პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს
გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს

ყუ­რის აპ­კებ­და­ხეთ­ქი­ლე­ბი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ამო­ვიდ­ნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ შვე­ლას, მაგ­რამ ვერ უშ­ვე­ლეს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ლე­ვან იზო­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც წვრთნებს არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ატა­რებ­დნენ.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ით სპე­კუ­ლი­რე­ბა არას­წო­რია.

"ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა თურ­ქულ­მა გემ­მა, რო­მე­ლიც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, მათი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამო­წუ­რეს იმ მო­მენ­ტში შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ძებ­ნა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ოთ იმი­სათ­ვის, რომ ვი­პო­ვოთ და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი. ჩემ­თვის და ყვე­ლას­თვის ეს არის უდი­დე­სი ტრა­გე­დია, ამი­ტომ ამ ტრა­გე­დი­ით სპე­კუ­ლი­რე­ბა, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია. რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იმ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, ვინც ერ­თად იყ­ვნენ იმ მო­მენ­ტში, ეს არის კი­დევ უფრო დიდი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ამო­ვიდ­ნენ ისი­ნი, ცდი­ლობ­დნენ შვე­ლას, მაგ­რამ ვერ უშ­ვე­ლეს. ყუ­რის აპ­კებ­და­ხეთ­ქი­ლი და სის­ხლში გას­ვრი­ლე­ბი ამო­ვიდ­ნენ თვი­თონ ეს სამ­ხედ­რო­ე­ბი. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია. რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას, მაგ­რამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ - ვართ იმ გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, სა­დაც ბევ­რი რამე არის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, მათ შო­რის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნორ­მა­ტი­უ­ლი ბა­ზაც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნის კუ­თხით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თბა­შად ვერ მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და და­ღუ­პულ­თა ოჯახს.

"მინ­და ვთქვა, რომ მაქ­სი­მა­ლურს გა­ვა­კე­თებთ, რომ ვი­პო­ვოთ სამ­ხედ­რო­ე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტექ­ნი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ჩვენ რაც ხელთ გაგ­ვაჩ­ნია, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, კაპ­რალ იაგო შა­რა­ძის და I კლა­სის რი­გი­თის გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო-სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და იმ რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც უწყე­ბას გა­აჩ­ნია.

"ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, ქარ­თულ­მა მხა­რემ კვლა­ვაც მი­მარ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვის თხოვ­ნით", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს

გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს

ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, ისინი ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც წვრთნებს არასერტიფიცირებული ინსტრუქტორები ატარებდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.

"ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა და მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ჩემთვის და ყველასთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ - ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახს.

"მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ სამხედროები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე. ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა.

გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.

„ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."