­ტის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 1957 წელს და­ი­წყო და 1961 წელს დას­რულ­და; მას არ­ქი­ტექ­ტო­რი ლადო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, თა­ნა­ავ­ტო­რებ­თან (იური კას­რა­ძე და და­ვით ქა­ჯა­ია) ერ­თად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ლადო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი რე­ჟი­სორ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის მე­უღ­ლე გახ­ლდათ, ამი­ტომ ქალ­ბა­ტონ ლა­ნას დღეს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­ლი­სა და გა­ხედ­ვის სურ­ვი­ლიც არა აქვს.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე:

- არ­ქი­ტექ­ტო­რის წარ­მა­ტე­ბა ისაა, როცა მისი ქმნი­ლე­ბა რე­ა­ლურ სივ­რცეს­თა­ნაა შერ­წყმუ­ლი, რად­გა­ნაც ცალ­კე ნა­გე­ბო­ბა არ არ­სე­ბობს. ლადო არას­დროს აა­შე­ნებ­და ასეთ ად­გი­ლას სპორ­ტის სა­სახ­ლეს, რო­გო­რა­დაც დღეს ეს ტე­რი­ტო­რია იქცა. სპორ­ტის სა­სახ­ლე და ის ჩა­ნა­ფიქ­რი სა­ერ­თოდ ჩა­ი­კარ­გა რა­ღაც უსა­ხურ, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბებ­ში. შე­ნო­ბას შიგ­ნით უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე აქვს, რად­გან მი­წა­ში ღრმად არის ჩა­სუ­ლი. თა­ვი­დან­ვე ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, რომ დიდი ნა­წი­ლი მი­წის ქვე­მოთ ყო­ფი­ლი­ყო და არა - ზე­მოთ. შე­ნო­ბის მთე­ლი კონ­სტრუქ­ცია, გუმ­ბა­თი, თა­ღე­ბი, იმ პე­რი­ო­დის (60-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი) არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­ტყვა გახ­ლდათ. დღეს სპორ­ტის სა­სახ­ლის ქვე­მოთ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­და, ეს შე­ნო­ბა ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლო უნდა იყოს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სპორ­ტის სა­სახ­ლეს მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლი აღარ აქვს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ახლა წარ­სულ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლოთ და სპორ­ტის სა­სახ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბის პე­რი­ო­დი გა­ვიხ­სე­ნოთ. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ წიგ­ნი გა­მო­ე­ცით მე­უღ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

- უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ასე მგო­ნია, რომ მისი პრო­ექ­ტე­ბის და­ბა­დე­ბა­სა და ხორ­ცშეს­ხმა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. და­უ­ვი­წყა­რია სპორ­ტის სა­სახ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის მღელ­ვა­რე ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ლა­მის დე­ტექ­ტი­ურ ჟანრ­ში გან­ვი­თარ­და. როცა ლადო სპორ­ტის სა­სახ­ლეს აპ­რო­ექ­ტებ­და, იმ დროს მოს­კოვ­ში ვსწავ­ლობ­დი. ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეკ­ვე­თა მი­ი­ღო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­წე­სე­ბულ ნორ­მებს სრუ­ლი­ად არ შე­ე­ფე­რე­ბო­და, არც სპორ­ტის სა­სახ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ გრან­დი­ო­ზუ­ლო­ბას და პრო­ექტს ჩა­ვარ­დნა ემუქ­რე­ბო­და, ლადო კი უბ­რა­ლოდ მო­ცუ­ლი იყო ამ თე­მით. კარ­გად მახ­სოვს, ჩემ თვალ­წინ რო­გორ და­ი­ბა­და იდეა, მოს­კო­ვის­თვის და­ე­მა­ლათ ნამ­დვი­ლი ნა­გე­ბო­ბის სი­დი­ა­დე და პრო­ექ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­ცუ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად, სი­მაღ­ლის დიდი ნა­წი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვა­რი, მი­წა­ში ჩა­ე­ტა­ნათ. ეს მოს­კო­ვის­გან მა­ლუ­ლად მოხ­და, მა­შინ­დე­ლი ცკ-ს მდივ­ნის, გი­ორ­გი გე­გე­ში­ძის დახ­მა­რე­ბით, - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ჩადო მშე­ნებ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი. ეს არ­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი იყო და ლა­დო­სა და მისი მე­გობ­რე­ბის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი გა­მარ­ჯვე­ბა.

ვიდ­რე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, ლადო ეს­კიზს ეს­კი­ზებ­ზე ხა­ტავ­და, ვა­რი­ანტს ვა­რი­ანტზე ქმნი­და... სა­მუ­და­მოდ ჩა­მე­ბეჭ­და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ეს­კი­ზე­ბის ხატ­ვი­სას უთ­ქვამს, - ჩემი მი­ზა­ნია, ავა­შე­ნო ისე­თი ნა­გე­ბო­ბა, რომ სპორ­ტსმენ­საც და მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბაო. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, არ­ქი­ტექ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს რომ შემ­თხვე­ვით ნათ­ქვა­მი ფრა­ზა არ იყო, იქი­და­ნაც ჩანს, რომ იგი­ვე აზრი ლა­დოს ერთ-ერთ 1975-1976 წლის წე­რილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი:

"ვწე­ვარ რე­ა­ნი­მა­ცი­ის პა­ლა­ტა­ში, ძა­ლი­ან მტკი­ვა გული. გვერ­დით დგას მა­გი­და, სა­დაც თით­ქმის გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს აცო­ცხლე­ბენ. ჩანს რა­ღაც ხელ­სა­წყო­ე­ბი, აპა­რა­ტუ­რა, ზოგს მარ­თლა აცო­ცხლე­ბენ, ზოგს - ვერა. მე ეტყო­ბა, სრუ­ლე­ბით არ მაქვს ში­შის გრძნო­ბა, მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნო ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ში­ნია. უსი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის ყვე­ლა, ვინც "სხვა" ენა­ზე ლა­პა­რა­კობს და "სხვა" პრინ­ცი­პე­ბი აქვს ცხოვ­რე­ბა­ში. ვწე­ვარ და მინ­და, თავი შე­ვაჩ­ვიო ფიქ­რს. ვგრძნობ, რომ რა­ღაც გარ­და­ტე­ხა მოხ­და ჩემ­ში, - არა­ფე­რი მომ­წონს, რაც აქამ­დე გა­ვა­კე­თე, მხო­ლოდ ახლა ვიცი, რაც მოხ­და, სულ ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე! ტყუ­ი­ლად ვებ­რძო­დი ეროვ­ნულ სულ­სა და დე­ტა­ლებს, რო­გორც ზედ­მე­ტო­ბებს, არ­ქი­ტექ­ტუ­რის გზა - ამ ე.წ. ზედ­მე­ტო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე ფუნ­ქცი­ა­ზე მორ­გე­ბულ კონ­სტრუქ­ცი­ებ­ში. ეს ფუნ­ქცია კი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, და­ვი­ღა­ლე".

ამ მიდ­გო­მის ნო­ვა­ტო­რუ­ლი არსი ახ­ლა­ხან გა­ვი­აზ­რე. როცა XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის ფრანგ ლოიდ ტა­ი­ტის კრე­დო აღ­მო­ვა­ჩი­ნე: "ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბა მო­წო­დე­ბუ­ლია, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ინ­დი­ვი­დის სი­ცო­ცხლე". დღეს საკ­ვირ­ვე­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ლადო იმ და­ხუ­თულ გა­რე­მო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს მკვიდრთა მსგავ­სად, ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის არსს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ში ხე­დავ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, ური­ცხვი ჩა­ნა­ხა­ტის, ეს­კი­ზი­სა და ნა­ხა­ზე­ბის შექ­მნით დას­რულ­და პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა.

- სა­სახ­ლეს ორი­გი­ნა­ლუ­რი გუმ­ბა­თი აქვს...

- დიახ და იქვე და­ი­წყო ახა­ლი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პრო­ცე­სი, რო­გორ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ლა­დო­სა და იური კას­რა­ძის მიერ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გუმ­ბა­თი ანუ რო­გორ გა­და­ხუ­რუ­ლი­ყო ეს უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე საყ­რდე­ნე­ბის გა­რე­შე, რისი პრე­ცე­დენ­ტიც სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და იმ­დრო­ინ­დელ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და მა­შინ კონ­სტრუქ­ტორ­მა და­ვით ქა­ჯა­ი­ამ მო­ი­ფიქ­რა ასე­თი რამ, - გა­და­ე­ხუ­რა შე­ნო­ბა რკი­ნა­ბე­ტო­ნის გარ­სით, რო­მე­ლიც უნდა შემ­დგა­რი­ყო ანაკ­რე­ფი ტრა­პე­ცი­უ­ლი ფი­ლე­ბის­გან და მათი მონ­ტა­ჟი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ხა­რა­ჩო­ე­ბის გა­რე­შე. ეს გა­ბე­დუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და, კონ­სტრუქ­ტორ­მა ფი­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი გან­ლა­გე­ბით, უნი­კა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცია შექ­მნა და დარ­ბაზს თავ­ზე გუმ­ბა­თი და­ად­გა საყ­რდე­ნე­ბის გა­რე­შე... მახ­სოვს უსა­ზღვრო სი­ხა­რუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, როცა ქა­ღალ­დზე და­ხა­ტუ­ლი თა­მა­მი კონ­სტრუქ­ცია რე­ა­ლო­ბა­ში ხორ­ცშეს­ხმუ­ლი იხი­ლეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიწაში ნახევრად ჩამალული სასახლე - დღემდე უცნობი ფაქტები თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაზე

მიწაში ნახევრად ჩამალული სასახლე - დღემდე უცნობი ფაქტები თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაზე

წლების განმავლობაში სახეს იცვლიან ქვეყნები და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალ და უჩვეულო შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღს, შუშის სახლებს, სფეროსა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის შენობებს. პროგრესი სახეზეა და უკვე აღარავის აინტერესებს ჩვეულებრივი ბეტონის "ყუთები".

საქართველო და ჩვენი დედაქალაქი ამ ყველაფრისგან ძალზე შორს არის. ჩვენთან გაჩაღებული მშენებლობა დაუგეგმავი და ქაოსურია. პროგრესი დღევანდელი ქალაქის არქიტექტურაში არ არსებობს... დედაქალაქის ცენტრი ივსება ახალ-ახალი შენობებით. საცხოვრებელ კორპუსებს ერთმანეთთან საოცრად მჭიდროდ აგებენ... საილუსტრაციოდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც გამოდგება, სადაც არათუ ცხოვრება, სუნთქვაც კი შეუძლებელია. უძველესი, გამორჩეული არქიტექტურის შენობა - სპორტის სასახლე მთლიანად ჩაიკარგა.

აი, რას ამბობს არქიტექტორი, დავით ჩუბინიძე:

- თბილისში არსებობს სხვა სამაგალითო განაშენიანების არაერთი ეტალონი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათგან ყველაზე ნიშანდობლივი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაა. ესთეტიკურ ნიშანს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა ამ ახალი უბნის არანორმალური სტრუქტურაა, დარღვეულია სანიტარიულ-ტექნიკური ნორმა. ამის აღსაწერად გამოგვადგება ერთი მოქნილი გამონათქვამი - ურბოციდი (ურბანული გენოციდი)!

სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა; მას არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, თანაავტორებთან (იური კასრაძე და დავით ქაჯაია) ერთად ხელმძღვანელობდა. ლადო ალექსი-მესხიშვილი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მეუღლე გახლდათ, ამიტომ ქალბატონ ლანას დღეს იმ ტერიტორიაზე გავლისა და გახედვის სურვილიც არა აქვს.

ლანა ღოღობერიძე:

- არქიტექტორის წარმატება ისაა, როცა მისი ქმნილება რეალურ სივრცესთანაა შერწყმული, რადგანაც ცალკე ნაგებობა არ არსებობს. ლადო არასდროს ააშენებდა ასეთ ადგილას სპორტის სასახლეს, როგორადაც დღეს ეს ტერიტორია იქცა. სპორტის სასახლე და ის ჩანაფიქრი საერთოდ ჩაიკარგა რაღაც უსახურ, მრავალსართულიან შენობებში. შენობას შიგნით უზარმაზარი სივრცე აქვს, რადგან მიწაში ღრმად არის ჩასული. თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ დიდი ნაწილი მიწის ქვემოთ ყოფილიყო და არა - ზემოთ. შენობის მთელი კონსტრუქცია, გუმბათი, თაღები, იმ პერიოდის (60-იანი წლების დასაწყისი) არქიტექტურაში სრულიად ახალი სიტყვა გახლდათ. დღეს სპორტის სასახლის ქვემოთ ტოტალიზატორებია განთავსებული, არადა, ეს შენობა ჯანმრთელი ცხოვრების სიმბოლო უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტის სასახლეს მთავარი შესასვლელი აღარ აქვს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

- ახლა წარსულში გადავინაცვლოთ და სპორტის სასახლის დაპროექტების პერიოდი გავიხსენოთ. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ წიგნი გამოეცით მეუღლის შემოქმედებაზე.

- უკან რომ ვიხედები, ასე მგონია, რომ მისი პროექტების დაბადებასა და ხორცშესხმაში ვმონაწილეობდი. დაუვიწყარია სპორტის სასახლის დაპროექტებისა და მშენებლობის მღელვარე ისტორია, რომელიც ლამის დეტექტიურ ჟანრში განვითარდა. როცა ლადო სპორტის სასახლეს აპროექტებდა, იმ დროს მოსკოვში ვსწავლობდი. ბედნიერი იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში დაწესებულ ნორმებს სრულიად არ შეეფერებოდა, არც სპორტის სასახლისთვის აუცილებელ გრანდიოზულობას და პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა, ლადო კი უბრალოდ მოცული იყო ამ თემით. კარგად მახსოვს, ჩემ თვალწინ როგორ დაიბადა იდეა, მოსკოვისთვის დაემალათ ნამდვილი ნაგებობის სიდიადე და პროექტისთვის აუცილებელი მოცულობის მისაღწევად, სიმაღლის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ნახევარი, მიწაში ჩაეტანათ. ეს მოსკოვისგან მალულად მოხდა, მაშინდელი ცკ-ს მდივნის, გიორგი გეგეშიძის დახმარებით, - საქართველოს მთავრობამ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე ჩადო მშენებლობაში დამატებითი თანხები. ეს არნახული ამბავი იყო და ლადოსა და მისი მეგობრების თავბრუდამხვევი გამარჯვება.

ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, ლადო ესკიზს ესკიზებზე ხატავდა, ვარიანტს ვარიანტზე ქმნიდა... სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში სიტყვები, რომელიც გაუთავებელი ესკიზების ხატვისას უთქვამს, - ჩემი მიზანია, ავაშენო ისეთი ნაგებობა, რომ სპორტსმენსაც და მაყურებელსაც გარანტირებული ჰქონდეს პირადი თავისუფლებაო. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, არქიტექტურასთან მიმართებაში, თავისუფლებაზე ფიქრი იმდროინდელ საბჭოთა სინამდვილეში ჩვეულებრივი რამ არ უნდა ყოფილიყო. ეს რომ შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ იგივე აზრი ლადოს ერთ-ერთ 1975-1976 წლის წერილშია გამოხატული:

"ვწევარ რეანიმაციის პალატაში, ძალიან მტკივა გული. გვერდით დგას მაგიდა, სადაც თითქმის გარდაცვლილ ადამიანებს აცოცხლებენ. ჩანს რაღაც ხელსაწყოები, აპარატურა, ზოგს მართლა აცოცხლებენ, ზოგს - ვერა. მე ეტყობა, სრულებით არ მაქვს შიშის გრძნობა, მხოლოდ უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობის მეშინია. უსიამოვნოა ჩემთვის ყველა, ვინც "სხვა" ენაზე ლაპარაკობს და "სხვა" პრინციპები აქვს ცხოვრებაში. ვწევარ და მინდა, თავი შევაჩვიო ფიქრს. ვგრძნობ, რომ რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში, - არაფერი მომწონს, რაც აქამდე გავაკეთე, მხოლოდ ახლა ვიცი, რაც მოხდა, სულ ახალი არქიტექტურა, ქართული და თანამედროვე! ტყუილად ვებრძოდი ეროვნულ სულსა და დეტალებს, როგორც ზედმეტობებს, არქიტექტურის გზა - ამ ე.წ. ზედმეტობების დამკვიდრებაა თანამედროვე ფუნქციაზე მორგებულ კონსტრუქციებში. ეს ფუნქცია კი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლებაა, დავიღალე".

ამ მიდგომის ნოვატორული არსი ახლახან გავიაზრე. როცა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორის ფრანგ ლოიდ ტაიტის კრედო აღმოვაჩინე: "ყველა ნაგებობა მოწოდებულია, გაათავისუფლოს ინდივიდის სიცოცხლე". დღეს საკვირველად მიმაჩნია, რომ ლადო იმ დახუთულ გარემოში თავისუფალი სამყაროს მკვიდრთა მსგავსად, ხუროთმოძღვრების არსს ადამიანებისთვის პირადი თავისუფლების მინიჭებაში ხედავდა. ბოლოს და ბოლოს, ურიცხვი ჩანახატის, ესკიზისა და ნახაზების შექმნით დასრულდა პროექტზე მუშაობა.

- სასახლეს ორიგინალური გუმბათი აქვს...

- დიახ და იქვე დაიწყო ახალი ამაღელვებელი პროცესი, როგორ განხორციელებულიყო ლადოსა და იური კასრაძის მიერ ჩაფიქრებული გუმბათი ანუ როგორ გადახურულიყო ეს უზარმაზარი სივრცე საყრდენების გარეშე, რისი პრეცედენტიც საერთოდ არ არსებობდა იმდროინდელ არქიტექტურაში და მაშინ კონსტრუქტორმა დავით ქაჯაიამ მოიფიქრა ასეთი რამ, - გადაეხურა შენობა რკინაბეტონის გარსით, რომელიც უნდა შემდგარიყო ანაკრეფი ტრაპეციული ფილებისგან და მათი მონტაჟი შესრულებულიყო ხარაჩოების გარეშე. ეს გაბედული ექსპერიმენტი ჩატარდა, კონსტრუქტორმა ფილების თავისებური განლაგებით, უნიკალური კონსტრუქცია შექმნა და დარბაზს თავზე გუმბათი დაადგა საყრდენების გარეშე... მახსოვს უსაზღვრო სიხარული იმ ადამიანებისა, რომლებიც პროექტებზე მუშაობდნენ, როცა ქაღალდზე დახატული თამამი კონსტრუქცია რეალობაში ხორცშესხმული იხილეს. განაგრძეთ კითხვა

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა

"მწვანე პასპორტები" და შეღავათები მათთვის, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული ექნება - რა გეგმაზე მუშაობს საკოორდინაციო საბჭო