საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან
ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კე­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს მოკ­ლუ­ლი პირი სოსო ჯო­ხა­ძეა, რომ­ლის სა­ხე­ლიც არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს. იგი ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის ძმაა.

ჯო­ხა­ძე­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა და­ახ­ლო­ე­ბით 15:20 სა­ათ­ზე ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და რი­გის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე მოხ­და. ცე­ცხლი მას და კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს გა­უხ­სნეს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ.

სოსო ჯო­ხა­ძის სა­ხე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ხელს და­უ­კავ­შირ­და. 2013 წელს "თა­ვი­სუ­ფალ­მა ზო­ნამ" გა­ავ­რცე­ლა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც წუ­ლუ­კი­ა­ნი ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და გა­ნა­ცხა­და, რომ სოსო ჯო­ხა­ძის სა­ხელს გა­სულ წლებ­ში არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბო­და, მათ შო­რის 2001 წელს სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს­თან" მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა, რომ­ლის დრო­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას სამი ახალ­გაზ­რდა და­იჭ­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო| რას ყვე­ბო­და გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ვა­კე­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი სოსო ჯო­ხა­ძი­სა და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კავ­შირ­ზე

კან­დე­ლა­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ჯო­ხა­ძე 2006 წელს, "ცი­ხის ბუნ­ტის" დროს ის იყო ე.წ. კრი­ტის ე.წ. მა­ყუ­რე­ბე­ლი და "ცი­ხის ბუნ­ტის" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო| პირ­ვე­ლი რე­პორ­ტა­ჟი ვა­კე­ში ჩა­ცხრილ­ვის ად­გი­ლი­დან - რა და­ი­ნა­ხა თვითმხილ­ველ­მა ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტში

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის კრი­მი­ნა­ლებ­თან არ მე­გობ­რობს და ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ეს ფოტო არის ამოჭ­რი­ლი დიდი ფო­ტო­დან, სა­დაც ჩვე­ნი მო­ნა­ზო­ნის სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით ჩაის და­სა­ლე­ვად შეკ­რე­ბი­ლი. მე დღე­საც "ვი­ძი­ებ", თუ სა­ი­დან მოხ­ვდა ეს დაჭ­რი­ლი ფოტო იქ, სა­დაც მოხ­ვდა, და ამა­ზე ცალ­კე გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ძმე­ბი ჯო­ხა­ძე­ე­ბის სა­ხე­ლი 2005 წელს ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­თან მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­შიც ფი­გუ­რი­რებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლე­ხა­ნო­ველ და სა­ბურ­თა­ლოს "საძ­მო­ებს" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი ემსხვერ­პლა - და­ვით ზი­რა­ქიშ­ვი­ლი და ნა­თია მთავ­რიშ­ვი­ლი ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­თან სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. 2005 წელს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლო­ბა ჯო­ხა­ძე­ებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მოხ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სოსო ჯო­ხა­ძის ძმას, ის ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეა, რო­მე­ლიც ოთხჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით. შსს-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბი­სას მან პო­ლი­ცი­ე­ლებს ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით და 8 საბ­რძო­ლო ვაზ­ნით ამო­ი­ღეს, ხოლო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, მისი კუთ­ვნი­ლი "აუ­დის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი "ზიგ­ზა­უ­ე­რი", 3 მჭი­დი და 42 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ამო­ი­ღეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

არსებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა.

ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი მას და კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო| რას ყვებოდა გიორგი კანდელაკი ვაკეში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძისა და თეა წულუკიანის კავშირზე

კანდელაკის ინფორმაციითვე, ჯოხაძე 2006 წელს, "ციხის ბუნტის" დროს ის იყო ე.წ. კრიტის ე.წ. მაყურებელი და "ციხის ბუნტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი.

იხილეთ ვიდეო| პირველი რეპორტაჟი ვაკეში ჩაცხრილვის ადგილიდან - რა დაინახა თვითმხილველმა ტრაგედიის მომენტში

მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ძმები ჯოხაძეების სახელი 2005 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს "საძმოებს" შორის დაპირისპირებას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - დავით ზირაქიშვილი და ნათია მთავრიშვილი ვაკის საცურაო აუზთან საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. 2005 წელს სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.

რაც შეეხება სოსო ჯოხაძის ძმას, ის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძეა, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი "აუდის" მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი "ზიგზაუერი", 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში

"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე

"შვილმა მოკლული მამის ცხედარი სარდაფში გადამალა..." - შსს საჩხერეში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს