საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი" - რას ყვება სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი
 "მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი" - რას ყვება სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი

"ოთარ ვა­რა­მაშ­ვი­ლის ად­გილ­ზე, მეც გა­ვიქ­ცე­ო­დი", - ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რის ად­ვო­კატ­მა, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე­ექ­ვსე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სას­ჯელს იხ­დი­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბია. "მის ად­გილ­ზე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მეც გა­ვიქ­ცე­ო­დი, რად­გან მე­ექსვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ის იხ­დი­და სას­ჯელს, გა­მო­ირ­ჩე­ვა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით. სი­ტუ­ა­ცია იქ სა­ერ­თოდ არ შეც­ვლი­ლა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ერთი თვით აუკ­რძა­ლეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი, რაც გა­ა­სა­ჩივ­რეს და სწო­რედ ამ საქ­მის გან­ხილ­ვა იყო და­გეგ­მი­ლი რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

კო­ბა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, თა­ვად ის ოთარ ვა­რა­მაშ­ვილ­თან ერ­თად არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან სხვა პრო­ცე­სი ჰქონ­და. ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ძებ­ნის ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა და მას­ში შსს-ც არის ჩარ­თუ­ლი.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რის ფოტო გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბა მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია აქვს ოთარ ბად­რის ძე ვა­რა­მაშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, და­უ­კავ­შირ­დეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რებ­ზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პა­ტი­მა­რი ოთარ ვა­რა­მაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გუ­შინ გა­იქ­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი" - რას ყვება სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი

 "მის ადგილზე, მეც გავიქცეოდი" - რას ყვება სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატი

"ოთარ ვარამაშვილის ადგილზე, მეც გავიქცეოდი", - ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს იხდიდა, არაადამიანური პირობებია. "მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც გავიქცეოდი, რადგან მეექსვე დაწესებულება, სადაც ის იხდიდა სასჯელს, გამოირჩევა არაადამიანური მოპყრობით. სიტუაცია იქ საერთოდ არ შეცვლილა", - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ერთი თვით აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, რაც გაასაჩივრეს და სწორედ ამ საქმის განხილვა იყო დაგეგმილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

კობაიძის განმარტებით, თავად ის ოთარ ვარამაშვილთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგან სხვა პროცესი ჰქონდა. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ძებნის ოპერაცია გრძელდება და მასში შსს-ც არის ჩართული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო გაავრცელა. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ