პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა
"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა

ქარ­თვე­ლი გრე­გო­რი პეკი - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ანს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის წამ­ყვან სო­ლისტს, ბანს თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ანს ივ­ნის­ში 89 წელი შე­უს­რულ­და. მა­ღა­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი 1956 წელს თით­ქმის ყვე­ლა გო­გო­ნას უყ­ვარ­და. ფილმ "აბე­ზა­რას" გმირ­მა გი­ორ­გი მუ­ხა­ძემ სწრა­ფად გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და მისი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ანს ესა­უბ­რა:

- ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვილ­მა კონ­ცერ­ტზე მნა­ხა და მი­თხრა, - მო­მე­წო­ნა შენი ხმაც და ტი­პა­ჟიც, მინ­და "აბე­ზა­რა­ში" გა­და­გი­ღოო... რომ მი­ვე­დი, დამ­ხვდნენ­ ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რი, მა­რი­ნე თბი­ლე­ლი, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი... ვი­ფიქ­რე, აქ მე რა უნდა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი.­ ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. ლე­ი­ლა იყო და არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბი, იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­და თავს კა­მე­რის წინ, მეც კი გად­მო­მე­დო ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: ფი­ნა­ლურ სცე­ნა­ში ლე­ი­ლას­თვის უნდა მე­კოც­ნა. გარ­შე­მო ხალ­ხი იყო. ცოტა მორ­ცხვი კაცი ვი­ყა­ვი და არ გა­მო­მი­ვი­და კოც­ნა არც პირ­ველ ცდა­ზე, არც მე­ო­რე­ზე... ამა­სო­ბა­ში ფირი და­ი­ხარ­ჯა. სა­ნიშ­ვი­ლი გაბ­რაზ­და. მეც გავ­ბრაზ­დი და წა­მო­ვე­დი. შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ვი­ფიქ­რე, - უფ­რო­სი კაცი შე­ნიშ­ვნას გაძ­ლევს, შენ კი იხდი კოს­ტი­უმს, იშო­რებ გრიმს და მო­დი­ხარ... ეს რა და­მე­მარ­თა-მეთ­ქი და სა­ღა­მოს და­ვუ­რე­კე, მო­ვუ­ბო­დი­შე. მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი და გა­და­ვი­ღეთ ბოლო სცე­ნა. გა­მო­მი­ვი­და თუ არა, არ ვიცი...

- 1970 წელს იყო თქვე­ნი მე­ო­რე კი­ნო­რო­ლი­ ფილმში "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", მი­უ­ხე­და­ვად სა­ო­პე­რო ცხოვ­რე­ბი­სა, და­თან­ხმდით ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

- სხვა­თა შო­რის, მინ­დო­და უა­რის თქმა, მაგ­რამ ვერ ვთქვი... პა­ტა­რა რო­ლია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი. "აბე­ზა­რა­ში" ჩემი თავი ვი­თა­მა­შე და აქ უნდა მე­თა­მა­შა ჭი­ა­ბე­რი. მერე კი­დევ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ უარი ვთქვი. მე ვარ მომ­ღე­რა­ლი და ვერ მოვ­წყდი ჩემს საქ­მეს.

- არა­ერ­თი შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ო­პე­რო სახე შექ­მე­ნით. რო­მელს გა­მო­ყოფ­დით?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ბო­რის გო­დუ­ნო­ვი და მე­ფის­ტო­ფე­ლი იყო. ფა­უს­ტიც რთუ­ლი­ რო­ლია და დიდი მომ­ზა­დე­ბა უნდა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა

"ის თითქმის ყველა გოგონას უყვარდა" - მსახიობი, რომელმაც ქართულ კინოში მამაკაცის ინტელექტუალური გმირის სახე შექმნა

ქართველი გრეგორი პეკი - ასე მოიხსენიებდნენ თენგიზ მუშკუდიანს ახალგაზრდობაში. საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან სოლისტს, ბანს თენგიზ მუშკუდიანს ივნისში 89 წელი შეუსრულდა. მაღალი, სიმპათიური მამაკაცი 1956 წელს თითქმის ყველა გოგონას უყვარდა. ფილმ "აბეზარას" გმირმა გიორგი მუხაძემ სწრაფად გაითქვა სახელი და მისი როლის შემსრულებელს პოპულარობა მოუტანა. "კვირის პალიტრა" თენგიზ მუშკუდიანს ესაუბრა:

- ფილმის რეჟისორმა, ნიკოლოზ სანიშვილმა კონცერტზე მნახა და მითხრა, - მომეწონა შენი ხმაც და ტიპაჟიც, მინდა "აბეზარაში" გადაგიღოო... რომ მივედი, დამხვდნენ­ ლეილა აბაშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მარინე თბილელი, სესილია თაყაიშვილი... ვიფიქრე, აქ მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი.­ ძალიან ვღელავდი. ლეილა იყო და არის შესანიშნავი მსახიობი, იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს კამერის წინ, მეც კი გადმომედო ეს თავისუფლება.

ერთი ამბავი მახსენდება: ფინალურ სცენაში ლეილასთვის უნდა მეკოცნა. გარშემო ხალხი იყო. ცოტა მორცხვი კაცი ვიყავი და არ გამომივიდა კოცნა არც პირველ ცდაზე, არც მეორეზე... ამასობაში ფირი დაიხარჯა. სანიშვილი გაბრაზდა. მეც გავბრაზდი და წამოვედი. შინ დაბრუნებულმა ვიფიქრე, - უფროსი კაცი შენიშვნას გაძლევს, შენ კი იხდი კოსტიუმს, იშორებ გრიმს და მოდიხარ... ეს რა დამემართა-მეთქი და საღამოს დავურეკე, მოვუბოდიშე. მეორე დღეს მივედი და გადავიღეთ ბოლო სცენა. გამომივიდა თუ არა, არ ვიცი...

- 1970 წელს იყო თქვენი მეორე კინოროლი­ ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", მიუხედავად საოპერო ცხოვრებისა, დათანხმდით ვახტანგ ტაბლიაშვილს ფილმში მონაწილეობაზე.

- სხვათა შორის, მინდოდა უარის თქმა, მაგრამ ვერ ვთქვი... პატარა როლია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან დატვირთული. "აბეზარაში" ჩემი თავი ვითამაშე და აქ უნდა მეთამაშა ჭიაბერი. მერე კიდევ იყო შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. მე ვარ მომღერალი და ვერ მოვწყდი ჩემს საქმეს.

- არაერთი შთამბეჭდავი საოპერო სახე შექმენით. რომელს გამოყოფდით?

- ყველაზე რთული ბორის გოდუნოვი და მეფისტოფელი იყო. ფაუსტიც რთული­ როლია და დიდი მომზადება უნდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი