არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას ცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ნონა ჯოჯუას უთანხმოება პირად საკითხზე მოუვიდა, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. სამართალდამცველი, რომელიც გარდაცვლილის წერილშია მოხსენიებული, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. მას სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.