ანსამბლი "სუხიშვილები" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარს აცხადებენ. შესაბამის განცხადებას ისინი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებენ.
''დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში.
2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს.
ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!
Слава Украине! Героям слава!'' - წერია განცხადებაში.