ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 აგვისტოს მეოთხე შვილის მამა გახდა. ის და ნუნუკა თამაზაშვილი გოგოს მშობლები გახდნენ. მას სახელად ნინო დაარქვეს. ექსპრემიერის მეუღლემ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.
ცოტა ხნის წინ ნუნუკა თამაზაშვილის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა "ფეისბუქზე" პატარა ნინო ღარიბაშვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.