პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უჩივიან ზღვაზე დამსვენებლები სურდოსა და ჰერპესს - ინფექციები, რომლებიც სიცხეში აქტიურდება
რატომ უჩივიან ზღვაზე დამსვენებლები სურდოსა და ჰერპესს - ინფექციები, რომლებიც სიცხეში აქტიურდება

ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდ­ში მწვა­ვე დი­ა­რე­უ­ლი და ნაწ­ლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. წელს ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლებ­ში გახ­და.

სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას, აკ­ნეს, ჰერ­პე­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და დი­ა­რე­ას უჩი­ვის, რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რე­მო­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან და იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი, აღ­ნიშ­ნულ სიმპტო­მებს პარ­ვო­ვირუსს უკავ­ში­რებს:

"რაც შე­ე­ხე­ბა სი­ცხეს და გა­მო­ნა­ყარს, ეს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცია იყოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად პარ­ვო­ვირუს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ვირუ­სი მხო­ლოდ ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე ემარ­თე­ბათ და სხვა­გან არა, ის ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და თა­ნაც, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ციკ­ლუ­რი მა­ტე­ბის პე­რი­ო­დი აქვს. ასე­ვე, გვაქვს შემ­თხვე­ვა­თა მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რაც მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ ცხა­დია, ისეთ კუ­რორ­ტებ­ზე მოხ­ვედ­რა, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან იყოს ასო­ცი­რე­ბუ­ლი,"- აღ­ნიშ­ნა მან.

პარ­ვო­ვირუ­სი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნა­ყა­რი სამ ეტა­პად ჩნდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად თავს იჩენს ლო­ყე­ბის მკვეთ­რი სი­წით­ლე, ამის შემ­დეგ ტან­სა და კი­დუ­რებ­ზე ჩნდე­ბა წი­თე­ლი, ლა­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, მცი­რე ზო­მის ელე­მენ­ტე­ბი დიდ­დე­ბა, ერ­თმა­ნეთს უერ­თდე­ბა და ფორ­მით ბა­დეს წა­ა­გავს. გა­მო­ნა­ყა­რი, რო­გორც წესი 2-დან 34 დღემ­დე გას­ტანს და მას აქერ­ცვლა არ ახა­სი­ა­თებს. პარ­ვო­ვირუ­სის დროს, პა­ცი­ენ­ტი შე­საძ­ლოა სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, თა­ვის ტკი­ვილს, სურ­დოს, ყე­ლის ტკი­ვილ­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლას უჩი­ოდ­ნენ. და­ა­ვა­დე­ბა ვაქ­ცი­ნით მარ­თვა­დი არ არის და თა­ვის­თა­ვად იკურ­ნე­ბა.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი კლი­ნი­კუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ნაწ­ლავ­თა ინ­ფექ­ცი­ე­ბის გამ­გე, თე­მურ ქვე­ლი­ძეც აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის ზრდას ცხელ პე­რი­ოდ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის მომ­რავ­ლე­ბას უკავ­ში­რებს. მისი თქმით, სამი ფაქ­ტო­რი - მუც­ლის ტკვი­ვი­ლი, დი­ა­რეა და ცხე­ლე­ბა - მწვა­ვე ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რაც ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია:

"ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდ­ში, ბაქ­ტე­რი­ე­ბი მრავ­ლდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ნაწ­ლავ­თა ინ­ფექ­ცი­ე­ბი უფრო მე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ჰერ­პესს, ეს არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და რო­დე­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ქვე­ით­დე­ბა, ეს ინ­ფექ­ცი­აც აქ­ტი­ურ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და სპე­ცი­ა­ლის­ტმა. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მსგავ­სი ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 2016 წელს არ გაზ­რდი­ლა.

და­ა­ვა­და­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტის­ტი­კუ­რად, ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა 50% ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩე­ვენ, რომ თავი შე­ი­კა­ვონ თვით­მკურ­ნა­ლო­ბის­გან, რათა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა არ გა­არ­თუ­ლონ, გა­მო­ი­ყე­ნონ სუფ­თა სას­მე­ლი წყა­ლი, ღია წყალ­სა­ტევ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას ან თევ­ზჭე­რი­სას წყა­ლი არ ჩაყ­ლა­პონ, არ მი­ი­ღონ მო­ხარ­შუ­ლი ან ათ­ქვე­ფი­ლი ნა­ღე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი და ნამ­ცხვრე­ბი, მა­ცი­ვარ­ში მზა და უმი პრო­დუქ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია მო­ახ­დი­ნონ და მკაც­რად და­იც­ვან სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ უჩივიან ზღვაზე დამსვენებლები სურდოსა და ჰერპესს - ინფექციები, რომლებიც სიცხეში აქტიურდება

რატომ უჩივიან ზღვაზე დამსვენებლები სურდოსა და ჰერპესს - ინფექციები, რომლებიც სიცხეში აქტიურდება

ზაფხულის ცხელ პერიოდში მწვავე დიარეული და ნაწლავური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. წელს ეს დაავადებები აქტუალური, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებლებში გახდა.

საზღვაო კურორტებზე დამსვენებლების ნაწილი ტემპერატურის მატებას, აკნეს, ჰერპესული ინფექციის გააქტიურებასა და დიარეას უჩივის, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთანაა დაკავშირებული.

ცენტრის გადამდებ დაავადებათა განყოფილების ზედამხედველობის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი, აღნიშნულ სიმპტომებს პარვოვირუსს უკავშირებს:

"რაც შეეხება სიცხეს და გამონაყარს, ეს შეიძლება სხვადასხვა ინფექცია იყოს, რომელიც ყველაზე მეტად პარვოვირუსთანაა დაკავშირებული, თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ემართებათ და სხვაგან არა, ის ყველგან შეიძლება გავრცელდეს და თანაც, ახლა საქართველოში ციკლური მატების პერიოდი აქვს. ასევე, გვაქვს შემთხვევათა მომატებული რაოდენობა, რაც მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას უკავშირდება, ამიტომ ცხადია, ისეთ კურორტებზე მოხვედრა, სადაც ძალიან ბევრი ხალხია, შეიძლება ინფექციის გავრცელებასთან იყოს ასოცირებული,"- აღნიშნა მან.

პარვოვირუსი დაავადებაა, რომლის დამახასიათებელი გამონაყარი სამ ეტაპად ჩნდება. თავდაპირველად თავს იჩენს ლოყების მკვეთრი სიწითლე, ამის შემდეგ ტანსა და კიდურებზე ჩნდება წითელი, ლაქოვანი გამონაყარი, მცირე ზომის ელემენტები დიდდება, ერთმანეთს უერთდება და ფორმით ბადეს წააგავს. გამონაყარი, როგორც წესი 2-დან 34 დღემდე გასტანს და მას აქერცვლა არ ახასიათებს. პარვოვირუსის დროს, პაციენტი შესაძლოა საერთო მდგომარეობის გაუარესებას, თავის ტკივილს, სურდოს, ყელის ტკივილსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას უჩიოდნენ. დაავადება ვაქცინით მართვადი არ არის და თავისთავად იკურნება.

რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ნაწლავთა ინფექციების გამგე, თემურ ქველიძეც აღნიშნული სიმპტომებით მიმართვიანობის ზრდას ცხელ პერიოდში ბაქტერიების მომრავლებას უკავშირებს. მისი თქმით, სამი ფაქტორი - მუცლის ტკვივილი, დიარეა და ცხელება - მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე მიგვანიშნებს, რაც ზაფხულში განსაკუთრებით გავრცელებულია:

"ზაფხულის ცხელ პერიოდში, ბაქტერიები მრავლდება და შესაბამისად, ნაწლავთა ინფექციები უფრო მეტია. რაც შეეხება ჰერპესს, ეს არის ვირუსული ინფექცია და როდესაც იმუნური სისტემა ქვეითდება, ეს ინფექციაც აქტიურდება" - განაცხადა სპეციალისტმა. მან ასევე დასძინა, რომ წინა წლებთან შედარებით, მსგავსი ჩივილებით მიმართვიანობა 2016 წელს არ გაზრდილა.

დაავადადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სტატისტიკურად, ინფექციურ დაავადებათა 50% ზაფხულის ცხელ პერიოდში ფიქსირდება. ცენტრის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან, რათა დაავადების დიაგნოსტიკა არ გაართულონ, გამოიყენონ სუფთა სასმელი წყალი, ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას წყალი არ ჩაყლაპონ, არ მიიღონ მოხარშული ან ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტები და ნამცხვრები, მაცივარში მზა და უმი პროდუქტების დიფერენციაცია მოახდინონ და მკაცრად დაიცვან სანიტარული ნორმები.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი