სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე გუბერნატორთან და ჟურნალისტთან ერთად მოხუცს თავს დასტრიალებენ.
სამეგრელოს რაიონში, "ქართული ოცნების" ლიდერები მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდნენ, როდესაც პრემიერ-მინისტრის ესკორტმა შენიშნა, როგორ გადმოვარდა მოხუცი ბაბუ ველოსიპედიდან. სამთავრობო ესკორტმა მოძრაობა შეაჩერა და მოხუცთან დასახმარებლად პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გუბერნატორი და ჟურნალისტი თავად მივიდნენ.