სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა
სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა

ამ ამ­ბის გმი­რებს ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ამ­ბა­ვი არა­ვინ იცის და ალ­ბათ, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ სხვე­ბი მო­ა­ტყუ­ეს და მხო­ლოდ თა­ვად დარ­ჩნენ მო­გე­ბუ­ლე­ბი. კარ­გა ხანს ვი­ყოყ­მა­ნე, და­მე­წე­რა თუ არა ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რს და­ურ­ღვი­ოს მყუდ­რო­ე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც ვერ შე­ვი­კა­ვე თავი და ამას იმი­ტო­მაც ვა­კე­თებ, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და სუ­ლე­ლუ­რი ამ­ბი­ცია რომ ვამ­ხი­ლო: თით­ქოს, მხო­ლოდ ჩვენ ვართ მთელ პლა­ნე­ტა­ზე იდე­ა­ლუ­რე­ბი, არც შეც­დო­მებს ვუშ­ვებთ და ტრა­დი­ცი­ებ­ზე უა­რის თქმას სიკ­ვდი­ლი გვირ­ჩევ­ნია. ოღონდ ხალ­ხმა არა­ფე­რი თქვას ჩვენ­ზე ცუდი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლი რა მო­სა­ტა­ნია "სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო აზ­რთან"...

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ულა­მა­ზეს და უჭ­კვი­ა­ნეს, ორ­დიპ­ლო­მი­ან, კარ­გი ოჯა­ხის შვილს - ამი­რანს ზე­დი­ზედ სამი ცოლი გა­ექ­ცა. პირ­ველ­მა მთე­ლი წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა მის ოჯახ­ში და თით­ქოს, სა­დარ­დე­ბე­ლიც არა­ფე­რი ჰქონ­და, მაგ­რამ ერთ დღე­საც გა­ვი­გეთ, რომ ქმა­რი მი­უ­ტო­ვე­ბია... მის ჯი­ნა­ზე ორ თვე­ში მო­იყ­ვა­ნა მას­ზე უკე­თე­სი გოგო. გვე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ამი­რა­ნი მარ­თლა გა­ა­ბედ­ნი­ე­რა ათი წლით უმ­ცროს­მა ცოლ­მა, როცა ხმა გა­ვარ­და: სი­დედრ-სი­მამ­რი მო­ვარ­დნია სახ­ლში, უჩხუ­ბი­ათ და გაბ­რა­ზე­ბუ­ლებს შვი­ლი წა­უყ­ვა­ნი­ა­თო. ამი­რა­ნის დედა ამ­ტკი­ცებ­და, - ქურ­დი გა­მოდ­გა, სახ­ლში ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს იპა­რავ­და და ჩუ­მად ყიდ­და. მის მშობ­ლებს არ მო­ე­წო­ნათ, სი­მარ­თლე რომ ვუ­თხა­რით და ამი­ტო­მაც აგ­ვი­შარ­დნენ, მაგ­რამ არ ვდარ­დობთ, რად­გან ის ტუ­ტუ­ცი გოგო მოგ­ვა­შო­რე­სო...

მე­სა­მე ცოლი სამი წლის შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნა. იმ გო­გო­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ მთლად "წმინ­და წყლის დამ­ლე­ვი არ იყო", მაგ­რამ დი­და­დაც არ გაგ­ვკვირ­ვე­ბია: ორ­ჯერ ნა­ცო­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლი გოგო რა­ტომ უნდა გა­მოჰ­ყო­ლო­დაო და წყვილს გუ­ლით ვუ­სურ­ვეთ ბედ­ნი­ე­რე­ბა, მაგ­რამ არც ის გა­უ­ჩერ­და დიდ­ხანს და მივ­ხვდით, პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ქა­ლე­ბის "უხე­ი­რო­ბა­ში" არ იყო...

ვიცი, არ მო­მი­წო­ნებთ საქ­ცი­ელს და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლებთ, მაგ­რამ ქურ­დი და მა­მა­ძაღ­ლიც რომ მი­წო­დოთ, მა­ინც ვერ მო­ვიშ­ლი ვერც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ვერც "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბას"...

მოკ­ლედ, მივ­დექ-მოვ­დე­ქი და... კარ­გა ხანს ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მის და­ვი­ჯე­რე ამი­რა­ნის უიღ­ბლო­ბა, უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რულ-წმინ­და­ნო­ბა. ჰოდა, სწო­რედ ასეთ დროს და­მი­რე­კა ძველ­მა ნაც­ნობ­მა, რო­მე­ლიც ხა­ნუ­მო­ბით არის ცნო­ბი­ლი და ისე­თი ვინ­მე­ე­ბი და­უ­წყვი­ლე­ბია, სა­ნაძ­ლე­ოც რომ და­მიდ­ვია, - მა­გა­თი ერ­თად ყოფ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია-მეთ­ქი...

ელი­სო (სა­ხელს მა­ინც შევ­ცვლი და მო­ვე­რი­დე­ბი სი­მარ­თლის ბო­ლომ­დე გამ­ჟღავ­ნე­ბას) გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო: შენი ნა­ქე­ბი ახ­ლობ­ლის, ამი­რა­ნის დედა მო­მად­გა ატი­რე­ბუ­ლი და აშე­ნე­ბას დამ­პირ­და: ოღონდ ჩემს შვილს ისე­თი გოგო მო­უ­ძებ­ნე და გა­უ­რი­გე, სხვის­გან რომ არის ორ­სუ­ლად და ჩვენც შე­ვუ­ნა­ხავთ ნა­მუსს, ოღონდ იმა­ნაც არ­სად გა­ამ­ხი­ლოს ჩვე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა. არ აინ­ტე­რე­სებს ქა­ლე­ბი ჩემს შვილს და არც მათ­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­მოს­დის, მო­უკ­ვდეს დე­დაო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა

სამი ცოლისგან უარყოფილი ამიკო მეოთხე ქორწილიდან ოთხ თვეში გახდა მამა

ამ ამბის გმირებს ჰგონიათ, რომ ეს ამბავი არავინ იცის და ალბათ, ყველა კმაყოფილია, რადგან ფიქრობენ, რომ სხვები მოატყუეს და მხოლოდ თავად დარჩნენ მოგებულები. კარგა ხანს ვიყოყმანე, დამეწერა თუ არა ამბავი, რომელმაც შეიძლება, ბევრს დაურღვიოს მყუდროება, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შევიკავე თავი და ამას იმიტომაც ვაკეთებ, ქართული რეალობა და სულელური ამბიცია რომ ვამხილო: თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ პლანეტაზე იდეალურები, არც შეცდომებს ვუშვებთ და ტრადიციებზე უარის თქმას სიკვდილი გვირჩევნია. ოღონდ ხალხმა არაფერი თქვას ჩვენზე ცუდი და პირადი ბედნიერება, სიხარული რა მოსატანია "საერთო-სახალხო აზრთან"...

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ულამაზეს და უჭკვიანეს, ორდიპლომიან, კარგი ოჯახის შვილს - ამირანს ზედიზედ სამი ცოლი გაექცა. პირველმა მთელი წელიწადი იცხოვრა მის ოჯახში და თითქოს, სადარდებელიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ქმარი მიუტოვებია... მის ჯინაზე ორ თვეში მოიყვანა მასზე უკეთესი გოგო. გვეგონა, ყველაფერი დალაგდა და ამირანი მართლა გააბედნიერა ათი წლით უმცროსმა ცოლმა, როცა ხმა გავარდა: სიდედრ-სიმამრი მოვარდნია სახლში, უჩხუბიათ და გაბრაზებულებს შვილი წაუყვანიათო. ამირანის დედა ამტკიცებდა, - ქურდი გამოდგა, სახლში ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა და ჩუმად ყიდდა. მის მშობლებს არ მოეწონათ, სიმართლე რომ ვუთხარით და ამიტომაც აგვიშარდნენ, მაგრამ არ ვდარდობთ, რადგან ის ტუტუცი გოგო მოგვაშორესო...

მესამე ცოლი სამი წლის შემდეგ მოიყვანა. იმ გოგოზე ამბობდნენ, რომ მთლად "წმინდა წყლის დამლევი არ იყო", მაგრამ დიდადაც არ გაგვკვირვებია: ორჯერ ნაცოლებს ქალიშვილი გოგო რატომ უნდა გამოჰყოლოდაო და წყვილს გულით ვუსურვეთ ბედნიერება, მაგრამ არც ის გაუჩერდა დიდხანს და მივხვდით, პრობლემა მხოლოდ ქალების "უხეირობაში" არ იყო...

ვიცი, არ მომიწონებთ საქციელს და პირად ცხოვრებაში შეჭრის მცდელობაში დამადანაშაულებთ, მაგრამ ქურდი და მამაძაღლიც რომ მიწოდოთ, მაინც ვერ მოვიშლი ვერც ცნობისმოყვარეობას და ვერც "ჭეშმარიტების ძიებას"...

მოკლედ, მივდექ-მოვდექი და... კარგა ხანს ვერაფერი ვიპოვე საინტერესო და ლამის დავიჯერე ამირანის უიღბლობა, უსამართლოდ დაჩაგრულ-წმინდანობა. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს დამირეკა ძველმა ნაცნობმა, რომელიც ხანუმობით არის ცნობილი და ისეთი ვინმეები დაუწყვილებია, სანაძლეოც რომ დამიდვია, - მაგათი ერთად ყოფნა შეუძლებელია-მეთქი...

ელისო (სახელს მაინც შევცვლი და მოვერიდები სიმართლის ბოლომდე გამჟღავნებას) გაოცებული იყო: შენი ნაქები ახლობლის, ამირანის დედა მომადგა ატირებული და აშენებას დამპირდა: ოღონდ ჩემს შვილს ისეთი გოგო მოუძებნე და გაურიგე, სხვისგან რომ არის ორსულად და ჩვენც შევუნახავთ ნამუსს, ოღონდ იმანაც არსად გაამხილოს ჩვენი გაჭირვება. არ აინტერესებს ქალები ჩემს შვილს და არც მათთან ინტიმური ურთიერთობები გამოსდის, მოუკვდეს დედაო...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი