საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიგეთ, რომელ პოზიციაზეა საქართველო ბედნიერი ქვეყნების ინდექსში
გაიგეთ, რომელ პოზიციაზეა საქართველო ბედნიერი ქვეყნების ინდექსში

"ბედ­ნი­ე­რი პლა­ნე­ტის ინ­დექსში" სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს 140 ქვე­ყა­ნას შო­რის 31.1 ქუ­ლით მე-40 პო­ზი­ცი­ა­ზეა. BPN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფონდ New Economic Foundation-ის ინ­დექ­სი შედ­გე­ბა ოთხი ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რის­გან - კე­თილ­დღე­ო­ბა, სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და უთა­ნას­წო­რო­ბა.

ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 74,6 წე­ლია და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო 140 ქვე­ყა­ნას შო­რის 56-ეა. კე­თილ­დღე­ო­ბის პა­რა­მეტრში სა­ქარ­თვე­ლო 114-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა, ეკო­ლო­გი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში - 42-ე, ხოლო უთა­ნას­წო­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 20%-ით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და 140 ქვე­ყა­ნას შო­რის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა 68-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა.

ფონ­დი New Economic Foundation ინ­დექსს ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ აქ­ვეყ­ნებს. 2012 წლის ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლო 55-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო.

2016 წლის "ბედ­ნი­ე­რი პლა­ნე­ტის ინ­დექსში" ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ქვეყ­ნად ზე­დი­ზედ მე­ო­რედ კოს­ტა-რიკა და­სა­ხელ­და, რო­მელ­საც მექ­სი­კა და კო­ლუმ­ბია მოყ­ვე­ბა.

ინ­დექ­სის ავ­ტო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შე­მო­სა­ვალს, რის გა­მოც ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რიც შვე­ი­ცა­რია, და­ნია და ავ­სტრია არი­ან, ინ­დექსში ქვე­და პო­ზი­ცი­ებ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ - შე­სა­ბა­მი­სად, 24-ე, 32-ე და 105-ე ად­გი­ლებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს, "ბედ­ნი­ე­რი პლა­ნე­ტის ინ­დექსში" თურ­ქე­თი 68-ე, უკ­რა­ი­ნა - 70-ე, რუ­სე­თი 118-ე, სომ­ხე­თი კი 73-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

გაიგეთ, რომელ პოზიციაზეა საქართველო ბედნიერი ქვეყნების ინდექსში

გაიგეთ, რომელ პოზიციაზეა საქართველო ბედნიერი ქვეყნების ინდექსში

"ბედნიერი პლანეტის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 31.1 ქულით მე-40 პოზიციაზეა. BPN-ის ინფორმაციით, ფონდ New Economic Foundation-ის ინდექსი შედგება ოთხი ძირითადი პარამეტრისგან - კეთილდღეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეკოლოგიური კეთილდღეობა და უთანასწორობა.

ინდექსის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,6 წელია და ამ მაჩვენებლით საქართველო 140 ქვეყანას შორის 56-ეა. კეთილდღეობის პარამეტრში საქართველო 114-ე პოზიციაზეა, ეკოლოგიურ კეთილდღეობაში - 42-ე, ხოლო უთანასწორობის მაჩვენებელი საქართველოში 20%-ით არის შეფასებული და 140 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა 68-ე პოზიციაზეა.

ფონდი New Economic Foundation ინდექსს ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2012 წლის ინდექსში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო.

2016 წლის "ბედნიერი პლანეტის ინდექსში" ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ზედიზედ მეორედ კოსტა-რიკა დასახელდა, რომელსაც მექსიკა და კოლუმბია მოყვება.

ინდექსის ავტორები ნაკლებად ითვალისწინებენ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, რის გამოც ისეთი ქვეყნები, როგორიც შვეიცარია, დანია და ავსტრია არიან, ინდექსში ქვედა პოზიციებზე აღმოჩნდნენ - შესაბამისად, 24-ე, 32-ე და 105-ე ადგილებზე.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, "ბედნიერი პლანეტის ინდექსში" თურქეთი 68-ე, უკრაინა - 70-ე, რუსეთი 118-ე, სომხეთი კი 73-ე პოზიციაზეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი