პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს უხდიან "იანდექს ტაქსის" მძღოლებს თბილისში - ჟურნალისტის ექსპერიმენტი და ტაქსისტი კომპანიის შიდასამზარეულოზე
რამდენს უხდიან "იანდექს ტაქსის" მძღოლებს თბილისში - ჟურნალისტის ექსპერიმენტი და ტაქსისტი კომპანიის შიდასამზარეულოზე

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე "იან­დექს ტაქ­სი" 23 აგ­ვის­ტოს გა­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის შემ­დეგ, რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­და­წყვი­ტა. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და მის რუ­კებ­ზე აფხა­ზე­თი და ე.წ. ოსე­თი ცალ­კე და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბა­დაა და­ტა­ნი­ლი, თბი­ლი­სე­ლებს ახალ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს, თუმ­ცა თბი­ლი­სე­ლე­ბის ნა­წი­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბას აპი­რებს, მე­ო­რე­ნი კი ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს არ ეძე­ბენ.

გა­დავ­წყვი­ტეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და მძღო­ლე­ბის გან­წყო­ბის გა­სა­გე­ბად, "იან­დექს ტაქ­სით" სა­ბურ­თა­ლო­დან რუს­თა­ვე­ლის მეტ­რომ­დე ვიმ­გზავ­რეთ.

ტაქ­სი ინ­ტერ­ნე­ტით გა­მო­ვი­ძა­ხეთ. შეკ­ვე­თა 14:06 სა­ათ­ზე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ვი­და. ოპე­რა­ტო­რი რუ­სულ ენა­ზე იუ­წყე­ბო­და, რომ ლო­დი­ნის სა­ვა­რა­უ­დო დრო 5-7 წუთს შე­ად­გენ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე კი­დევ ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მოჩ­ნდა. გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ტაქ­სი მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და. სამი უშე­დე­გო ცდის შემ­დეგ, ლურ­ჯი ფე­რის ტო­ი­ო­ტა შეკ­ვე­თი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში, 13:34 სა­ათ­ზე მო­ვი­და.

ტაქ­სის მძღო­ლი შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცია, ქარ­თვე­ლი. ტაქ­სი "იან­დექ­სის" სტი­კე­რე­ბის გა­რე­შეა. ერ­თა­დერ­თი, რაც ტაქ­სის რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს, მძღო­ლის სმარ­ტფონ­ში ჩა­წე­რი­ლი "იან­დექ­სის" რუ­ქაა. თა­ვი­დან სა­უ­ბა­რი გაგ­ვი­ჭირ­და. რამ­დე­ნი­მე უხერ­ხუ­ლი რეპ­ლი­კის შემ­დეგ, მძღო­ლი გა­იხ­სნა.

ტა­რი­ფის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - ერთი ლარი და "რა­ღაც" თეთ­რე­ბიო, მი­თხრა. შე­კი­თხვა­ზე - ასე­თი ტა­რი­ფი­დან რამე თუ გრჩე­ბათ-თქო? მძღოლ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი აქვთ. რამ­დე­ნი­მე წამ­ში, ჩა­მო­ვარ­დილ სი­ჩუ­მე­ში, ხმა­დაბ­ლა, თუმ­ცა სი­ა­მა­ყე­ნა­რე­ვი სი­ტყვე­ბით თქვა: "2000 ლარს იხ­დი­ან ხელ­ფასს. 8-დან 8-მდე ვმუ­შა­ობ. მერე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ."

პირ­ველ გუ­ლახ­დილ აღი­ა­რე­ბას მე­ო­რე მოყ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ბა­ლი ტა­რი­ფე­ბით კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას 2 თვის მან­ძილ­ზე აპი­რებს. "მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლა არი­სო" - თქვა მძღოლ­მა. მარ­კე­ტინ­გუ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლად და­ა­სა­ხე­ლა ისიც, რომ მგზავ­რებს მხო­ლოდ 2004 წელს ზე­მოთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბათ.

"სხვა ფირ­მებს რომ იძა­ხე­ბენ, ხალ­ხმა არ იცის რა მან­ქა­ნა მოვა. ახლა ხალ­ხს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარგ მან­ქა­ნებს მი­აჩ­ვე­ვენ. მან­ქა­ნის გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი 2004 წელს უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს", - დას­ძი­ნა ტაქ­სის მძღოლ­მა.

რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წა­მო­სულ აგ­რე­სი­ა­ზე ტაქ­სის­ტი გვე­უბ­ნე­ბა: "იან­დექ­სის სტი­კე­რე­ბი იყო მან­ქა­ნებ­ზე და ახლა დრო­ე­ბით ააძ­რეს. ხალ­ხი ბრაზ­დე­ბო­და, რა იან­დექ­სი, რის იან­დექ­სიო. ეგ შავი პი­ა­რია, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის შე­მოგ­დე­ბუ­ლი"...

ნა­ხეთ ვრცლად ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტი

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რამდენს უხდიან "იანდექს ტაქსის" მძღოლებს თბილისში - ჟურნალისტის ექსპერიმენტი და ტაქსისტი კომპანიის შიდასამზარეულოზე

რამდენს უხდიან "იანდექს ტაქსის" მძღოლებს თბილისში - ჟურნალისტის ექსპერიმენტი და ტაქსისტი კომპანიის შიდასამზარეულოზე

ქართულ ბაზარზე "იანდექს ტაქსი" 23 აგვისტოს გამოჩნდა. რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუსულმა კომპანიამ ბიზნესის წარმოება საქართველოშიც გადაწყვიტა. კომპანია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის რუკებზე აფხაზეთი და ე.წ. ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა დატანილი, თბილისელებს ახალ სერვისს სთავაზობს, თუმცა თბილისელების ნაწილი რუსული კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს, მეორენი კი ტაქსით გადაადგილებაში პოლიტიკურ მოტივს არ ეძებენ.

გადავწყვიტეთ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. რუსული კომპანიის შიდა სამზარეულოსა და მძღოლების განწყობის გასაგებად, "იანდექს ტაქსით" საბურთალოდან რუსთაველის მეტრომდე ვიმგზავრეთ.

ტაქსი ინტერნეტით გამოვიძახეთ. შეკვეთა 14:06 საათზე განვახორციელეთ. ტელეფონზე შეტყობინება რამდენიმე წუთში მოვიდა. ოპერატორი რუსულ ენაზე იუწყებოდა, რომ ლოდინის სავარაუდო დრო 5-7 წუთს შეადგენდა. რამდენიმე წუთში ტელეფონის ეკრანზე კიდევ ერთი შეტყობინება გამოჩნდა. გამოძახებული ტაქსი მოსვლას ვერ ახერხებდა. სამი უშედეგო ცდის შემდეგ, ლურჯი ფერის ტოიოტა შეკვეთიდან თითქმის ნახევარ საათში, 13:34 საათზე მოვიდა.

ტაქსის მძღოლი შუახნის მამაკაცია, ქართველი. ტაქსი "იანდექსის" სტიკერების გარეშეა. ერთადერთი, რაც ტაქსის რუსულ კომპანიასთან კავშირზე მიუთითებს, მძღოლის სმარტფონში ჩაწერილი "იანდექსის" რუქაა. თავიდან საუბარი გაგვიჭირდა. რამდენიმე უხერხული რეპლიკის შემდეგ, მძღოლი გაიხსნა.

ტარიფის სავარაუდო ღირებულება - ერთი ლარი და "რაღაც" თეთრებიო, მითხრა. შეკითხვაზე - ასეთი ტარიფიდან რამე თუ გრჩებათ-თქო? მძღოლმა მიპასუხა, რომ ფიქსირებული ხელფასი აქვთ. რამდენიმე წამში, ჩამოვარდილ სიჩუმეში, ხმადაბლა, თუმცა სიამაყენარევი სიტყვებით თქვა: "2000 ლარს იხდიან ხელფასს. 8-დან 8-მდე ვმუშაობ. მერე თავისუფალი ვარ."

პირველ გულახდილ აღიარებას მეორე მოყვა. აღმოჩნდა, რომ დაბალი ტარიფებით კომპანია ბაზარზე პოზიციონირებას 2 თვის მანძილზე აპირებს. "მარკეტინგული სვლა არისო" - თქვა მძღოლმა. მარკეტინგული გეგმის ნაწილად დაასახელა ისიც, რომ მგზავრებს მხოლოდ 2004 წელს ზემოთ გამოშვებული მანქანები ემსახურებათ.

"სხვა ფირმებს რომ იძახებენ, ხალხმა არ იცის რა მანქანა მოვა. ახლა ხალხს ორი თვის განმავლობაში კარგ მანქანებს მიაჩვევენ. მანქანის გამოშვების თარიღი 2004 წელს უნდა აღემატებოდეს", - დასძინა ტაქსის მძღოლმა.

რუსული კომპანიის მომსახურებაზე საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიაზე ტაქსისტი გვეუბნება: "იანდექსის სტიკერები იყო მანქანებზე და ახლა დროებით ააძრეს. ხალხი ბრაზდებოდა, რა იანდექსი, რის იანდექსიო. ეგ შავი პიარია, ნაციონალების შემოგდებული"...

ნახეთ ვრცლად ვიდეოექსპერიმენტი

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს

"სვანები გაოცებულნი არინ, ასეთი მკაცრი ზამთარი დიდი ხანია არ ყოფილაო" - ფოტორეპორტაჟი ულამაზესი სვანეთიდან, სადაც -20 გრადუსი ყინვაა

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან