ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გისბორნიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში დაფიქსირდა.
შედეგად, ტოლოგა ბეის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.