პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იყენებენ მთავრობები სახელმწიფო რესურსებსა და დაპირებებს ამომრჩეველთა "მოსასყიდად" საქართველოში
როგორ იყენებენ მთავრობები სახელმწიფო რესურსებსა და დაპირებებს ამომრჩეველთა "მოსასყიდად" საქართველოში

პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ბევ­რი და­პი­რე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე "ზრუნ­ვის" გა­აქ­ტი­უ­რე­ბა - ამ და სხვა მსგავ­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ქარ­თვე­ლო არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. რა­ტომ­ღაც, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას მათ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე ახ­სენ­დე­ბა. და­პი­რე­ბა­თა დიდ ნა­წილს კი სა­ვარ­ძელ­ზე უკვე მყა­რად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ივი­წყე­ბენ.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ქარ­თუ­ლი მყი­ფე დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ძვე­ლი მე­თო­დე­ბის "გა­და­წე­რის" გა­რე­შე ყვე­ლა მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან უჭირს. აჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის უკა­ნო­ნო გზე­ბით მხარ­და­ჭე­რის ცდუ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­დია.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" იუ­რის­ტი ნინო რი­ჟა­მა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის პრობ­ლე­მა.

"ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში და იმ პრინ­ცი­პებ­ში, რო­მე­ლიც არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პარ­ტი­ა­სა და მთავ­რო­ბას შო­რის ზღვა­რი მკა­ფი­ოდ იქ­ნას გავ­ლე­ბუ­ლი. ბი­უ­ჯე­ტით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბა არ უნდა აღიქ­მე­ბო­დეს, რო­გორც პარ­ტი­ის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ზღვა­რის გავ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ვი­ნა­ი­დან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. იწყე­ბა რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. ძი­რი­თა­დად კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ებს უჩ­ნდე­ბათ გან­ცდა, რომ ამას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია აკე­თებს და არა ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც სწო­რედ მის მიერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით საზ­რდო­ობს", - აღ­ნიშ­ნავს ნინო რი­ჟა­მა­ძე.

მისი თქმით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის მხრი­დან იკ­ვე­თე­ბა ხოლ­მე ამომ­რჩევ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნე­ბი. რი­ჟა­მა­ძე გან­მარ­ტავს, რომ და­პი­რე­ბე­ბი ხში­რად პო­პუ­ლის­ტუ­რი და არა­რე­ა­ლუ­რია". რო­გორც წესი, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებს ისე­თი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას პირ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის და რე­ა­ლუ­რად სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სო­ფელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხვდე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, მათ გზე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის, სახ­ლე­ბის გა­და­ხურ­ვი­სა და სხვა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სი­ტყვას აძ­ლე­ვენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს სა­კი­თხე­ბი მო­მა­ვალ­ში სხვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლი იქ­ნე­ბა", - გან­მარ­ტავს ნინო რი­ჟა­მა­ძე.

მისი თქმით, ამომ­რჩე­ველ­თა გუ­ლის მო­გე­ბა და "მოს­ყიდ­ვა" სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტი­ვია და რო­გორც წესი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ემ­თხვე­ვა.

"ეს პრაქ­ტი­კა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­შიც და სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც გრძელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცდი­ლობ­და, წვდო­მა ჰქო­ნო­და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ჯგუფ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან, პენ­სი­ო­ნე­რებ­თან, პე­და­გო­გებ­თან და ასე შემ­დეგ. გა­ვიხ­სე­ნებ­დი პრო­ექტს - "ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ე­ლო", რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იყო პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე. ყვე­ლას ახ­სოვს სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბე­ბი ე.წ. suumer job. ახალ­გაზ­რდე­ბის მა­ი­სუ­რებ­ზე S იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გავ­და 5-ს", - აღ­ნიშ­ნავს "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" იუ­რის­ტი.

ნინო რი­ჟა­მა­ძის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტი და მო­წყვლა­დი ჯგუ­ფია. მისი გან­მარ­ტე­ბით, მათი გუ­ლის მო­გე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პენ­სი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის ზრდა.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, რო­გორც წესი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი პარ­ტი­ის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე საგ­რძნობ­ლად ნაკ­ლე­ბია ხოლ­მე წი­ნას­წა­რი და­პი­რე­ბე­ბის რი­ცხვზე". ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­პი­რე­ბე­ბი უხ­ვა­დაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ მო­ვი­და პარ­ტია, მერე აე­ხი­ლე­ბა თვა­ლი და შემ­დეგ იწყე­ბენ, არ ვი­ცო­დით და შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა თურ­მე გა­კე­თე­ბაო. რად­გან ამომ­რჩევ­ლის გუ­ლია მო­სა­გე­ბი, რო­გორც წესი, ყვე­ლა პარ­ტია, მი­უ­ხე­და­ვად მისი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის პი­რო­ბას იძ­ლე­ვა. ზო­გა­დად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს ეს ახა­სი­ა­თებს. რაც უფრო პო­პუ­ლის­ტუ­რია თე­მე­ბი, მით უფრო იკა­ვე­ბენ ისი­ნი ად­გილს პარ­ტი­ე­ბის რი­ტო­რი­კა­ში", - აღ­ნიშ­ნავს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე.

საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, რო­გორც წესი სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყ­ნებ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი და­პი­რე­ბე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა. ზო­გა­დად, და­პი­რე­ბებს შო­რის კი ბევ­რი არა­რე­ა­ლუ­რია.

"არ გახ­სოვთ, ნაც­მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი რომ ამ­ბობ­დნენ, იან­ვარ­ში შე­ვალთ სო­ხუმ­შიო - ეს იყო სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც და­პი­რე­ბის სი­ყალ­ბე ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ჩან­და. მა­ნამ­დე, მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი მი­ლი­ონ სა­მუ­შაო ად­გილს პირ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბას, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნარ­მა­ნია მი­ლი­ო­ნი ხის დარ­გვას. იმ პე­რი­ოდ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ვერ ავი­და მი­ლი­ო­ნამ­დე, ნარ­მა­ნი­ას დარ­გუ­ლი ხე­ე­ბის კი რა გი­თხრათ, რაც იყო, მგო­ნი ისიც გახ­მა", - ამ­ბობს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე.

სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის ხარ­ჯვით მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის მო­გე­ბა უკვე მრა­ვალ­ჯერ ნა­ცა­დი და კარ­გად გა­მოც­დი­ლი ხერ­ხია. ამ მე­თო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მა­ნამ მი­მარ­თა­ვენ, სა­ნამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კის მი­მართ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად მომ­თხოვ­ნი და კრი­ტი­კუ­ლი არ გახ­დე­ბა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

როგორ იყენებენ მთავრობები სახელმწიფო რესურსებსა და დაპირებებს ამომრჩეველთა "მოსასყიდად" საქართველოში

როგორ იყენებენ მთავრობები სახელმწიფო რესურსებსა და დაპირებებს ამომრჩეველთა "მოსასყიდად" საქართველოში

პოპულისტური განცხადებები, ბევრი დაპირება და მოსახლეობაზე "ზრუნვის" გააქტიურება - ამ და სხვა მსგავსი მახასიათებლებით გამოირჩევა და გამოირჩეოდა საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე. რატომღაც, ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობას მათ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ხელისუფლებაში მოსვლამდე ახსენდება. დაპირებათა დიდ ნაწილს კი სავარძელზე უკვე მყარად მოკალათებულები, მომავალ არჩევნებამდე ივიწყებენ.

წინასაარჩევნო პერიოდი ქართული მყიფე დემოკრატიისთვის სერიოზული გამოწვევაა. გამოცდის ჩაბარება ძველი მეთოდების "გადაწერის" გარეშე ყველა მთავრობას ძალიან უჭირს. აჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიების უმრავლესობა, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ეხება. საარჩევნო კამპანიების უკანონო გზებით მხარდაჭერის ცდუნება ძალიან დიდია.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ნინო რიჟამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას სახელისუფლებო პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა.

"ზოგადად, საერთაშორისო სამართალში და იმ პრინციპებში, რომელიც არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საფუძველი, მნიშვნელოვანია, რომ პარტიასა და მთავრობას შორის ზღვარი მკაფიოდ იქნას გავლებული. ბიუჯეტით განხორციელებული პროექტები და საქმიანობა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც პარტიის მიერ გამოჩენილი აქტივობა. საქართველოში ამ ზღვარის გავლება ძალიან რთულია. ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება ხელისუფლება. იწყება როგორც სამთავრობო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პროექტები. ძირითადად კი ხორციელდება სოციალური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროექტების განხორციელებაში არიან ჩართულები და მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ ამას სახელისუფლებო პარტია აკეთებს და არა ბიუჯეტი, რომელიც სწორედ მის მიერ გადახდილი გადასახადებით საზრდოობს", - აღნიშნავს ნინო რიჟამაძე.

მისი თქმით, ასევე სხვადასხვა პარტიის მხრიდან იკვეთება ხოლმე ამომრჩევლების მოსყიდვის ნიშნები. რიჟამაძე განმარტავს, რომ დაპირებები ხშირად პოპულისტური და არარეალურია". როგორც წესი, მაჟორიტარობის კანდიდატები ადამიანებს ისეთი საკითხების მოგვარებას პირდებიან, რომლებიც მათ კომპეტენციაში არ შედის და რეალურად სხვა ორგანოების გადასაწყვეტია. მაგალითად, როდესაც სოფელში მოსახლეობას ხვდებიან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები, მათ გზების მოწესრიგების, სახლების გადახურვისა და სხვა პრობლემების მოგვარების სიტყვას აძლევენ. სინამდვილეში კი ეს საკითხები მომავალში სხვების გადასაჭრელი იქნება", - განმარტავს ნინო რიჟამაძე.

მისი თქმით, ამომრჩეველთა გულის მოგება და "მოსყიდვა" სახელისუფლებო პარტიისთვის განსაკუთრებით მარტივია და როგორც წესი, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა.

"ეს პრაქტიკა აქტუალური იყო ყოფილი ხელისუფლებების პირობებშიც და სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. მაგალითად, წინა ხელისუფლება არჩევნებამდე ცდილობდა, წვდომა ჰქონოდა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, სტუდენტებთან, პენსიონერებთან, პედაგოგებთან და ასე შემდეგ. გავიხსენებდი პროექტს - "ღიმილიანი საქართვეელო", რომელიც გათვლილი იყო პენსიონერებზე. ყველას ახსოვს სტუდენტური დასაქმებები ე.წ. suumer job. ახალგაზრდების მაისურებზე S იყო გამოსახული, რომელიც რეალურად გავდა 5-ს", - აღნიშნავს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი.

ნინო რიჟამაძის თქმით, საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ პენსიონერები არჩევნებში ყველაზე აქტიური ელექტორატი და მოწყვლადი ჯგუფია. მისი განმარტებით, მათი გულის მოგება მნიშვნელოვანია და სწორედ ამას უკავშირდება, წინასაარჩევნო პერიოდში პენსიებისა და სოციალური დახმარებების ზრდა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, როგორც წესი, ხელისუფლებაში მოსული პარტიის მიერ შესრულებული საქმე საგრძნობლად ნაკლებია ხოლმე წინასწარი დაპირებების რიცხვზე". ყველა არჩევნების დროს დაპირებები უხვადაა, ხელისუფლებაში თუ მოვიდა პარტია, მერე აეხილება თვალი და შემდეგ იწყებენ, არ ვიცოდით და შეუძლებელი ყოფილა თურმე გაკეთებაო. რადგან ამომრჩევლის გულია მოსაგები, როგორც წესი, ყველა პარტია, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გათვალისწინების პირობას იძლევა. ზოგადად საარჩევნო პროცესს ეს ახასიათებს. რაც უფრო პოპულისტურია თემები, მით უფრო იკავებენ ისინი ადგილს პარტიების რიტორიკაში", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

საყვარელიძის თქმით, როგორც წესი საქართველოს მსგავს ქვეყნებში წინასაარჩევნოდ ეკონომიკური დაპირებები აქტიურდება. ზოგადად, დაპირებებს შორის კი ბევრი არარეალურია.

"არ გახსოვთ, ნაცმოძრაობის პოლიტიკური ლიდერები რომ ამბობდნენ, იანვარში შევალთ სოხუმშიო - ეს იყო სიტუაცია, რომელშიც დაპირების სიყალბე ძალიან მკაფიოდ ჩანდა. მანამდე, მოქალაქეთა კავშირი მილიონ სამუშაო ადგილს პირდებოდა მოსახლეობას, ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნარმანია მილიონი ხის დარგვას. იმ პერიოდში სამუშაო ადგილები ნამდვილად ვერ ავიდა მილიონამდე, ნარმანიას დარგული ხეების კი რა გითხრათ, რაც იყო, მგონი ისიც გახმა", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

სახელმწიფო სახსრების ხარჯვით მოსახლეობის გულის მოგება უკვე მრავალჯერ ნაცადი და კარგად გამოცდილი ხერხია. ამ მეთოდებს პოლიტიკური პარტიები მანამ მიმართავენ, სანამ წინასაარჩევნო რიტორიკის მიმართ, ჩვენი საზოგადოება მეტად მომთხოვნი და კრიტიკული არ გახდება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."