"ინტერიერს ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ჩემთვისაც რაღაცას განსაზღვრავს, უპირველესად, იმ განწყობილებას მიქმნის, რომელიც ჩემი შინ ყოფნის ხასიათს განაპირობებს", - გვეუბნება კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ შინ, ვერაზე ვესტუმრეთ.
ქალბატონი ლანა ცხოვრობს სახლში, სადაც წარსული, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. რეჟისორს ყველა ნივთი უყვარს, რომელიც იქ არის დაცული, ზოგიერთი კი, როგორც ამბობს, მთელ მის ცხოვრებას განასახიერებს... ამ სახლში მისვლა ყველას უხარია.
- მნიშველოვანია ასევე მოგონებები, რომელიც გარკვეულწილად სწორედ სახლს უკავშირდება. დიდი ოთახი, რომელიც 85 კვ.მ-ია, ჩემი მეუღლის, ლადო ალექსი-მესხიშვილის (ცნობილი მხატვარი და არქიტექტორი) სახელოსნო გახლდათ, აქაურობა ძალიან უყვარდა, მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ადგილი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ბინა, რომელიც ფალიაშვილზე გვქონდა, ამ სახელოსნოს გვერდით ბინაზე გადმოვცვალეთ და ამას შევუერთეთ.
მოკლედ, ამ სახლში ყველაფერი ლადოს უკავშირდება. ჯერ ერთი, აქ მისი ნახატებია, ხომ ხედავთ, მთელი კედელი მათ ეთმობა. აქვეა ზურა ნიჟარაძის მიერ შექმნილი პორტრეტებიც, მაგრამ ლადოს ეს ჩანახატები გამორჩეულად მიყვარს. არქიტექტორისთვის ასეთი ხატვა იშვიათია...
მოკლედ, მინდოდა, რომ ამ სივრცეში ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მას ეკუთვნოდა. ავეჯიც ძირითადად ის არის, რაც მის სიცოცხლეში გვქონდა: კამოდი, სავარძლები, ბევრი რამ დიდი ლადო მესხიშვილის (მსახიობი), ანუ ლადოს ბაბუის ნაქონი საგნები და ნივთებია. ამ სკივრით მას კოსტიუმები დაჰქონდა, როდესაც გასტროლებზე დადიოდა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოგალერეა